თურქეთის პერსპექტივა 16

ცხოვრების გაზიარება

617885
თურქეთის პერსპექტივა 16

რამდენიმე დღის უკან სოციალურ ქსელ Twitter-ში გაზიარებულმა ვიდეომ ჩემზე დიდად იმოქმედა. ამ ვიდეოში სიკვდილის პირას მყოფი ქუჩის ძაღლის გადარჩენაა ასახული. ერთმა პატარა ბავშვმა, რომელიც ხელში შაურმას ჭამდა, იგი მშიერ ძაღლს გაუნაწილა და ასე  გადაარჩინა მისი სიცოცხლე. ეს ვიდეო დამონტაჟების შემდეგ არ გაუვრცელებიათ. თუმცა მსგავსი სცენარები მრავალ ფილმებშიც არის ასახული, მაგრამ სამწუხაროდ მსგავსი სცენარები სახელმწიფოებს შორის ძალიან მცირდება. განსაკუთრებით კი თურქეთის მხრიდან დასავლეთის მოკავშირეების მიმართ ეს პრობლემური საკითხი ღია პოლიტიკაში გადაიზარდა რა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. 

რატომღაც ძალიან უცნაურია ის, რომ დასავლეთმა სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო დასავლეთის ქვეყნებში ახალი ცხოვრების იმედით წამსვლელი და ხმელთაშუა ზღვაში დამხრჩვალი პატარა აილანის ის საზარელი კადრები ყველა სახის მედია საშუალებებში გამოაქვეყნა. მაგრამ, ის უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ იმ სურათს მხოლოდ მედია საშუალებებში არ ჰქონოდა ადგილი და მათი ტკივილი გულთან მიეტანათ, თუ რა თქმა უნდა  თურქეთთან გაფორმებული რეადმისიის  შეთანხმებას შეასრულებდნენ.  თუმცა დემოკრატიის შუქურად მიჩნეული ევროკავშირი საკუთარ ტერიტორიაზე მიმდინარე რასისტული მოვლენების წინაშე შესაბამის ნაბიჯებს ვერ დგამს. ასევე ვშიშობ, რომ ამ რასისტულმა ქმედებებმა შეიძლება მასობრივი ძალადობის ფორმაც მიიღოს. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ 62-ე ნატოს ასამბლეაზე ამაზე გაამახვილა ყურადღება.  მან აღნიშნა, რომ თუ ძლიერი ქვეყნები უძლურ ადამიანებს გვერდში არ დაუდგებიან, ტერორისტულმა ფაქტებმა შეიძლება მათ ქვეყნებშიც გადაინაცვლოს. ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი მართალია. მომატებულ რასისტულ ქმედებებთან ერთად თურქეთში, ავღანეთსა და სირიაში მოქმედი ტერ ორგანიზაციების მოწინავე კადრები ევროკავშირის ქვეყნებში ბინადრობენ. თურქეთში ათასობით სამხედროს, რელიგიური პირების, პოლიტიკოსების და  სამოქალაქო პირის მკვლელობაში ბრალდებული PKK, DHKP-C, MLKP, FETO და PDY-ს ტერ ორგანიზაციების მოწინავე კადრები სწორედ რომ ევროკავშირის ქვეყნებში აფარებენ თავს. ასევე თურქეთის უსამე ბინ ლადენად ცნობილი და ყველაზე საშიში ტერ ორგანიზაცია ფეთულაჰის მოწინავე კადრებიც დასავლეთის ქვეყნების ლიდერების მფარველობაში ცხოვრობენ.

ევროკავშირის მხრიდან ტერ ორგანიზაციად აღიარებული პკკ-ს ლიდერის აბდულლაჰ ოჯალანის პორტრეტები ევროპის პარლამეტის შენობებში იფინება. მიმდინარე წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მომწყობი ფეტულაჰელი ტერორისტები ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდებიან. გასაკვირი კი ისაა, რომ ევროპის ეს ქვეყნები, რომლებიც ტერორისტების მხარდაჭერაში ასეთი გულუხვები არიან, სამაგიეროდ  მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით მათ ქვეყნებში შესვლის მსურველი მიგრანტების მიმართ ძალიან ძუნწად იქცევიან. ასევე გასაკვირია ისიც, რომ ტერორისტების მხარდამჭერები, იმ ტერორისტებს, რომლებიც არალეგალურად შედიან მათ ქვეყნებში და მათ პარლამენტებში და პრეზიდენტის სასახლეებშიც კი იღებენ, სამაგიეროდ მიგრანტების ხმელთა შუა და ეგეოსის ზღვებში დახრჩობას უწყობენ ხელს. 

ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად ეს კითხვა მებადება: სამუელ ჰუნტინგტონი 1990-იან წლების დასაწყისში ცივილიზაციების კონფლიქტის სახელწოდების თეზისს წერდა და ნეტა თუ ფიქრობდა რომ მომავალში დასავლეთი ამ საკითხის პირისპირ დადგებოდა? ევროპის მიმზიდველობა სწორედ ქალთა უფლებების დაცვით, ბავშვთა უფლებების დაცვით და ადამიანთა ჰუმანიტარული საკითხების დაცვით გამოიხატებოდა.

ამჟამად კი, იგივე ევროკავშირი   მცირეწლოვანი ბავშვების გამტაცებელ და ყოველგვარი ძალადობის გამომყენებელ ტერ ორგანიზაცია  PKK, PYD-ს და მსგავსი  დაჯგუფების წევრების დაცვით თავიანთ თეზისებს არ ეწინააღმდეგებიან? ასევე ამ ტერორ ორგანიზაციების დასავლეთის მედია საშუალებებით პროპაგანდა როგორ შეიძლება შევაფასოთ? საკუთარი ღირებულებების წინააღმდეგ გამომსვლელი ევროპა, ნეტავი ამ სიტუაციის მომავალი თაობებისთვის ახსნას როგორ აპირებს? ევროპელი სოციოლოგები მაშინ, როცა აზიაში, აფრიკაში და აღმოსავლეთის ქვეყნებში ტერორიზმის შესახებ კვლევებს ატარებენ, რატომაა რომ მსგავს სამუშაოებს ევროპელ ახალგაზრდებზე  არ ატარებენ? მაშინ, როდესაც 15 წლის ბავშვი საკუთარი ლუკმის ძაღლზე მიცემით მას შიმშილისგან სიკვდილს არჩენს, ნუთუ ცივილიზაციის ცენტრად მიჩნეულ ევროკავშირს რამდენიმე მილიონი მიგრანტისათვის ლუკმა პურის განაწილების საშუალება არ აქვს, რათა ისინი სიკვდილს გამოჰგლიჯოს ხელიდან, როგორც ეს გააკეთა ძაღლის გადამრჩენმა ბიჭუნამ? წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი

 



მსგავსი ინფორმაციები