30 სექტემბერი ისტორიაში

30 სექტემბერი ისტორიაში

347790
30 სექტემბერი ისტორიაში

30 სექტემბერი ისტორიაში

1207 წლის 30 სექტემბერს მევლანა დაიბადა. ისლამის და მისტიკის მოაზროვნე, პოეტი მევლანა ჯელალედდინ რუმი იმ პერიოდში ავღანეთის საზღვრებში შემავალ ქალაქ ბელში დაიბადა. მევლანა მამის, ბაჰაედდინ ველედის გარდაცვალების შემდექ თურქეთის ქალაქ კონიაში ჩავიდა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ”მესნევი”, რომელიც მისტიკაში მეტად მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება. მევლანა 1273 წლის 17 დეკემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მევლანას დაბადების 800 წლისთავზე, 2007 წელი UNESCO-ს მხრიდან ”მევლანას წლად” იქნა გამოცხადებული.

1520 წლის 30 სექტემბერს ოსმალეთის მე-10 ფადიშაჰი სულთანი სულეიმანი, რომელსაც სამართლიანობის გამო კანონიერ სულეიმანსაც ეძახიან, სამეფო ტახტზე ავიდა. მას ხშირად დიდებულ სულეიმანადაც მოიხსენიებენ. მისი მოღვაწეობის პერიოდში ოსმალეთის იმპერიამ აყვავებას მიაღწია და ზესახელმწიფო გახდა. მის პერიოდში მრავალი ტეროტორიების დაპყრობა შესძლეს, ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და ირანის დიდი ნაწილი ოსამალეთის მმართველობაში გადავიდა. სულეიმანის პერიოდში იმპერიაში სამართალში, მათემატიკაში და არქიტექტურაში მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა. იგი 1566 წლის სიგეტვარის ბრძოლის დროს გარდაიცვალა. მისი ნეშთი კი სტამბოლში არქიტექტორ სინანის მიერ აგებულ სულეიმანიეს მეჩეთის ბაღში არის დაკრძალული.

1930 წლის 30 აგვისტო თურქეთის ავიაციის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს ინჟინერმა და პილოტმა ვეჯიჰი ჰურქუშმა, მის მიერ დამზადებული ავიატორით პირველი ფრენა განახორციელა. იგი პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა რა, სწორედ ის არის პირველი თურქი ავიატორი, რომელმაც რუსული საბრძოლო თვითფრინავის ჩამოგდება მოახერხა. იგი ამის შემდეგ რუსების ტყვედაც ჩავარდა, მაგრამ თავის დაღწევა მოახერხა რა, თურქეთში დაბრუნდა და თურქულ ავიაციაში დაიწყო მუშაობა. ვეჯიჰი ჰურქუშმა ასევე ბერძნების წინააღმდეგ განმანთავისუფლებელ ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა. მას ასეთი წარმატებებისათვის მრავალი სახელმწიფო ჯილდოც გადაეცა. ვეჯიჰი ჰურქუში 1969 წელს გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები