თურქეთის პერსპექტივიდან 15

გზის გასაყარი

617880
თურქეთის პერსპექტივიდან 15

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო ორად, „აღმოსავლეთ“ და „დასავლეთ“ ბლოკებად  გაიყო. მეორე მსოფლიო ომის დროს, კერძოდ კი 1945 წლის 4-11 თებერვალს, მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა უინსტონ ჩერჩილმა, ფრანკლინ დელანო რუზველტმა და იოსებ სტალინმა საბჭოთა კავშირის ქალაქ იალტაში, ლივადიის სასახლეში შეხვედრა გამართეს და მასზე გერმანიის ჩათვლით მსოფლიო გადაინაწილეს. სწორედ ამავე პერიოდში გაეროს მხრიდან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ვეტოს დადების უფლების გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მას შემდეგ მსოფლიოში მიღებული გადაწყვეტილებები ორი ბლოკის მიხედვით წარიმართა. აღმოსავლეთის ბლოკი, რომელიც კომუნისტურ რეჟიმს მოიცავდა, ერთპარტიული  პოლიტიკით და მკაცრი საბაზო ეკონომიკით გამოირჩეოდა. დასავლეთის ბლოკმა კი როგორც სხვა მრავალ სფეროში ასევე საბაზო ეკონომიკაში, მრეწველობაში და ცხოვრების სხვა სფეროებში თავისუფალი კონკურენციის წარმართვა დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დროინდელ პერიოდს თუ გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ იგი მსოფლიოსთვის ერთგვარი გზის გასაყარი იყო. იმის შესახებ, თუ რამდენად მართებული იყო ლიდერთა შეხვედრა, კამათი დღესაც გრძელდება. იალტაში სამმა ძლიერმა სახელმწიფომ არა მხოლოდ ქვეყნები, არამედ დედამიწა გადაინაწილეს და მილიარდობით ადამიანის ბედის გადაწყვეტაც თვითვე,  საკუთარ თავზე იტვირთეს რა, მათმა ასეთმა ქმედებამ მასობრივი მიგრაციები და სოციოლოგიური კატასტროფებიც გამოიწვია. მათვე თავიანთი არასწორი ნაბიჯების ლეგალურ ფორმაში მოსაყვანად, ამ საკითხების გაეროში გადაწყვეტაც დაიქვემდებარეს. იალტის გზის გასაყარმა, თუნდაც მოკლე დროით, მაგრამ, მსოფლიოს მაინც მშვიდობა დაუსადგურა. მაგრამ სამწუხაროა ის, რომ 15 წლის შემდეგ მსოფლიო ახალი ძალადობების წინაშე დადგა.

იდეოლოგიური ტერორიზმი, რომელიც 1960-იანი წლებიდან დაწყებული სხვადასხვა ქვეყნებში  მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დღემდის,  ტერორისტულ ქმედებებში გადაიზარდა რა, დროთა განმავლობაში მასიური მკვლელობები და გენოციდიც კი გამოიწვია. ამის მაგალითები ლიბერიაში, ერაყში, სირიაში, ლიბიაში და იემენში განხორციელდა რა, მილიონობით ადამიანი შეეწირა მას. სამხრეთ ამერიკიდან დაწყებული ევროპის ცენტრის ჩათვლით ტერორმა განურჩევლად ერისა, რასისა და რწმენისა მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის მეფეები, პრეზიდენტები, გენერლები და სხვა სახელმწიფო მოხელეებიც კი. საბჭოთა რუსეთის მხრიდან მეზობელი ტერიტორიების იარაღის გამოყენებით დაპყრობის მეთოდმა დღეს ტერ ორგანიზაცია დაეშის, ბოკო არამის და სხვა დაჯგუფებების ჩამოყალიბებას შეიწყო ხელი. რა თქმა უნდა ამაში მთავარი როლი მხოლოდ საბჭოთა რუსეთს არ მიუძღვის. ამ საკითხში რუსეთის მთავარი პარტნიორები დასავლეთის ბლოკის მოწინავე ქვეყნები არიან.    

ძლიერმა სახელმწიფოებმა პირველ რიგში კუბაში, შემდეგ კი ვიეტნამში, კამბოჯაში, ნიკარაგუაში, ავღანეთში, იტალიაში იაპონიაში და თურქეთშიც კი  მარიონეტული ომები დაიწყეს. დროთა განმავლობაში ამ ომების ხელშემწყობი ქვეყნების ქალაქები, ნიუ იორკი, ლონდონი, პარიზი და სხვა, ტერორიზმის ცენტრებად გადაიქცნენ. ამ მოვლენებში ასევე არიან ათი ათასობით დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც, როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ასევე ერაყში, სირიაში, იემენში ნიგერიაში და სხვა მრავალ კუთხეში ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ და თავს იკლავენ.   მაგალითად სირიაში ყოველთვიურად ათობით ამერიკელი, ევროპელი და ავსტრალიელი ახალგაზრდები ტერაქტების ან შეტაკებების შედეგად კვდებიან.

ასე რომ, იალტის კონფერენციით ჩამოყალიბებული ახალი მსოფლიოს ბრმა ბრძოლით ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება რა, სწორედ ასეთ დროს გამოდის ერთი ქვეყნის პრეზიდენტი და იძახის: „მსოფლიო ხუთზე დიდია, ანუ მსოფლიოს ბედი გაეროს ხუთ მუდმივ  წევრის ხელში არ შეიძლება იყოს. გაეროს სტრუქტურა არასამართლიანია, მოვა დრო და ამას ყველა აღიარებს.“ ეს სიტყვები თურქეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.  ერდოღანმა ეს სიტყვები გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც განაცხადა და მის საფრთხეებზეც ისაუბრა. სამწუხარო კი ისაა, რომ აშშ-ს ჩათვლით არცერთმა მუდმივმა წევრმა არანაირი ნაბიჯი არ გადადგა და არ აღიარა, რომ ეს სტრუქტურა მართლაც არასამართლიანია.  სინამდვილეში კი ამ სისტემის არა სამართლიანობამ ყველანაირ საერთაშორისო ეკონომიკის, გარემოს თუ პოლიტიკურ პლატფორმაზეც იჩინა თავი. ამჟამინდელი სისტემა მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაცია „ახალგაზრდულმა ენთუზიაზმმა“ გააპროტესტა, რომლებიც ინგლისსა და ევროპაში სასტიკად ჩაახშეს. მაგრამ, აშშ-ში ახლად არჩეული პრეზიდენტის ტრამპის შემდეგ,  ქვეყანაში ამ ენთუზიაზმის ჩახშობა არც თუ ისე იოლი ჩანს. ჩახშობაც რომ ისურვონ, უკვე, როგორც იტყვიან „ეშმაკი ბოთლიდან გამოვიდა“ და ამიტომ მისი შეჩერება რთული იქნება. მაშინ როცა თვით აშშ-ს მოქალაქეებიც აპროტესტებენ ამ წყობას, უკვე დროა ყველა დაფიქრდეს თურქეთის პრეზიდენტის ზემოთ ნახსენებ გამონათქვამზე, თორემ ხვალ ან კიდევ ზეგ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს....წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი



მსგავსი ინფორმაციები