თურქეთი, ევროპა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

თურქეთი, ევროპა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

612860
თურქეთი, ევროპა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

თურქეთი, ევროპა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი და პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი 12 ნოემბერს თურქეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ საქარიის დაბა არიფიეში დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. იქ იმყოფებოდნენ მინისტრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ათასობით მოქალაქე. დაკრძალვაზე მყოფებმა საბოლოო პატივი მიაგეს გარდაცვლილს და დაგმეს ტერორი.  

ეს "უმნიშვნელო" ფაქტი დასავლურმა მედიამ არ გააშუქა. PKK-ს მიერ თავის კაბინეტში მოკლული თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინციის მარდინის დაბა დერიკის გამგებლის მუჰამედ ფათიჰ საფირთურქის მეუღლის ტკივილისა და მწუხარების შესახებ არც ერთ ევროპელ უფლებამოსილს რაიმე სახის მნიშვნელოვანი განცხადება არ გაუკეთებია. ევროკავშირის არც ერთი კომიტეტი PKK-ს სისტემატური ტერორისტული აქტების და მათი მედიასა და პოლიტიკაში მხარდამჭერების გამოსაძიებლად და დასაგმობად არ შეკრებილა. ევროკავშირის არც ერთი ელჩი ამ დაკრძალვას არ დასწრებია ან საფითურქის ოჯახისათვის არ მიუსამძიმრებია.         

ეს არის საგანგაშო მაგალითი, რომელიც წლებია მეორდება. ევროპელი უფლებამოსილები PKK-ს თავდასხმების დასაგმობად უგულო განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ არაფერს ამბობენ მათ პირდაპირ ან ირიბად მხარდამჭერთა შესახებ. PKK-ს ტერორიზმის გამართლებისა და განდიდების მსურველთა წინააღმდეგ მოქმედი მთავრობის გასაკრიტიკებლად უფრო მეტ დროს ხარჯავენ.  სახალხო დემოკრატიულ პარტიას (HDP) პარლამენტის წევრებისა და მათი მედია ორგანოების მიერ PKK-ს ტერაქტების, დანაღმული ავტომანქანების, თვითმკვლელი ტერორისტების და მიზანმიმართული მკვლელობების დამგმობი განცხადებების არ გაკეთების თაობაზე საუბარი ეუხერხულებათ. ევროკავშირი PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, მაგრამ PKK-ს აგენტებისა და პროპაგანდისტების ტერორგანიზაციისათვის ევროპაში მუშაობის, ფულის შეგროვების, ორგანიზაციაში ახალი ტერორისტების გაწვერიანების, იდეოლოგიის პროპაგანდის, ბრიუსელში და ეროვნულ მეჯლისებში ორგანიზაციის ინტერესებისათვის ლობისტური საქმიანობის უფლებას იძლევიან. ევროპის პარლამენტსა და ევროპის დედაქალაქების ქუჩებში PKK-ს დროშების ყოველ დანახვაზე თურქეთის მოქალაქეები ევროპელებისთვის არასასიამოვნო გარკვეულ დასკვნებამდე მიდიან. ვინ რის დამნაშავე აქ?   

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ხელისუფლების მიერ PKK-ს სირიის განშტოება დემოკრატიული ერთობის პარტიის (PYD) და შეიარაღებული ფრთის ხალხთა დაცვის კავშირის (YPG) DEAŞ-თან ბრძოლის სახელით მხარდაჭერა, ამისგან არაფრით განსხვავდება. იმ ჭეშმარიტების მიუხედავად, რომ ტერორიზმს სხვა ტერორისტული ორგანიზაციით ვერ დაამარცხებთ, აშშ-ს ხელისუფლება PKK-ს სირიის განშტოების იარაღით, საბრძოლო მასალით ეხმარება, მათ წვრთნის და სადაზვერვო ინფორმაცია აწოდებს. მაგრამ სირიის ომის ტყუპი მონსტრის ასადის რეჟიმისა და DAİŞ-ს წინააღმდეგ მებრძოლი ლეგიტიმური სირიის ოპოზიცურები ძალები არიან. თურქეთის მიერ 24 აგვისტოს დაწყებულმა ოპერაცია ევფრატის ფარმა შემდეგი დაამტკიცა: DAİŞ-ს ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტური და ლეგიტიმური გზა არსებობს ვიდრე PKK-სთვის იარაღის მიწოდება, რომელიც კანდილის მთაზე მყოფი სარდლობის ცენტრის ერთგულია და არა სირიელი ხალხისა.

როდესაც ევროპელები HDP-ს დეპუტატების დაკავებას აპროტესტებენ და მომხდარის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების გარეშე ბრაზიან განცხადებებს აკეთებენ, კიდევ ერთხელ ამბობენ რომ  „ევროპას ტერორის საკითხზე ორმაგი სტანდარტები აქვს.“

სინამდვილე ასეთია: იმუნიტეტ მოხსნილი სხვა დეპუტატები სასამართლოს გადაწყვტილების თანახმად ჩვენების მისაცემად მივიდენენ, მაგრამ HDP-ს დეპუტატები გადაწყვეტილებას ღიად დაუპირისპირდნენ და PKK-ს ტერაქტების დაგმობაზე უარი განაცხადეს.

ევროპელი პოლიტიკოსები სიტყვის თავისუფლების სახელის ქვეშ ტერორიზმის გამმართლებელთა გვერდით დგომით, თურქეთისათვის ცდილობენ იმ პრინციპის თავს მოხვევას, რომელსაც ევროპაში არასოდეს დაუშვებენ. წარმოგიდგენიათ რომ ევროკავშირის პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა და ეროვნულმა მეჯლისმა დეპუტატებს ალ ქაიდას ან DAİŞ-ს დაცვის, ტერორისტული საქმიანობის განდიდებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეწინააღმდეგების უფლება მისცეს?

კონკრეტული მოქმედების გარეშე ტერორის დაგმობა უსარგებლოა და თურქეთის გაკრიტიკება იმის გამო რაც სხვა ბევრი ევროპელი ასეთივე ვითარებაში საკუთარ ქვეყანაში გააკეთებდა ორპირობაა. ამის ყველაზე ღია მაგალითია 2012 წელში საბერძნეთის პარლამენტში ხმების 6,9 %-ის მოპოვებით შესული  და სიდიდით მესამე პარტია ნეო ნაცისტური და ფაშისტური „ოქროს განთიადი“. 2013 წელში პარტიის თავმჯდომარესა და რამდენიმე დეპუტატს რამდენიმე დანაშაულში დასდეს ბრალი და სასამართლო პროცესამდე დააკავეს. დამნაშავედ რომ ეცნოთ, ციხეში მოხვდებოდნენ. ამ პროცესში ევროკავშირის რომელიმე უფლებამოსილის მიერ საბერძნეთის მთავრობის კრიტიკა არ გვიხილავს. თურქეთის მაგალითში კი დანაშული იმის განო რომ ტერორს უკავშირდება უფრო მძიმეა. თურქეთს აქვს უფლება ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეებისგან ტერორის წინააღმდეგ მათ გვერდით დგომას ელოდეს.

ამ ორმაგი სტანდარტის გამმყარებელი სხვა პრობლემურ ვითარებასაც ჰქონდა ადგილი. 240-ზე მეტი ადამიანის დაღუპვით დასრულებული 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ მთავრობამ ამ გადატრიალების მომწყობთა წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ევროპელი უფლებამოსილები წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის დაგმობისას მეამბოხეთა სამართლისათვის გადამცემ მთავრობას აკრიტიკებდნენ. წამოაყენა კი რაიმე წინადადება ევროპამ დახმარებისათვის? ამბოხში მონაწილე 9 სამხედრო საბერძნეთში გაიქცა და ისევ იქ არიან. ათობით გიულენისტი ეჭვმიტანილი ევროპის ქვეყნებში გაიქცა. დაპატიმრების გადაწყვტილების მიუხედავად ევროპის რომელმა ქვეყანამ მოახდინა მათი ექსტრადირება? რომელიმე მათგანმა ევროპის ქალაქებში PKK-ს ან გიულენისტთა შესახებ რაიმე სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა თურქეთს?

პირიქით, დაკავებულები არიან თურქეთში სასამართლოსთვის გადაცემულთათვის პატივის მიგებით. გერმანიის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის აშშ ან საფრანგეთის მსგავსი ქვეყნის მიერ დანაშაულში ცნობილი ადამიანის პრეზიდენტის სასახლეში მასპინძლობას ვერ გაბედავდა.

გერმანიის მთავრობა ვიკილიქსისათვის მთავრობის საიდუმლო საბუთების გაცემის ბრალდებით ძებნილი სნოუდენისათვის, რომელიც ამჟამად რუსეთს აფარებს თავს, დროებითი პასპორტის გაცემაზე არ იფიქრებდა. მაგრამ, როდესაც საუბარია თურქეთზე ამას აკეთებს. ევროპელები ტერ ორგანიზაცია პკკ-ს მხარდამჭერებს საკუთარ შეხვედრებზე იწვევენ და თუ თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მათგან იღებენ რა, ამის მიხედვით ამზადებენ შესაბამის „პროგრესის ანგარიშს.“ ამის შემდეგ კი თურქეთის ევროკავშირში მიღების მოლაპარაკებების შეჩერებით ან კიდევ სანქციების დაწესებით იმუქრებიან. თურქეთი კი როდესაც ამ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას აპროტესტებს, ევროპელები ანკარას  ავტორიტარულ, შეუწყნარებელ, აგრესორ და სხვა უარყოფითი თვისებების მახასიათებელ ქვეყანად მოიხსენიებენ. დაბა დერიქის გამგებელი მუჰამმედ ფათიჰ საფითურქი, რომელსაც ცოლი და ერთი შვილი დარაჩა, ტერ ორგანიზაცია პკკ-ს მხრიდან მზაკვრული მკვლელობით იქნა მოკლული. ტერორისტების მხარდამჭერი მედია საშუალებები კი ამ თავდასხმას მხარს უჭერდნენ. ამ ყველაფერს კი თურქეთის მოსახლება კარგად ხედავს. ამ საკითხთან დაკავშირებით  ევროკავშირის მხრიდან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. ეს ყველაფერი შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომლის აღკვეთაც საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპამ შეიძლება ერთი მთლიანი ერი დაკარგოს. თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ერთგვარ სტრატეგიად მიიჩნევს. შეიძლება ისიც აღინიშნოს, რომ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობა, როგორც რეგიონალური სიმშვიდის, ასევე გლობალური წინსვლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. თურქეთს როგორც ევროპაში ასევე ევროკავშირის ქვეყნებში მრავალი მეგობარი ქვეყანა ჰყავს და მათ უნდა შეეცადონ ევროპის ასეთი ქმედების გამოსწორება.

თურქეთ-ევროკავშირს შორის   თავისუფალი სავიზო რეჟიმი 2013 წელში იქნა გაფორმებული და მისი დასრულება ყოველგვარი გაჭიანურების გარეშეა საჭირო. ევროკავშირი ასევე ვალდებულია თურქეთთან მიგრანტების რეადმისიის საკითხთან დაკავშრებით გაფორმებული  ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკურ მხარეს მოიცავს, შეასრულოს. ასევე  გაწევრიანებისათვის საჭირო საკითხები დროულად იქნას გახსნილი და ასევე დაჩქარებული წესით იქნას გადაწყვეტილებები მიღებული. ევროპელი ჩინოვნიკები თურქეთის წინაშე არსებული უსაფრთხოების საკითხებით კიდევ უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ. რადგან ეს უსაფრთხოების პრობლემა არა მხოლოდ თურქეთს, არამედ ევროპასაც ემუქრება.   


საკვანძო სიტყვები: #იბრაიმ ქალინი

მსგავსი ინფორმაციები