ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 26

აღრის ოლქის ღირსშესანიშნაობები და ჯანდაცვის ცენტრები

109069
ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 26

ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 26

აღრის ოლქის ღირსშესანიშნაობები და ჯანდაცვის ცენტრები

დღეს ოცდამეექვსედ ვხვდებით ერთმანეთს ამ ციკლურ პროგრამაში, რომელშიც გაცნობთ ანატოლიის ყველაზე განთქმულ ჯანდაცვის და ტურიზმის ცენტრებს რა, მის ფარგლებში მრავალი სამკურნალო ცენტრი გაგაცანით, რომლებშიც მკურნალობა მინერალური და თერმული წყლებით ხდება. დღეს კი აღმოსავლეთ ანატოლიის ყველაზე უკიდურეს, აღრის რეგიონს და მის ისტორიულ, ბუნებრივ და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებს და კიდევ თერმულ ცენტრებს გაგაცნობთ რა, ამ მიზნით ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი წერს:

აღმოსავლეთ ანატოლიის ყველაზე უკიდურესი აღრის რეგიონი ირანს და სომხეთს ესაზღვრება და იგი მრავალი კულტურისა და ცივილიზაციის მასპინძელი ყოფილა, ამიტომაც აქ მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებია შემორჩენილი. აღრის სახელწოდება სათავეს იღებს ამავე სახელწოდების მთისაგან, რომლის დასავლეთ კალთაზე მდებარეობს ამავე სახელწოდების საოლქო ცენტრი. სხვათაშორის აღრის მთა (იგივე არარატი) ყველაზე მაღალი მთა არის თურქეთში და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5137 მეტრია. მის მაღალ წერტილებში ზაფხულობითაც კი არ დნება თოვლი და არც ნისლები აკლია მის თავს, ამიტომაც წლის ნებისმიერ დროს ლამაზია აქაურობა. უამრავი ლეგენდა, პოემა, ლექსი და სიმღერაა დაწერილი აღრიზე და მისი ხშირი სტუმრები არიან ალპინისტებიც, თუმცა, ამ ბოლო წლებში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების სიმრავლეც შეინიშნება. როგორც მოგეხსენებათ ეს მთა მოიხსენიება წმინდა წიგნებშიც, რომელთა მიხედვით ნოეს კიდობანი სწორედ ამ მთაზე გაჩერებულა.

დიახ, წმინდა წიგნებში და მათ შორის წმინდა ყურანში არსებული ლეგენდის მიხედვით ადამიანებზე გაბრაზებული ღმერთი მათი დასჯის მიზნით წარღვნას მოუვლენს და მის წინ თავის ერთგულ ყმას, წმინდა მოციქულ ნოეს ერთი დიდი კიდობნის, 300 წყრთის სიგრძის, 50 წყრთის სიგანის და 30 წყრთის სიმაღლის ნავის მომზადებას უბრძანებს, რომელზედაც ნოეს ოჯახის წევრების გარდა ყველა სულიერი ცხოველიდან ერთ მდედრს და ერთ მამრს და კიდევ ყველანაირი ხეხილისა თუ მწვანილეულის თესლებსაც აატანინებს ამ ნავზე და შემდეგ წარღვნას მოუვლენს სამყაროს, რომელიც 40 დღე და 40 ღამე გაგრძელდება რა, ყველა და ყველაფერი განადგურდება დედამიწაზე და მხოლოდ ამ ნავზე მყოფები გადარჩებიან, ხოლო თვით ნავი კი სწორედ ამ აღრის მთაზე გაჩერდება. ამის შემდეგ ნავზე მყოფები ახლიდან მოედებიან დედამიწას და ახლიდან დაწყება მასზე სიცოცხლე

აღრის ოლქში ჩამოსულ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ასევე ამ ოლქის მარგალიტად წოდებული ისჰაკ ფაშას სასახლე, რომელიც რაიონულ ცენტრ დოღუბეაზითიდან 8 კმ-ით არის დაშორებული და მაღალი კლდის თავზე არწივის ბუდესავით შეფენილი ეს ციხე-სიმაგრე პირდაპირ გადაჰყურებს ხსენებულ აღრის მთას. ოსმანეთის საიმპერატოროს აღრის სადროშოს მმართველს ისჰაკ ფაშას ეს სასახლე, რომელსაც მთლიანობაში 116 ოთახი გააცნია, მე-18 საუკუნეში გაუშენებია და იგი სტამბოლის თოფკაფის სასახლის შემდეგ ყველაზე უდიდესი სასახლე ყოფილა მთელს ოსმანეთის საიმპერატოროში, რომლის კომპლექსში შედის ასევე მეჩეთი, შიდა და გარე ეზოები, სასადილო, სასტუმრო, ჰარამხანა და ა.შ. ახლა რაც შეეხება ჯანდაცვის ცენტრებს.

უნდა ითქვა რომ, ამ მხრივაც მეტად განთქმულია ეს მხარე და მრავალი თერმული კურორტიც მოქმედებს, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილს დიადიმი წარმოადგენს და იგი რაიონული ცენტრიდან 7 კმ-ით არის დაშორებული. ეს თერმული ცენტრი მე-15 საუკუნის აქეთ მოქმედებს და დღემდე შემორჩენილი ზოგიერთი ობიექტები აქქოინლარების პერიოდიდან არის შემორჩენილი. აქაური წყლის ტემპერატურა პლიუს 60-70 გრადუსს შორის მერყეობს და შეიცავს გოგირდს, ქლორს, რკინას, კალციუმს, სულფატს, ბიკარბონატებს, ამიტომაც სასმელადაც გამოიყენებიან და აბაზანისთვისაც. ამ წყლებით იმკურნალება ისეთი დაავადებები, როგორებიცაა კანის, კუჭ ნაწლავის და თირკმლის დაავადებები, ასევე გინეკოლოგიური და რესპირატორული დაავადებები, განსაკუთრებით კი რევმატიზმი და რადიკულიტი. ამავე რეგიონში მოქმედებს ასევე ილანლის, დავუდის, თუნჯას, ოზდენლერის სამკურნალო ცენტრებიც, წერს ოზლემ იალჩინი


საკვანძო სიტყვები: #აღრი

მსგავსი ინფორმაციები