თურქული კულტურის ისტორიიდან 19

ჰაჯი ბექთაშ ველი

488712
თურქული კულტურის ისტორიიდან 19

         ამ ციკლური პროგრამის დღევანდელ. რიგით მე-19 ნომერში თურქული კულტურის კიდევ ერთ გამოჩენილ პირს, მე-13 საუკუნის თურქ მისტიკოს, ჰუმანისტ და ფილოსოფოს ჰაჯი ბექთაშ ველის გაგაცნობთ, რომელიც ბექთაშური მოძღვრების დამაარსებელია. სწორედ მან შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი ანატოლიელ თურქებში ისლამის გავრცელება-პოპულარიზაციაში. მისი ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ არსებული წყაროების მიხედვით დღევანდელი გადაცემის გმირი წარმოშობით თვით წმინდა შუამავალ მუჰამედის გვარიდან ყოფილა. მამამისი იბრაჰიმი ჰორასანელი დიდგვაროვანი თურქი ყოფილა. ახლა ჰაჯი ბექთაშ ველის შესახებ  მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს…

          ზოგიერთი ზეპირი გადმოცემებით ჰაჯი ბექთაშ ველი ახალგაზრდობაში ჯერ იმ დროის განთქმული სუფისტი მოაზროვნის ლოქმან პერენდეს შეგირდი ყოფილა, შემდეგ კი ამ უკანასკნელის რჩევით ველის გაკვეთილები მიუღია ცნობილი თურქი მეცნიერ აჰმედ იასევისგან. ჰაჯი ბექთაშიც იმ სწავლულთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მონღოლების მხრიდან ოკუპირებული შუა აზიიდან ანატოლიაში წამოვიდნენ. ზოგიერთი წყაროებით კი ანატოლიაში სუფიზმის გავრცელების მიზნით მისმა მოძღვარმა აჰმედ იასევიმ მიავლინა იგი ანატოლიას. ბექთაშ ველიმ ჰაჯობის ტიტული მექაში ჩასვლისა და ჰაჯობის რიტუალის შესრულების შემდეგ მიიღო. მექადან იგი ჯერ ერაყის ქალაქ მეშჰედში გადავა, აქედან კი ანატოლიას ეწვევა, სადაც იგი თურქმანებით დასახლებულ სულუჯაკარაჰოიქში გაჩერდება და აქ მწყემსობას მიჰყოფს ხელს.

            მისი გარდაცვალების შემდეგ ამ დასახლებას ჰაჯი ბექთაშ ველის სახელი მიეცა. ველი ბექთაში რელიგიური სრულყოფილობის, ე.ი. ბრძნობის დონეზე მისაღწევად უდაბურ ადგილას, სადაც მომდევნო ხანებში მისივე სახელობის აკლდამა აშენდა, განდეგილად, ე.ი. დერვიშული ცხოვრება დაიწყო. ეს ხანა ითვლება მისი მისტიკური და ფილოსოფიური ნაწარმოებების წერის პერიოდად რა, მალე ისეთ პოპულარობას მიაღწევს, რომ მასთან საკონსულტაციოდ ჩამოდიოდნენ ანატოლიის ყველა კუთხიდან. ამ დროს კაპადოკიის ზოგიერთ დასახლებებში ქრისტიანებიც მრავლად ცხოვრობდნენ და ბექთაშმა მჭიდრო კონტაქტები დაამყარა რა მათთან, ისლამზე გადასვლისაკენ მოუწოდათ. ამის პარალელურად ჰაჯიმ თავის ყველაზე წარჩინებული შეგირდები მიავლინა ანატოლიის ოთხივ კუთხეს და თურქმანები ისლამზე მოაქცია   

              ბექთაშ ველიც იასეველების სკოლის მიმდევარი იყო და ამიტომ ასეთ მოქადაგე პირებს იასევი-ჰაიდარებს ეძახოდნენ. ამ სკოლის სხვა ცნობილ პირებს წარმოადგენენ ასევე ელვან ჩელები, აჰმეტ ეფლაკი და აშიქფასაზადე. მათ წიგნებში ფართოდ არის გაშუქებული სელჩუკთა ეპოქის დროინდელი  ანატოლიური მისტიციზმი.  ბექთაშ ველის აზროვნება განსაკუთრებით პოპულარული იყო ოსმანეთის ეპოქაში შექმნილ იანიჩართა, ე.ი. ოსმანური ელიტარული სამხედრო ქვეითი დანაყოფის ჯარისკაცებში, რადგან, ეს აზროვნება ძალზედ ახლოს იდგა ალფერანულ, სხვა სიტყვებით რომ თქვათ ალლაჰისა და მისი შუამავლის გზაზე მებრძოლი თურქი რაინდების სულიერ ფილოსოფიასთან.

იასეველები

სწორედ იანიჩარებმა მონათლეს იგი ფირად, რაც სულიერ ბელადს ნიშნავს და ამში დიდი წვლილი შეიტანა ასევე მისმა მოწაფეთაგანმა აბდალ მუსამ, რომელიც მე-14 საუკუნეში ჰაჯი ბექთაშ ველის სახელობის ორდენის შეიხი იყო. იგი რამდენიმე იასევი ჰაიდარის დერვიშთან ერთად ანატოლიაში ახლად შექმნილ ოსმანთა საბეგოებში ქადაგებდა რა, მოსახლეობას ოსმანეთის იმპერიის შემქმნელი ორჰან გაზის არმიაში შესვლისაკენ და ახალი მიწების ლაშქრობისკენ მოუწოდებდა. მოკლედ, აბდალ მუსამ ბექთაშური აზროვნების ოსმანებში პოპულარიზაციით დიდი წვლილი შეიტანა ამ აზროვნების მასიურად გავრცელებაში.  

         ჰაცი ბექთაშ ველის ცხოვრება მოღვაწეობა ძირითადად ლეგენდებზეა დაფუძნებული და წერილობით სახით შემოგვენახა მის ნაწარმოებ “Vilâyetname-i Hacı Bektaş-ı Velî”-ში. გარდა ამისა მის კალამს ეკუთვნის კიდევ რამდენიმე წიგნი, რომლებშიც ისლამური და სუფისტური ფილოსოსფიის საფუძვლებია განხილული, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი   

 



მსგავსი ინფორმაციები