თურქეთის ქველმოქმედება - 24/ 18.06.16

თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაციების რამაზანთან დაკავშირებით ღონისძიებები

512143
თურქეთის ქველმოქმედება - 24/ 18.06.16

თურქი ხალხის შემოწირულობებით ქვეყნის საქველმოქმედო ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით მარხვის თვეში მრავალ ოჯახს უწევენ დახმარებას. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით   თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მონაყოლს გთავაზობთ, რომელშიც იგი ამბობს:

გაზიარების და სოლიდარობის,  ანუ მარხვის თვის ერთ კვირაზე მეტი უკვე გავიდა. მუსლიმანებით მცხოვრებ ტერიტორიებზე ერთგვარი ემოციებია. ყველა მუსლიმანის ოჯახში საღამოს ეზანის კითხვამდე იფთრისათვის მზადება სრულდება. ბავშვები ცხელი პურის საყიდლად თონეების წინ რიგში დგებიან. ასეთი სიტუაციაა თითქმის ყველგან, სოფლებსა თუ ქალაქებში. ისლამურ სამყაროსგან განსხვავებით თურქეთში ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა უფრო განსხვავებული ემოციები გვხვდება. თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაციები დღე-ღამე მუშაობენ, რათა მსოფლიოში ვახშმის გარეშე არცერთი ოჯახი არ დარჩეს. ამისათვის თურქეთის წითელი ნახევარი მთვარის ორგანიზაციამ,  İHH-მ,  დენიზ ფენერმა და მსგავსმა ორგანიზაციებმა ჯერ თურქეთში უკვე წლებია სტუმრად მყოფი სირიელების პრობლემა მოაგვარეს, შემდეგ კი ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და ამერიკაში მცხოვრებ გაჭირვებულებისთვის შესაბამისი სამზადისი თითქმის დაასრულეს და ახლა უკვე ქველმოქმედებისთვის ემზადებიან. თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაციები მიმდინარე წლის მარხვის თვეში 150 მილიონი თურქული ლირის ოდენობის საქველმოქმედო ღონისძიებას განახორციელებენ. თურქეთის წითელი ნახევარი მთვარის ორგანიზაცია რამაზნის თვეში ღაზის, სომალის, ბანგლადეშის, ავღანეთის, პაკისტანის, ერაყის და სხვა ქვეყნებისთვის გასაწევი საქველმოქმედო ღონისძიების სამზადისი ადრე ჰქონდა დაწყებული. მიმდინარე წელს აღნიშნული ორგანიზაცია სულ მცირე 27 ქვეყანაში განახორციელებს ქველმოქმედებას. თურქეთის წითელი ნახევარი მთვარის ორგანიზაცია ამ მარხვის თვეში ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ საკვები პროდუქტებით სავსე 100 ათას  პაკეტს დაარიგებს, რომლებთაგანაც თითოეული ხუთ სულიან ოჯახზეა გათვლილი, ანუ 500 ათასმა ადამიანმა კიდევ უნდა იგრძნოს თურქი ხალხის თანადგომა და შემწეობა.  ორგანიზაცია ასევე სომალიში ყოველდღიურად 8000 ადამიანზე ცხელი საკვების დანაწილებას აგრძელებს.  იფთრის კარვები იქნა გაშლილი ასევე ღაზაში  და ერაყში. თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში შესაწირის გაღება მსურველებს ინტერნეტის მეშვეობითაც შეუძლიათ.

თურქული საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან İHH-მ  კი სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორიდან დაწყებული, ტაილანდის და მიანმარის ჩათვლით 69 ქვეყანაში იფთრის და საურის კარვები გაშალა. İHH იმათთვის, ვისაც კარვებში მისვლა არ შეუძლიათ, საკვები პროდუქტებით დამზადებულ პაკეტებს აგზავნის. ამ ყველაფრისთვის კი მათ 70 მილიონი თურქული ლირა  გამოყვეს. İHH ასევე მსოფლიოს მასშტაბი სხვადასხვა მიზეზების გამო ობლად დარჩენილ ბავშვებსაც ყოველთვის ითვალისწინებს და მათ ტანისამოს ურიგებს.

თურქი ხალხის შემოწირულობას ასევე მსოფლიოს მასშტაბით გაჭირვებულებს აწვდის დენიზ ფენერის ორგანიზაციაც. ეს ორგანიზაცია მიმდინარე წელს ავღანეთში, ალბანეთში,  აზერბაიჯანში, ბანგლადეშში, ბოსნიაში, მაკედონიაში, მავრიტანიაში, შრი-ლანკაში და სხვა ქვეყნებში აწვდის თურქი ხალხის შემოწირულობებს. გარდა ამისა ამ ორგანიზაციამ 32 ქვეყანაში იფთრის ჩადრი გახსნა, ხოლო ამის პარალელურად 500 ათას  ადამიანს  საკვები პროდუქტებით სავსე პაკეტებს გადასცემს. მათ ასევე ამ ქვეყნებში მცხოვრები ობოლი ბავშვებიც ჰყავთ გათვალისწინებული.  თურქეთიდან როგორც წინა, ასევე მიმდინარე წლის მარხვის თვის ქველმოქმედებაში თურქეთის რელიგიური სამმართველოს ფონდი,  თურქეთის საერთაშორისო კოორდინაციის სააგენტო  (TİKA) და სხვა მრავალი საქველმოქმედო ფონდებია ჩართული. თურქეთი და თურქი ხალხი მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარხვის თვეში ახორციელებს მსგავს ქველმოქმედებას. თურქეთი ამ თვალსაზრისით მართლაც და ერთ-ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ყოველთვის განურჩევლად ერისა და რელიგიისა, დახმარების ხელს უწვდის ყველას.  

დღევანდელ პროგრამასაც აქ დავასრულებთ მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ. 

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები