თურქეთის კულტურული საგანძური 22/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის საამაყო კულტურული საგანძურიდან მცირე დროით, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცეულ და რეფერენდუმის გზით თურქეთის ხელისუფლებაში შესულ, მნიშვნელოვან, ჰათაის ოლქს

501378
თურქეთის კულტურული საგანძური 22/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის საამაყო კულტურული საგანძურიდან, ერთ დროს, მცირე დროით, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადაქცეულ და რეფერენდუმის გზით თურქეთის ხელისუფლებაში შესულ, მნიშვნელოვან, ჰათაის ოლქს.

GEÇİŞ:….

ჰათაი, თურქეთის სამხრეთ ნაწილში იკავებს ადგილს. ერთი მხრით სირია მეორე მხრით კი ხმელთაშუა ზღვა ესაზღვრება. ჰათაის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში ჩამავალ მდინარე ასის, ისტორიის მანძილზე კეთილდღეობა და  სიუხვე უბოძებია რეგიონისთვის, რომელსაც გააჩნია რიგი კულტურებისთვის დამახასიათებელი ისტორიული ღირსშესანიშნაობები. ჰათაი, სტამბოლის შემდეგ, ითვლება თურქეთის კულტურული, რელიგიური, ეთნიკური სიმდიდრით გამორჩეულ ქალაქად.

ერთმანეთს უერთდება ეზენის,  ეკლესიის და სინაგოგის წირვის ხმები.

იუნესკოს მხრიდან მშვიდობის ქალაქად განიხილება და არის  სხვადასხვა კულტურის ხალხების ერთად, მშვიდობიანად

ცხოვრების ამსახველი სამაგალითო ქალაქი.

ჰათაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ანტაკია, ძველი სახელით ანტიოქია, მრავალი ისტორიული მოვლენის თვითმხილველი ყოფილა.

დიდ ალექსანდრე მაკედონელს აქ გაუმართავს ისსუს ომი. აუღია მესოპოტამია და ეგვიპტე. შემდეგ, ანტაკია გადასულა რომის ჰეგემონობაში. თავისი სტრატეგიული მდებარეობით ყოფილა   მესოპოტამიის, პალესტინის და სირიის გზასაყარზე. ვაჭრობის განვითარებით მიაღწევს ეკონომიკურად განვითარებულ დონეს.  ქრისტიანობის პირველ წლებში, იერუსალიმიდან მთელ მსოფლიოს მოდებული ქრისტეს მოწაფეებიდან სან პიერი (სიმონ პეტრე) ანტაკიაში გააშენებს პირველ კლდოვან ეკლესიას. წმინდა მოციქულის იესო ქრისტეს მორწმუნეებმა, პირველად აქ გამოიყენეს სიტყვა ქრისტიანობა. სან პიერის ეკლესია, დღესაც მსოფლიო ქრისტიანების ჯვრის ცენტრად ითვლება. ყურანის იასინის აიათშიც არის მოხსენიებული ანტაკია, იგივე ანტიოქია. წმინდა მოციქულის იესო ქრისტეს მოწაფეებიდან იაჰია, იგივე იოანე, ანტაკიაში წავა სარწმუნოების გასავრცელებლად.  ქალაქის ხალხი არ დაუჯერებს მას. პირველი, ვინც ირწმუნებს ქრისტიანობას, იქნება ანტაკიელი, ვინმე ჰაბიბი ნეჯარი. როგორც თვითონ განაცხადებს, დიდი ხნის ავადმყოფობის გამო დიდ საჩუქრებს უძღვნის იმ პერიოდში, რომაული სარწმუნოების ღმერთებს, მაგრამ მაინც, ვერაფერი ეშველება. შემდეგ კი, სწორედ ლოცვით და შუამავლების წყალობით გამოკეთდება.

ყურანის მიხედვით, ანტაკიელებს, სარწმუნოების მიღებისთვის ორი ელჩი გაეგზავნებათ, მაგრამ ისინი არ დაუჯერებენ მათ, ეგ კი არა და გააგდებენ და სიკვდილითაც დაიმუქრებიან.  ამის დამნახავი ჰაბიბ ნეჯჯარი სირბილით მივა მათთან. საჭიროდ მიიჩნევს სარწმუნოების მიღებას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ  ჰაბიბ ნეჯჯარი მათი თანამემამულე იყო, მაინც ჩაქოლავენ. იგი გახდება ისლამური სარწმუნოების გავრცელებამდე, ქრისტიანობის პირველი წამებული. ყურანშიც მოთხრობილია ეს ამბავი.

შემდეგ კი, ამავე მიზეზით მოკლული ქრისტეს მოწაფეებიდან იუნუსი და იაჰიაც, ჰაბიბი ნეჯჯარის გვერდით იქნებიან დასაფლავებულნი.

636 წელს, ანტაკიის არაბების ხელში ჩაგდების შემდეგ, გააშენებენ ანადოლუს ყველაზე უძველეს ჰაბიბი ნეჯჯარის მეჩეთს, რომლის ეზოში გაშენებულ მედრესეში დასაფლავებული ქრისტეს მოწაფეები, წმინდად ითვლებიან როგორც ქრისტიანების ისე მუსლიმანებისთვის.

1 მსოფლიო ომში, ოსმანეთის საიმპერატოროს დამარცხების შემდეგ, ჰათაი და მიმდებარე რეგიონები, სირიის ჩათვლით გადავა ფრანგების ჰეგემონობაში. 1921 წელში ანკარის და საფრანგეთის მთავრობებს შორის ხელმოწერილი ანკარის შეთანხმებით, ჰათაის თურქებით კომპაქტურად დასახლებული ისკენდერუნი, სირიის შემადგენლობიდან გამოირიცხა.  1936 წელში, საფრანგეთის სირიასა და ლიბანიდან დაწევის დროს, ჰათაი სირიის ხელისუფლებაში შესვლის ეტაპში იყო. ამ მდგომარეობით შეშფოთებულმა ათათურქმა განაცხადა, რომ 40 საუკუნის განმავლობაში თურქების სამშობლოდ წოდებულ რეგიონს ვერ დაუთმობენ უცხოელებს და თვითონ ჩაერია საქმეში.  1936 წელში, საფრანგეთს წარუდგინა ნოტა და მოითხოვა სირიის მსგავსად ჰათაის დამოუკიდებლობა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 1938 წელში შეიქმნა ჰათაის თურქული რესპუბლიკა. 1939 წლის გადაწყვეტილებით, ჰათაი შეუერთდა თურქეთს და ადგილი დაიკავა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ისტორიაში.

ჰათაიში იმდენი კულტურული ღირსშესანიშნაობებია, რომ დათვლა გაუჭირდება ადამიანს. რომის პერიოდში სიმდიდრით გამორჩეული ცენტრალური დასახლება ჰარბიე, რომლის ისტორიული სახელწოდებაა დაფჰნე, მდებარეობს დასავლეთისკენ მინადენი და ხმელთაშუა ზღვაში ჩამავალი მდინარე ასის გადასახედზე.

აქედან, ადამიანი ვერ ძღება მზის დაისის ცქერით. ჰარბიეში ჩატარებული გათხრებით აღმოჩენილ იქნა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოზაიკის ნიმუშები, რომელიც ამჟამად ანტაკიის არქეოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი.

ჰათაი და ანტაკია მრავალფეროვანი კულტურული ნიმუშებით და მდიდარი სამზარეულოთი  იქცევს დიდ ყურადღებას. ჰათაის ქუნეფე, თურქეთის ტკბილეულების უცილო კომპონენტად ითვლება. ჰათაის და ანტაკიის მონახულების სურვილით გემშვიდობებით...



მსგავსი ინფორმაციები