ჰორიზონტს მიღმა

ქალაქი ვანის მეასე წლის სახელობის უნივერსიტეტი

115517
ჰორიზონტს მიღმა

ქალაქი ვანის მეასე წლის სახელობის უნივერსიტეტი

მოგესალმებით, დღევანდელ გადაცემაში თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ვანზე გესაუბრებით. ეს არის ქალაქი, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ცივილიზაციების ნაკვალევის აღმოჩენა. მისი სახელი მაშინ, როდესაც ურარტუელების დედაქალაქი გახლდათ, ტუშპა ყოფილა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ ათასობით წლის წინ მცხოვრები ცივილიზაციების კვალს შეხვდებით, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდებული 3000 წლის ვანის ციხე გახლავთ.

ვანში ქალაქის მცხოვრებთ გავესაუბრეთ და ვკითხეთ, რატომ უნდა მიანიჭონ უპირატესობა უცხოელმა სტუდენტებმა ქალაქ ვანს, რაზეც მათ გვიპასუხეს:

-"იმის გამო, რომ ვანის ტბის აუზი ყველა სეზონზე მზიანია და კლიმატი კი ზომიერი, იგი მიმზიდველია იმ ახალგაზრდებისთვის ვისაც თბილი კლიმატი მოსწონს."

-"უბადლო სილამაზის, ერთმანეთზე საუცხოო ისტორიული ძეგლების, დღის მანძილზე შვიდ სხვადასხვა ფერზე შეფერილი ვანის ტბისა და შეუდარებელი დაისის მქონე ვანში განათლების მიღება როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ახალგაზრდების დაინტერესებას იწვევს".

-"ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალზე მდებარე ტბებით, კულტურული და ეკოლოგიური ტურიზმის პოტენციალის მქონე ქალაქი ვანი სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანებს აკმაყოფილებს. ბოლოს კი გვერდს ვერ ავუვლით ადგილობრივი ხალხის უცხოელი სტუდენტების მიმართ სტუმართმოყვარეობას".

ახლა კი ამ ლამაზი ქალაქის წარმატებულ უნივერსიტეტს გაგაცნობთ. ვანის მეასე წლის სახელობის უნივერსიტეტს ეს სახელწოდება ათათურქის დაბადების მესამე წლისთავის საპატივცემულოდ დაერქვა. იგი ერთი წლის დაგვიანებით, 1982 წელში ამოქმედდა. ამჟამად აქ მთლიანობაში 24 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. 

აღნიშნული უნივერსიტის სტუდეტების საცხოვრებელი პირობების შესახებ ლექტორებს ვკითხეთ რაც მათ განაცხადეს:

„ქალაქის ცენტრში არსებულ კერძო საერთო საცხოვრებელბთან ერთად ჩვენს გვაქვს სახელმწიფო საერთო საცხოვრებლებიც. ამ ორგანიზაციის, მეასე წლის სახელობის უნივერსიტეტის კამპუსისი შიგნით მდებარე საერთო საცხოვრებლებში 8000 ათასამდე სტუდენტი ცხოვრობს. ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული პროფესიული უმაღლესი სკოლების საერთო საცხოვრებლებში ადგილების რაოდენობამ 5000 -ს მიაღწია. ამგვარად, თურქეთში, კამპუსში ცხოვრების მოსურნე სტუდენტების 90%-ს ვაკმაყოფილებთ, რაც ერთადერთია თურქეთში“.

-როგორია სტიპენდიების გაცემის მდგომარეობა?

„უნივესრიტეტში მმართველიო საბჭოს გადაწყვეტილებით წარმატებულ სტუდენტებს, რომლებსაც მატერიალური მდგომარეობა ხელს არ უწყობს, სწავლის პერიოდში სტიპენდიას ვაძლევთ. უნივესრიტეტში 1200 სტუდენტს საკვების სტიპედნია ეძლევა. ყველა სტუდენტს ზოგიერთ ფირმასთან დადებული შეთანხმებით დროდადრო ტანსაცმლის სახით დახმარებას ვუწევთ. უნივერსიტეტში დაახლოებით 115 სტუდენტს ნაწილობრივი სტატუსით დასაქმების შესაძლებლობა ეძლევა“. 

ახლა კი აქ არსებული სოციალური აქტივოვბების შესახებ. მეასე წლის სახელობის უნივერიტეტს დახურული სპორტული დარბაზი, სავარჯო და ათლეტიზმის ადგილები, სტადიონი, ტენისის კორტები, წყლის სპორტის სახეობების ცენტრი და ყველა სახის სპორტული აქტივებებისათვის საჭირო დარბაზები გააჩნია.

უნივერსიტეტს ასევე აქვს კულტურული ცენტრი, საკონფერენციო დარბაზები, თიატრი, საკონცერტო დარბაზი, სასადილოები, კაფეები, რესტორნები და ა. შ. უნივერსიტეტშია სტუდენტური გაერთიანებები, რომლებიც წლის მანძიზლე ღონისძებებს, კონცერტებს, კონფერენციებს და სხვა ღოსნიძიებებს მართვაენ. 

ბოლო 5 წლის მანძილზე მეასე წლის სახელობის უნივერსიტეტში დაახლოებით 3600 სოციალური და კულტურული ღონისძიება ჩატარდა. ყველა აკადმიური წელი წიინასთან შეადრებით უფრო აქტიური ხდება - განაცხადეს უნივერსიტეტის პედაგოგებმა. 
 


საკვანძო სიტყვები: #ვანი , #უნივერსიტეტი

მსგავსი ინფორმაციები