17 ოქტომბერი ისტორიაში

17 ოქტომბერი ისტორიაში

393089
17 ოქტომბერი ისტორიაში

17 ოქტომბერი ისტორიაში

1777 წლის 17 ოქტომბერს სარატოგას ბრძოლაში ამერიკელებმა ინგლისელები დაამარცხეს. ინგლისის არმიამ ძალების დაკარგვა დაიწყო, რის გამოც ესპანეთმა, ჰოლანდიამ და საფრანგეთმა ამერიკაში მყოფი მიგრანტების მხარდაჭერის გადაწყვტილება მიიღეს. განსაკუთრებით საფრანგეთის ამერიკის მხარდაჭერით ომის მიმდინარეობა შეიცვალა და იგი 1783 წელში პარიზის ხელშეკრულებით ოფიციალურად დამთავრდა. ინგლისის სამეფომ გაერთიანებული შტატების დამოუკიდებლობა აღიარა. 

1951 წლის 17 ოქტომბერს თურქეთისა და საბერძნეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი ლონდონში მოეწერა. ერთი წლის შემდეგ კი 1952 წელში ადნან მენდერესის მთავრობის პერიოდში თურქეთი ნატოს წევრი ოფიციალურად გახდა. საბჭოთა კავშირის თურქეთის ტერიტორიაზე ამბიციები და თურქეთის კორეის ომში გაეროს სახელით ჩართვა ნატოში გაწევრიანების დაჩქარების ფაქტორები გახდა. ნატოს პირველი ბაზა 7 თვის შემდეგ იზმირში მოკავშირეთა ძალების სახმელეთო ჯარების შტაბის სახელით გაიხსნა. შტაბის უფროსად ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი დაინიშნა.

1961 წლის 17 ოქტომბერს საფრანგეთის პოლიციამ ალჟირელი მიგრანტების მიერ ალჟირის ოკუპაციის გასაპროტესტებლად საფრანგეთის მთავრობის წინააღდეგ გამართულ დემონსტრაციაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც პარიზში 200-ზე მეტი ალჟირელი დემონსტრანტი დაიღუპა. ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა კი პოლიციის შეფს მორის პაპონს დაეკისრა.

1998 წლის 17 ოქტომბერს ყირგიზეთში საკონსტიტუციო ცვლილებისათვის რეფერენდუმი გაიმართა. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ ყირგიზეთის ეკონომიკა სოფლის მეურნეობასა და ოქროს წარმოებას დაემყარა, რის გამოც საკონსტიტუციო ცვლილებებით სოფლის მეურნეობაში პრივატიზაციასა და ეკონომიკაში უცხოური კაპიტალის შესვლას დაბრკოლებები მოუხსნეს. ყირგიზეთის მოქალაქეებს, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებამდე მიწის შეძენის უფლება არ ჰქონდათ, ეს უფლება მიანიჭეს. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი ყირგიზეთის ეკონომიკამ განვითარება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები