თურქეთის კულტურული საგანძური 24/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, ქარუნის საუცხოო სიმდიდრეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან გაიტაცეს და გაიტანეს საზღვარგარეთ

512931
თურქეთის კულტურული საგანძური 24/2016

 თურქეთის კულტურული საგანძური 24/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, ქარუნის საუცხოო სიმდიდრეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან გაიტაცეს და გაიტანეს საზღვარგარეთ. ხოლო მათი უკან დაბრუნება მოხდა  კარგა ხნის განმავლობაში წარმართული იურდიული ბრძოლების შემდეგ.

ინგლისურად არსებობს გამოთქმა  “ As rich as Krezus” რომელიც თურქულად ნიშნავს ქარუნივით მდიდარს.  ეს არის უშვილო და მდიდარი ადამიანების შესახებ გამონათქვამი, რომელიც ბიბლიაშიც არის გამოყენებული. ჯერ კიდევ ჩვწ.აღ-დე ბრინჯაოს ხანაში ლიდიის სახელმწიფო, მანისას და უშაკის ცენტრით, მეექვსე საუკუნემდე მდებარეობდა ანადოლუს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. მისი სახელმწიფოებრიობა გაგრძელდა რომის ხელისუფლებამდე. ლიდიის ისტორიაში, ხელი მოეწერა ისეთ აღმოჩენას, როგორიც არის მონეტა. მდინარის კალაპოტში ნაპოვნი ოქროთი გამდიდრდა ეს სახელმწიფო. უწინ, თუ ფულის გამოჭრა ოქროს და ვერცხლის შენარევი მეტალისგან ხდებოდა, შემდეგ მხოლოდ ოქროსგან დაიწყება სახელმწიფოში მონეტების გამოჭრა.  ლიდიის ყველაზე აღიარებული მეფე იყო ჩვ წ. აღმდე 560 წელში, ტახტზე ასული ქარუნ ქრეზუსი.

მის პერიოდში, მდინარის კალაპოტში აღმოჩენილმა ოქროებმა თან მოიტანა სიმდიდრე და კეთილდღეობა. მისივე ცხოვრებით დადასტურდა, რომ მხოლოდ  ფულით არ შეიძლება ბედნიერება. პერიოდის ყველაზე მდიდარი ლიდიის სახელმწიფო, სპარსეთის შემოსევით აღიგავა მიწისაგან პირისა. ხოლო სახელმწიფოს  მეფე, დაწვის მიზნით, ხის ტოტებისგან გაკეთებულ ტახტზე შემოსვეს. როცა უკვე უნდა დაეწვათ სპარსეთის მეფის თვალწინ, მან სიცილი ატეხა. მისმა წარმოთქმულმა სიტყვება ზეგავლენა იქონია სპარსეთის მეფეზე და გადაიფიქრა დაწვა. თავის კონსულტანტად აყვანის მიზნით, იგი თან წაიყვანა ირანში.

ლიდიელების პერიოდში, რეგიონის სიმდიდრემ, უეჭველია ქვეყნის ხელოვნებაზეც იქონია ზეგავლენა. სხვადასხვა კურგანებსა და სასაფლაოებში, მკვდრის საპატივსაცემოდ, ხდებოდა ძვირფასი ოქროს ნივთების დატოვება. ამან კი, მძარცველების ობიექტად აქცია სასაფლაოები და ამის გამომზეურება მოხდა არქეოლოგების მხრიდან. მძარცველების სამიზნედ ქცეულ ყველაზე მნიშვნელოვან სასაფლაოდ ითვლება Uşak  Güre. 1960-იან წლებში, ერთ ღამეს, 10 ყაჩაღი გათხრის კურგანებს და სასაფლაოებს. ოთახის ჭერიდან გახსნილი ხვრელით შევლენ სასაფლაოს ოთახის შიგნით. ეს პროცესი გაგრძელდება სამ სხვა კურგანშიც. იპოვიან ქარუნ /ქრეზუსისთვის განკუთვნილ 353 ერთმენეთზე უკეთეს ისტორიულ ექსპონანტებს და მიჰყიდიან ისტორიული ღირსშესანიშნაობებით მოვაჭრე კონტრაბანდისტებს. 

ქარუნის საგანძურმა, უმოკლეს დროში ჩააღწია აშშ-ს. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ მხოლოდ ფულით არ არ შეიძლება ბედნიერების მოპოვება. გამყიდველებს შორის, როცა ვერ მოახდენენ თანხის განაწილებას, წარმოიქმნება უთანხმოება. ერთ-ერთი მათგანი გასცემს თავის ამხანაგებს. ამას მოჰყვება გატაცებული ექსპონატების უკან დაბრუნებისთვის სამუშაოები.  ჟურნალისტმა ოზგენ აჯარმა მიაკვლია ექსპონატების კვალს და დაადგინა რომ ისინი აშშ-ში იყო წაღებული.  კულტურის სამინისტრომ, დიდი  მუშაობის და მცდელობის შემდეგ, მიაღწია მიზანს. 1993 წელში სამშობლოში დააბრუნა მოპარული და გაყიდული ქარუნის ტაძრები. ქარუნის საგანძურის სამშობლოში დაბრუნება მოხდა დიდი საზეიმო ცერემონიით და თავის ადგილი დაიკავა უშაკის მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში. ექსპონატებს შორის მნიშვნელოვანია ფრთიანი ზღვის ცხენის მკერდსაბამი, რომლის გამოცვლა იმიტირებული, ყალბი სამკერდე ნიშნით მოხდა  2005  წელში, მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე მომუშავე პიროვნების მხრიდან და გაიყიდა. კონტრაბანდისტებმა ხსენებული სამკერდე ნიშანი, გერმანიაში გაიტანეს. 2012 წელში მოხდა მისი პოვნა და ინტერპოლის შუამდგომლობით თურქეთში ჩამოტანა. დღეს იგი, ანკარის ანადოლუს კულტურის მუზეუმშია გამოფენილი.

ქარუნის საგანძურის საზღვარგარეთ გატანის და უკან დაბრუნების პროცესი, იმედის მომცემი იქნა იმ ქვეყნებისთვისაც, საიდანაც მსგავსი კულტურული ექსპონატებია მოპარული. მსგავსი შემთხვევებისთვის შეფერხებების შესაქმნელად და ისტორიული ექსპონატების მოპარვის აღსაკვეთად, საჭიროა საერთაშორისო კანონების განახლება და გამოცვლა...

 



მსგავსი ინფორმაციები