მოკავშირე თურქეთი კრზისშია და მას მხარდაჭერა ესაჭიროება

თურქეთი, რომ ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, უნდა გავიზიაროთ

609320
მოკავშირე თურქეთი კრზისშია და მას მხარდაჭერა ესაჭიროება

მაშინ, როცა თურქეთი კარგა ხნის მანძილზე უმკლავდებოდა ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემქმნელ ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისს,  შეიძლება ითქვას რომ მრავალმა ამერიკელმა არ იცოდა რა ეფიქრა ამ მოკავშირე სახელმწიფოს შესახებ.

ამერიკული მასმედიის, ერდოღანის მთავრობის ოპოზიციაზე ზეწოლის გაცნობისას, წერდა, რომ შესანიშნავ მუშაობას ეწევა, მაგრამ მას, ვერ ასახავს თანმიმდევრული და სამართლიანი პერსპექტივის სახით.

თურქეთი, რომ ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, უნდა გავიზიაროთ და ამით უნდა დავიწყოთ.  თურქეთი არის IŞİD-ის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი მოკავშირე და ამავე დროს რეგიონში სტაბილურობის წყაროდ ითვლება. ამერიკული სამხედრო ოპერაციებისთვის იგი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან თანამშრომლობას. მაგრამ, ობამას ხელისუფლება  გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს სამართლიანობა განვითარების პარტიასთან და ერდოღანის მთავრობასთან. ეს არის ხანგრძლივი მოკავშირეობისთვის საფრთხის შემქმნელი არა ლოგიკური პოლიტიკა.

აშშ-ს და თურქეთს შორის ძირითადი დავის საკითხია, ფეტულაჰჩი გულენის სახელით ცნობილი, პენსილვანიაში მცხოვრები ბნელით მოცული მოლა, რომელსაც, ექს პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ფართოდ გავრცელებულ ერთ ვიდეო ფირში „მეგობრად“ მოიხსენიებს. გულენი, თავს ზომიერად აჩვენებს მაგრამ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ გამოაჩინა მისი ნამდვილი ვინაობა. სინამდვილეში იგი არის ამპარტავანი ადამიანი, რომელიც თავის მიმდევარ „ჯარისკაცებთან“ ერთად ელის ყველანაირი განკარგულების უყოყმანოდ შესრულებას.

მართლა რომ ზომიერი და სამართლიანი რელიგიის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, არც გადასახლებაში იქნებოდა და არც რ.თ. ერდოღანის და თურქი ხალხის სიძულვილს გააღვივებდა.

ფეტოს ტერ-ორგანიზაციის ლიდერის გულენის გლობალური ქსელი, სავსეა საშიში და არააქტიური ტერორისტული ქსელის შესაბამისი განმარტებებით. თურქეთის თვალსაზრისით, ვაშინგტონი მფარველობას უწევს თურქეთის უსამა ბინ ლადენს.

საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონის დუმილი, თურქეთის არჩეული პრეზიდენტის, საკუთარი პოლიტიკური ოპოზიციონერების გაუვნებლობის მიზნით სამხედრო გადატრიალების მოწყობის, თავისავე მეჯლისის დაბომბვის და თურქეთის ძლიერი ეკონომიკისთვის ნდობის შესუსტების შესახებ  აბსურდული იდეების გავრცელება, მრავალ რამეზე მიუთითებს.

ეს უსაფუძვლო იდეა, გვახსენებს 11 სექტემბრის ტერ-აქტის, ამერიკის დაზვერვის მხრიდან,  მუსლიმანების ტერიტორიების ოკუპაციის და მათი ნავთობის მითვისებისთვის, შიდა მოკავშირეებთან ერთად ტერ-აქტის განხორციელების შესახებ მტრების, ავი განზრახვით გავრცელებულ იდეას.

ეს იდეებიც არ გამოდგა საკმარისი. ამერიკელი გადასახადის გადამხდელი ფიზიკური და იურდიული პირები, აფინანსებენ გულენის აშშ-ში, მოქმედ 160 საკონტრაქტო სკოლას.  ამ სკოლებისთვის, Google-სთვის გაცემულ H1-B ვიზების რაოდენობაზე მეტი ვიზა გაიცა. ვიზის მიმცემი უფლებამოსილების, ინგლისურის არ მცოდნე ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ათასობით ვიზის რატიფიცირება მართლაც დაუჯერებელს წარმოადგენს.  სიბიესის არხის (CBS) მხრიდან მომზადებული პროგრამის „60 Minutes“ ერთ ნაწილში შეხვედრა ჩატარდა თურქეთიდან შეყვანილ ერთ-ერთ ინგლისური ენის მასწავლებელთან. გაირკვა, რომ Ohio-ს და Teksas-ის ჩათვლით, მრავალმა სასამართლო პროცესმა გამოაჩინა სკოლების მუშაობაში არსებული დარღვევები.

თუმცა ფინანსური რესურსის უზრუნველყოფა, პრობლემატური არ არის გულენის ქსელისთვის.

ადვოკატები, გულენის და მისი ქსელისთვის მთავრობის მომგებიანი რესურსებიდან შემოსავლის გასაგრძელებლად მუშაობენ. Cosmos Foundation-ის მსგავსი გავლენიანი საქველმოქმედო ორგანიზაციები ისევ განაგრძობენ გულენის,  კონტრაქტით მოქმედი სკოლებისთვის მხარდაჭერას.

როგორც დამთხვევა, ფონდ Cosmos Foundation-ი, Clinton-ის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბილ კლინტონი გიულენს "მეგობარს" უწოდებს. საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ჰილარი კლინტონის სპეციალური თანაშემწე და მესაიდუმლე ჰუმა აბიდინი ლონდონში დაფუძნებული მუსლიმური უმცირესობის საქმეთა ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ჟურნალის თანარედაქტორი იყო 12 წლის მანძილზე.

სამწუხაროდ, ამერიკელ ხალხს ატყუებენ, რომ გიულენი არის ცნობილი სუფისტი ჯალალედინ რუმის სწავლების მქადაგებელი მეცნიერი, რომ იგი ცდილობს  რელიგიებს შორის დიალოგის დამყარებას და რომ ცდილობს ამერიკელ ახალგაზრდებს უმაღლეს დონეზე შეასწავლოს მათემატიკა და მეცნიერება.

ამ საეჭვო პიროვნებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას, სწრაფად აქარწყლებენ მის დაქვემდებარებაში მყოფი საზოგადოებრივი ურთიერთობების და სამართლის პროფესიონალები. გიულენი, გულენისტებთან ერთად, შექმნილი ყალბი გარეგნობით, შეეცადა  თავი წარმოედგინა თურქეთის ხელისუფლების მსხვერპლად.

მაშინ, როდესაც ადამიანები წარსულის შეცდომებს იმეორებენ, ისტორია მეორდება. ახლა დროა თურქეთის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გადავხედოთ და პრიორიტეტები შესაბამისი თვალსაზრისით დავალაგოთ.

მაშინ როცა, ვაშინგტონს თვალს უბრმავებს პენსილვანიაში, ჩვენს უკანა ეზოში კომფორტულად თავშეფარებული ეს ნიღბიანი ტერორის და არასტაბილურობის წყარო, ჩვენი, ნატოში მოკავშირის  თურქეთის წინააღმდეგ ყოფნა არაკეთილსინდისიერი საქციელია. 

ჩვენი საგარეო პოლიტიკა ისე უნდა იქნას რეორგანიზებული, რომ თურქეთს პრიორიტეტი მიენიჭოს. თურქეთის თვალსაზრისით უნდა შევხედოთ მსოფლიოს.  11 სექტემბრის შემდეგ უსამა ბინ ლადენი თურქეთის ერთ-ერთ საკურორტო დაბაში ლამაზ ვილაში რომ დასახლებულიყო და მეორეს მხრივ თურქი გადასახადის გადამხდელების რესურსებით დაფინანსებული 160 საკონტრაქტო სკოლა ემუშავებინა რას ვიზამდით?

სამწუხაროდ, ყველანაირი რადიკალური ისლამური ჯგუფები ლეგიტიმურობას, გიულენის მსგავსი თაღლითი, ცბიერი, ე.წ. რადიკალი სასულიერო პირებისგან იღებენ. არ უნდა უზრუნველეყოთ გიულენი თავშესაფრით. ამ კრიზისში სავალდებულოა გვახსოვდეს ჩვენი ნამდვილი მეგობარი ვინ არის.

გადამდგარიგენერალ-ლეიტენანტმაიკლფლინ, აშშ-თავდაცვისსადაზვერვოორგანიზაციისყოფილიუფროსი  დაწიგნ “The Field of Fight”-ს ავტორი

ეს ტექსტი გადამდგარი გენერლის მაიკლ ფლინის მიერ გაზეთ Hill-სთვის 2016 წლის 8 ნოემბერს დაწერილი სტატიიდან  "Our ally Turkey is in crisis and needs our support" იქნა ამოღებული.  

 



მსგავსი ინფორმაციები