1 დეკემბერი ისტორიაში

1 დეკემბერი ისტორიაში

395604
1 დეკემბერი ისტორიაში

1 დეკემბერი ისტორიაში

1925 წლის 1 დეკემბერს გერმანიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, პოლონეთმა, ბელგიამ, ჩეხოსლოვაკიამ და იტალიამ ლონდონში ხელი მოაწერეს ე.წ. ლოკარნოს შეთანხმებას, რომლითაც ბოლო მოეღო პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანია საფრანგეთ შორის წარმოქმნილ უთანხმოებას. გერმანიას არ უნდოდა საფრანგეთისათვის ომის კომპენსაციის გადახდა, რამაც ახალი უნდობლობა წარმოშვა ევროპაში და სწორედ ლოკარნოს შეთანხმებით ბოლო წერტილი დაესვა ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებს და გერმანიამ აღიარა საფრანგეთისა და ბელგიის საზღვრები. 1929 წელს წარმოქმნილი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ჰიტლერ-მუსოლინის შეთანხმების გამო ლოკარნოს შეთანხმებამ ძალა დაკარგა

1943 წლის 1 დეკემბერს მუშაობა დაასრულა თეირანის კონფერენციამ, რომლის მონაწილეები იყვნენ სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი. სწორედ ამ კონფერენციაზე მიიღეს დადგენილება გერმანიის დამარცხების მიზნით ნორმანდიაში და საფრანგეთის ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონებში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, ხოლო ამის პარალელურად ირანს დამოუკიდებლობის გარანტია მისცეს. ამავე კონფერენციით დაედო სათავე გაეროს შექმნასაც
1964 წლის 1 დეკემბერს ძალაში შევიდა წინა წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ანკარის შეთანხმება, რომელიც თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანების მიზნით მასთან პარტნიორობის დაწყებას ითვალისწინებდა. ამ შეთანხმების ხელმოწერისათვის მოლაპარაკებები 1960 წლიდან მიმდინარეობდა. 1999 წელს თურქეთს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეცა და დაიწყო სრული გაწევრიანების მიზნით აღებული ვალდებულებების ინტენსიური შესრულება

1991 წლის 1 დეკემბერს ნურსულთან ნაზარბაევი საბჭოთა კავშირისგან გამოყოფილი ყაზახეთის პირველ პრეზიდენტად იქნა არჩეული და მას ამ პირველ არჩევნებზე ხმა მისცა ამომრჩევლების 98%-მა. ამით ნაზარბაევი ხალხის მხრიდან არჩეული პირველი პრეზიდენტი გახდა. ნაზარბაევმა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა პირველი უცხოური ვიზიტი მოძმე თურქეთში განახორციელა, რამეთუ პირველმა ყაზახეთის დამოუკიდებლობა სწორედ თურქეთმა სცნო და მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ძმური და მეგობრული ურთიერთობები სუფევს



მსგავსი ინფორმაციები