თურქეთის კულტურული საგანძური 28/2016

დღეს გაგაცნობთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ყველაზე უდიდესი ქალაქებიდან დიარბექირის ისტორიულ კედლებს და ჰევსელის ბაღებს

548311
თურქეთის კულტურული საგანძური 28/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ყველაზე უდიდესი ქალაქებიდან დიარბექირის ისტორიულ კედლებს და ჰევსელის ბაღებს.

დიარბექირის ისტორიული კედლები და მდინარე ტიგროსთან არსებული ჰევსელის ბაღები, გასულ წელს, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი.

დიარბექირი, ჩაიონის არქეოლოგიური სამოსახლოთი, მასპინძლობას უწევს მსოფლიოს უძველეს სოფელს.

გამოითქმება ვარაუდი, რომ ხეთების და ჰურების ბატონობის პერიოდში გაშენდა ქალაქში პირველი ციხე-კოშკი. დღემდე შემორჩენილი კედლების გაშენება კი, მომხდარა ჩვწაღ-დე 2.000 წლებში.

რეგიონი, ისტორიის მანძილზე მომსწრე ყოფილა მესოპოტამიის ხელში ჩაგდების მოსურნეთა ბრძოლების და გააჩნია სხვადასხვა ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი კულტურის კვალი.

დიარბექირის კედლები გახლავთ, ჩინეთის დიდი კედლების შემდეგ, დღემდე შემორჩენილი ყველაზე გრძელი თავდაცვითი სტრუქტურა.  5800 მეტრი სიგრძის კედელს გააჩნია 12 მეტრის სიმაღლე და 5 მეტრი სისქე. ჩრდილოეთში მდებარეობს მთის კარი, დასავლეთში, ურფას კარი, სამხრეთით კი, მარდინის კარი. ისტორიული ქალაქის ჩრდილო აღმოსავლეთში არის შიდა ციხე, სადაც შესვლა ხდება სასახლის კარიდან. მაშინ, როცა ჰალიდ ბინ ველიდის სარდლობით, ისლამური არმიები დაიპყრობენ ქალაქს, ამ ადგილზე იქნება მოკლული მოციქულის საჰაბეს მეგობარი. წმინდა სულეიმანის მეჩეთის ბაღჩაში დაკრძალული მოციქულების საფლავები ის ადგილია, რომლითაც დიდ დაინტერესებას იჩენს ხალხი და ხშირად მიდიან სალოცავად.  კედლებზე არის სხვადასხვა კულტურებისთვის დამახასიათებელი ნაწერები და რელიეფები. ანადოლუს ყველაზე უძველესი დიარბექირის ულუ მეჩეთი, არის ძველი ეკლესია, რომლის მეჩეთად გადაკეთება მოხდა ისლამური სარწმუნოების შემოღების შემდეგ და უკანასკნელად, კანონიერი სულთან სულეიმანის პერიოდში მომხდარი დამატებებით არის დღემდე მოღწეული.

1071 წელში, დიარბექირის სელჯუკი სულთან ალფარსლანის მიერ ალყაში მოქცევის დროს, შეიტყობენ რა ბიზანტიის არმიის მოახლოებას, არმიას თავს მოუყრიან ჯერ აჰლათში, შემდეგ კი, მალაზგირთის ველზე. აქ მომხდარ ომში გაიმარჯვებს ალფარსლანი და მოახდენს  ანადოლუს, დღემდე მოღწეული სახით ჩამოყალიბებას.

დიარბექირში, ემევიდების, სელჯუკების, აქქოუნლარების და ოსმანელების პერიოდში გაშენდა მრავალი საუცხოო ისტორიული ტაძარი. ქალაქი დამშვენდა არა მხოლოდ რელიგიური ტაძრებით, არამედ სავაჭრო და სოციალური  ნაგებობებით.

მიმარ სინანის მხრიდან გაშენდა გამგებლის ბეჰრამ ფაშას მეჩეთთან ერთად, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი და სხვ.

დიარბექირის, მდ. ტიგროსის აღმოსავლეთით  მდებარე ჰევსელის ბაღებს, თავისი ნაყოფიერი მიწებით, მილიონი წლების განმავლობაში მასპინძლობა გაუწევია სოფლის მეურნეობისთვის. ათი ათასი ჰექტარი ფართობის მქონე ბაღს უფრო მეტ სილამაზეს ჰმატებს მიმდებარე ადგილზე მინადენი, მდინარე ტიგროსი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნილებას. ამავე დროს ჰევსელის რეგიონი გახლავთ ქალაქის სიმბოლური გამოხატულება. იქ ხდება დიარბექირის ცნობილი საზამთროს მოყვანა, რომლის სიდიდე 35 კგ-ს უტოლდება და ყურადღებას იქცევს საუცხოო გემოთი.

ჰევსელი, მასპინძლობას უწევს 180 სახეობის ფრინველს და უამრავ გარეულ ცხოველს. იგი მდებარეობს გადამფრენი ფრინველების  სამარშრუტო გზაზე.

ჰევსელის ბაღების შესახებ არის მრავალი ლეგენდა და სიმღერა. ასეთ სიმღერათაგანს წარმოადგენს სუზან სუზუ. ჰოვსალის ბაღჩაზე გადასახედ გააზის კოშკში, რამდენიმე ხანს დარჩენილა მუსტაფა ქემალ ათათურქი, რომელსაც იმ პერიოდში ახლად ჰქონია მიღებული ფაშის წოდება.

კოშკის ტერასიდან კარგად მოსჩანდა ჰევსელის ბაღის მთელი სილამაზე.  აქოუნლარების პერიოდში გაშენებულ ბახჩაში, საუცხოო ხმით მომღერალი მებაღის გუზელსესის სიმღერით მიღებული სიამოვნების შემდეგ, ათათურქს თავისი გვარიც კი, მიუცია მისთვის.

დღეს, შევეცადეთ, იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში, გასულ წელში შესული ჰევსელის ბაღების გაცნობას.  ერთ დღეს, თუ მოგიწევთ დიარბექირში ჩასვლა, გირჩევთ ამ საუცხოო ადგილების აუცილებლად მონახულებას.



მსგავსი ინფორმაციები