ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 25

იზმირის თერმული კურორტები

101227
ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 25

ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 25

როგორც ამ ციკლური პროგრამის წინა ნომრებშიც გითხარით, მცირე აზია, ე.ი. ანატოლია ისტორიის ყველა ეტაპზე მდიდარი იყო როგორც მინერალური და თერმული წყლებით, ასევე ბალნეოლოგიური ტალახებითაც და საერთოდ, გეოთერმული წყაროების მხრივ თურქეთი რეგიონის ერთ ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოს წარმოადგენს, სადაც ხსენებული მინერალებით თუ ტალახებით მკურნალობა უძველესი დროიდან მოდის. ამავე თემაზე გავაგრძელებთ საუბარს დღესაც და გაგაცნობთ თურქეთის ყველაზე განთქმულ ჯანდაცვის კურორტებს. წინა პროგრამაში გესაუბრეთ ანკარის გეოთერმულ წყლებზე და კურორტებზე, დღეს კი ჯანდაცვის ტურიზმის კიდევ ერთ განთქმულ რეგიონს, იზმირს გაგაცნობთ და ამ მიზნით ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი წერს:

ალბათ მოგეხსენებათ რომ, ქალაქი იზმირი სტამბოლისა და ანკარის შემდეგ თურქეთის ყველაზე დიდ მესამე ქალაქს წარმოადგენს. ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ამ ულამაზეს ქალაქს 5 ათას წლოვანი ისტორია გააჩნია და იგი მრავალი ცივილიზაციებისა და კულტურების მოწმე ყოფილა. ლაჟვარდისფერი სანაპიროებით, ოქროსფერი პლიაჟებით, ზომიერი კლიმატით და ბენებრივი სილამაზეებით მდიდარი ეს ქალაქი ამავე დროს კულტურის, ხელოვნებისა და ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრსაც წარმოადგენს. სწორედ იზმირის მახლობლად მდებარეობენ განთქმული ანტიკური ქალაქები, ეფესი და ბერგამო და კიდევ წმინდა მარიამის სახლ-მუზეუმი. მაგრამ, ჩვენ დღეს რა თქმა უნდა იზმირის თერმულ წყლებზე გესაუბრებით, რომლებითაც ასევე მდიდარია ეს რეგიონი და მათ შორის ყველაზე განთქმულს ბალჩოვა წარმოადგენს, რომელიც მარტო იზმირის რეგიონში კი არა, მთელი თურქეთის მასშტაბითაც კი ყველაზე საუკეთესოდ ითვლება. ყველაზე მეტი ტურისტები კი აქ სკანდინავიის ქვეყნებიდან და გერმანიიდან ჩამოდიან რა, ერთის მხრივ მკურნალობის კურსებს გადიან, ხოლო მეორეს მხრივ ეცნობიან იზმირის ბუნებრივ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს. სხვათა შორის ბალჩოვას კაპლიჯაში მკურნალობა უძველესი ეპოქიდან მოდის და მათ სხვა სახელითაც, აგამემნონის კაპლიჯადაც მოიხსენიებენ.

ალბათ მოგეხსენებათ რომ, ანტიკურ ეპოქაში აგამემნონი მიკენეს მეფე იყო და სწორედ ეს ანტიკური გმირი დაესხა თავს ტროას რა, ეს ლეგენდა კარგად არის აღწერილი ჰომეროსის ილიადაში. თუ რატომ ჰქვია ბალჩოვას კაპლიჯას აგამემნონის სახელი, ამის შესახებ ორი ლეგენდა არსებობს. პირველის მიხედვით აგამემნონის ერთადერთი ქალიშვილი ერთ დღეს ავად გამხდარა და მთელის მისი სხეული მუწუკებს დაუფარია. აგამემნონს იმ დროის ყველაზე განთქმული ექიმები მოუყვანია, მაგრამ, ვერაფრით ვერ მოურჩენიათ მისი ქალიშვილი. აგამემნონის ჯარისკაცებს რომ არ შეჰყროდა ეს სენი, ექიმებმა მას ავადმყოფი ქალიშვილის იზოლირება მოსთხოვეს და ისიც ბალჩოვას მიდამოებში გააგზავნის ქალიშვილს, სადაც მინერალური წყლები ყოფილა. აქ ქალიშვილს ერთის მხრივ დაულევია მიწიდან გამომდინარე წყალი, ხოლო მეორეს მხრივ დაუბანია კიდეც და მის თანმხლებ პირებს ჯერ ქალიშვილის გაუმჯობესება შეუნიშნავთ, შემდეგ კი მთლად გამოჯანსაღებულა, რის გამოც აქაური ადგილებისათვის აგამემნონის სახელი მიუციათ.

მეორე ლეგენდის მიხედვით კი 10 წლიანი ტროას ომის დროს დაჭრილი და ავადმყოფი ჯარისკაცები ერთი ნათელმხილველის რეკომენდაციით ბალჩოვაში, ე.ი. თერმული წყლების რეგიონში გადაუგზავნიათ, სადაც ინტენსიური სმითა და ბანაობით ჯარისკაცები განკურნებულან. ყველანი მიმხვდარან რომ, აქაურ წყლებს სამკურნალო თვისებები ჰქონია და მკურნალობის მიზნით აქვე აუზები და ცალ ცალკე კაბინეტები აუშენებიათ. როგორც გითხარით ესენი ლეგენდებია და რამდენად შეეფერებიან სიმართლეს არავინ იცის, მაგრამ ერთი რამ კი ცნობილია, აქაური თერმული წყლებით 3 ათასი წელია რაც მკურნალობენ

სხვათაშორის ბალჩოვას შესახებ ინფორმაციებს ვხვდებით ცნობილი გეოგრაფისა და მოგზაურის სტრაბონის ნაწარმოებებშიც და სხვა ისტორიული წყაროებით აქ უმკურნალიათ თვით მაკედონელის ჯარისკაცებსაც. სამწუხაროდ ჩ.წ.-ის მე-18 საუკუნემდე დავიწყებას მიეცა აქაური წყლების და კაპლიჯას თვისებები, ხოლო უძველესი ნაგებობები კი ნანგრევებად გადაიქცა. ბალჩოვას ახლიდან აღმოჩენა კი 1763 წელს ერთი ფრანგი მოქალაქის, ელფონტ მილის მხრიდან მოხდა, რომელმაც ისარგებლა წერილობითი წყაროებით და ისე აღმოაჩინა აგამემნონის მინერალური წყლები. ამის შემდეგ ოსმანეთის საიმპერატორომ ახლიდან აღადგინა აქაური ინფრასტრუქტურა, ახალი ობიექტებიც მიუშენეს და კვლავ დაიწყეს ბალნეოლოგიური მკურნალობა. დღეს ბალჩოვას მინერალურ წყლებს სასმელადაც იყენებენ და სამკურნალოდაც, გააჩნია სამკურნალო ტალახებით გამოჯანმრთელების ცენტრიც. აქაური თერმული წყლის ტემპერატურა 63 გრადუსია და იგი მდიდარია ბიკარბონატებით და ქლორით რა, კარგად მოდის რევმატიზმის, მეტაბოლიტური დარღვევების, კანის დაავადებების და სასუნთქი ორგანოების მკურნალობაში.

როგორც ზემოთაც ვთქვით ბალჩოვა ძალზედ პოპულარულია უცხოეთში და წელიწადში აქ სამკურნალოდ ჩამოდის ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი, რომლებიც ფიზიკურ მკურნალობასთან ერთად გადიან ბალნეოთერაპიას, ელექტროთერაპიას, აქტინოთერაპიას, კინეზითერაპიას, ჰიდროთერაპიას, ფიზიოთერაპიას და ა.შ. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ბალჩოვა 25 კმ-ით არის დაშორებული იზმირის აეროპორტიდან და ამიტომ ძალზედ ადვილია აქ ჩასვლა. მოკლედ, თუ გაწუხებთ რევმატული, კანის ან მეტაბოლიტური დაავადებები, მაშინ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ბალჩოვაში და ჯანსაღი დაბრუნდეთ თქვენს სამშობლოში, წერს ოზლემ იალჩინი


საკვანძო სიტყვები: #იზმირი

მსგავსი ინფორმაციები