თურქეთის ქველმოქმედება - 23/ 11.06.16

ეროღანის ვიზიტი აფრიკის ქვეყნებში

507560
თურქეთის ქველმოქმედება - 23/ 11.06.16

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გასულ კვირას აფრიკული ტურნეს ფარგლებში უგანდაში, კენიასა და სომალიში იმყოფებოდა.  ახლა ერდოღანის აფრიკული ტურნეს შესახებ,  თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მონაყოლს გთავაზობთ, რომელშიც იგი ამბობს:

ერდოღანმა აფრიკის კონტინენტის მიმართ დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ცხადყო და გასულ კვირას ხალხმრავალ დელეგაციით უგანდაში, კენიასა და სომალიში მნიშვნელოვანი ვიზიტი განახორციელა. პრეზიდენტმა ამ ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, მომავალი თანამშრომლობის თვალსაზრისით. ეს ვიზიტი ასევე, თურქი და აფრიკელი ხალხის სამომავლო მეგობრობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ.  ერდოღანმა  ვიზიტის ფარგლებში წარმოთქმული ანდაზით კიდევ ერთხელ დიდი გამოხმაურება გამოიწვია მისმა ნათქვამმა. მან უგანდის პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს უგანდური ანდაზა წარმოთქვა, „ხორცის დამღეჭვი კბილები, ერთად მდგომი კბილებია.“ აფრიკაში ნადირობა და ნანადირევი ხორცი  ყველაზე მნიშვნელოვან საკვებად მიიჩნევა. აფრიკელებმა ისიც კარგად იციან, რომ ნანადირევის შესაჭმელად ჯანსაღი კბილებია საჭირო, ანუ როგორც იტყვიან ძალა ერთობაშია.

პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთში, რომელიმე პროგრამაზე დასწრების დროს სიტყვით გამოსვლისას, მოსახლეობას ყოველთვის ერთიანობისკენ და ერთად დგომისკენ მოუწოდებს, რადგან მას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ძლიერი ქვეყნის, ძლიერი კულტურის და ცივილიზაციის შექმნა მხოლოდ ერთად დგომით არის შესაძლებელი.  აფრიკაში დანაწევრება სხვადასხვა ქვეყნების კოლონიალიზმის მეშვეობით დაიწყო.  ზოგიერთი ტომები კოლონიზატორი ქვეყნების შეთავაზებებს დათანხმდნენ და საკუთარ მოძმე ერს ბრძოლა გამოუცხადეს რა,  მრავალ ქვეყანაში სამოქალაქო ომის გამო ასობით ათასი აფრიკელი დაიღუპა.  პრეზიდენტ ერდოღანის ერთიანობის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი განცხადება, რომელსაც ხშირად იმეორებს „მსოფლიო ხუთზე დიდია’’ გახლდათ. ერდოღანმა ამით მსოფლიოში არსებულ უთანასწორობაზე გაამახვილა ყურადღება და ასევე იმაზე მიანიშნა, რომ გაეროს წევრებად არც აფრიკის რომელიმე ქვეყანა და არც  სხვა რომელიმე მუსლიმანური ქვეყანაა მისი მუდმივი წევრი.  მან ასევე იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სანამ მსოფლიოში ეს უთანასწორობა არ დასრულდება შეტაკებები და გაუგებრობები ყოველთვის იქნება. თურქეთის აფრიკისადმი დამოკიდებულება რომელიღაც კოლონიზატორ ქვეყნის დამოკიდებულებას არ ჰგავს. თურქეთი წლების განმავლობაში აფრიკის მმართველი იმპერიის მემკვიდრეა.  ოსმალეთის კვალმა  აფრიკაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო წაშლა. აფრიკელები თურქებს შორეულ ნათესავებად მიიჩნევენ, ამიტომ თურქები იქ ჩასვლისას ხელცარიელი არასდროს ჩადიან.  თურქეთის საერთაშორისო კოორდინაციის სააგენტო (TİKA) და თურქეთის წითელი ნახევარ მთვარის ორგანიზაცია აფრიკაში ქველმოქმედებას განაგრძობენ.

ერდოღანის აფრიკის ტურნეს მეორე გაჩერება კენია გახლდათ. მან იქ პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრებს დაესწრო და ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ მომავალი ათასი წლის ვარსკვლავი აფრიკა იქნება და შესაბამისად მოიქცნენ ანუ ინვესტიციები იქ განახორციელონ.  პრეზიდენტის მესამე გაჩერება, თურქეთის მხრიდან ყველაზე მეტი ქველმოქმედების განხორციელების ქვეყანა სომალი გახლდათ. სომალიში თურქეთმა  2011 წლიდან მოყოლებული დღემდე 100 მილიონობით დოლარის ქველმოქმედება განახორციელა. დედაქალაქ მოგადიშუს  პროსპექტები, ქუჩები  და ტროტუარები სტამბოლიდან ჩაყვანილი ტექნიკით იქნა მოასფალტებული. თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია სომალიში ყოველ დღე 8 ათას ადამიანს ცხელ საჭმელს აწვდის. ამ ორგანიზაციას ასევე მრავალი კარავიც აქვს გაშლილი რომლებშიც სომალელები მშვიდად ცხოვრობენ.  ასევე შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი სომალიში ქველმოქმედების თვალსაზრისით  სამომავლო ინვესტიციებს ახორციელებს, ასე  მაგალითად სომალიში თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ ჯანდაცვის პროფესიული საშუალო სკოლის მშენებლობა დაასრულა. ამ სკოლას სომალის ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ერდოღანი აფრიკაში ვიზიტის ფარგლებში ყოველთვის განვითარებული ქვეყნების თვალთმაქცობაზე ამახვილებდა ყურადღებას.  შეიძლება ზოგ-ზოგიერთებმა დღეს მისი ნათქვამი ვერ გაიგოს მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოაშკარავდება. სწორედ ამაზე მიუთითებს კენიური ანდაზა: „ტყუილი რაოდენ სწრაფიც არ უნდა იყოს, სიმართლე მას დაეწევა და გაუსწრებს კიდეც.“

დღევანდელ პროგრამაში ერდოღანის აფრიკული ტურის, მნიშვნელობის და თურქეთის ამ ქვეყნებში გაწეული ქველმოქმედების შესახებ ვისაუბრეთ, მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები