თურქეთის ქველმოქმედება - 22/ 04.06.16

მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი დასრულდა

503346
თურქეთის ქველმოქმედება - 22/ 04.06.16

მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი დასრულდა. სამიტის ყველაზე მშვიდი ქვეყანა თურქეთი გახლდათ.   ახლა კი სამიტის შედეგების შესახებ  თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მონაყოლს გთავაზობთ, რომელშიც იგი ამბობს:

მსოფლიოს პირველი  ჰუმანიტარული სამიტი 23-25 მაისს სტამბოლში ჩატარდა. პირველი ჰუმანიტარული სამიტის თურქეთის მხრიდან მასპინძლობა ერთგვარად სიმბოლურიცაა. თურქეთი ამ სამიტზე დამსწრე სხვა ქვეყნებთან შედარებთ ყველაზე ამაყად და მშვიდად გამოიყურებოდა. სამიტის მუშაობას მსოფლიო მას-მედიაც გამოეხმაურა, მაგრამ მათ შორის ყველაზე კარგი სათაური ცნობილმა გაზეთმა Independent-მა მიუძღვნა. მისი სათაური ასეთი იყო: „მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი თუ ორ პირების შეხვედრა?“ მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტს ათეულობით ქვეყნის ლიდერი, გაეროს გენერალური მდივანი,  საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მსახიობები და სხვა ასობით ადამიანი ესწრებოდა.  ორ დღიან სამიტზე, რომელსაც 8000-მდე ადამიანი ესწრებოდა, ჰუმანიტარული საკითხის კრიზისი განიხილეს რა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღეს არსებული ჰუმანიტარული კრიზისი ძირითადად მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე 23 ათას ადამიანზე გამოკითხვა ჩატარდა და ყველამ ერთ ხმად პრობლემის მოგვარებას დაუჭირა მხარი. აქ ასეთი ლოგიკური კითხვა შეიძლება დაისვას.

ამ ყველა პრობლემის მიზეზი რა არის?  

აქვე უნდა ითქვას, რომ სამიტის ყველაზე მშვიდი ლიდერი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახლდათ, რადგან იგი ქვეყანაში სამ მილიონამდე მიგრანტს იფარავს და მათ ყველა მოთხოვნილებას საკუთარი წყაროებით აკმაყოფილებს.   ერდოღანმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მათ მიერ გაწეულმა  ოფიციალურმა დახმარებამ 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თუ ამ რიცხვს თურქეთის სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ გაწეულ დახმარებასაც დავუმატებთ, ეს რიცხვი 20 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ერდოღანმა ფინანსური დახმარების სიტყვის მიმცემი ევროკავშირი, რომელსაც ეს სიტყვა ჯერ არ შეუსრულებია, გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხსენებული თანხის საკუთარი თავის კი არა, სირიელი მიგრანტებისათვის გამოყენებას აპირებენ. მან ასევე დასძინა, რომ თუ ბრიუსელი თურქეთ ევროკავშირს შორის გაფორმებულ საიმიგრაციო შეთანხმებას  არ შეასრულებს, მაშინ, ამ შეთანხმებას თურქეთიც არ შეასრულებს და არ მიიღებს ევროპიდან დაბრუნებულ არალეგალებს.  ერდოღანმა ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს უმოქმედობაც გააკრიტიკა.  მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ჰუმანიტარული თვალსაზრისით 155 მილიარდი დოლარი ირიცხება. ახლა საკითხავია, თუ ეს თანხა რაოდენ მიზანმიმართულად იხარჯება, ან კიდევ არის თუ არა საკმარისი ეს დახმარება, თუმცა ეს ცალკე განსახილველი თემაა. ერთ-ერთი ინგლისური გაზეთი ჰაიტში მომხდარ მიწისძვრაზე ამახვილებს ყურადღებას.  აქ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ შეგროვებული თანხა გაეროს წევრების კორუფციაში დაიხარჯა, მაგრამ გაეროს ჯერ კიდევ არ მოუხდია ამ საკითხთან დაკავშირებით ბოდიში, როცა ჰაიტის მიწისძვრიდან უკვე  ექვსი წელი გავიდა. იგივე გაზეთი ასევე აფრიკაში   სამშვიდობო ჯარისკაცების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის შესახებაც საუბრობს. მას შემდეგ გაეროს სამშვიდობო არმიის გაუქმების საკითხიც დადგა, მაგრამ ზოგიერთმა ქვეყნებმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.   ამ ყველა გაუგებრობის მიუხედავად მსოფლიო ჰუმანიტარული ორგანიზაცია მაინც იზრდება. ამ სფეროში კი ყველაზე მცირედი წვლილი გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ საქველმოქმედო ორგანიზაციას მიუძღვის. გაერო ასევე შემოწირულ საქველმოქმედო თანხებიდან გადასახადის სახით 7%-ს კომისიის სახით იღებს.  მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე გახსნილი საქველმოქმედო  სტენდები გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც მოინახულა. მან ყველაზე დიდი ყურადღება  „გადავარჩინოთ ბავშვები“-ს (Save The Children) ფონდის სტენდს დაუთმო. ამ ფონდის პრეზიდენტის წლიური ხელფასი 350 ათასი დოლარია. ამ  ციკლური პროგრამის წინა ნომერი ასეთი სათაურით შემოგთავაზეთ, „თურქეთმა მსოფლიოს თავისი ჰუმანიტარული ქველმოქმედების მეთოდები  გააცნო.“ ნამდვილად რომ ასეა. მართლაც და უცხო ქვეყნის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი აღნიშნული ფონდიდან წლიურ ხელფასად თუ 350 ათას დოლარამდე ღებულობს, ამ დროს თურქეთის წითელი ნახევარ მთვარის ორგანიზაციის პრეზიდენტი  ერთ გროშსაც კი არ იღებს და ამ საქმეს  მოხალისედ აკეთებს. აი ასეთი  განსხვავება თურქ ხალხსა და დასავლელებს შორის ქველმოქმედების აღქმის საკითხში ამბობს თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანი.

დღევანდელ პროგრამასაც აქ დავასრულებთ მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები