თურქული კულტურის ისტორიიდან 17

სელჩუკთა სამხედრო სკოლა

482241
თურქული კულტურის ისტორიიდან 17

           თურქეთის ძველი ისტორია, უფრო კონკრეტულად კი სელჩუკთა პერიოდი მრავალი საგანათლებო ინოვაციებითაც არის მდიდარი და ამათგან ერთი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რეფორმები სამხედრო სასწავლებელში. ასეთი სასწავლებლები მე-11 და მე-12 საუკუნეებში მოქმედებდა ანატოლიის ყველა იმ რეგიონში, რომლებიც უკვე სელჩუკთა დაქვემდებარებაში შედიოდა. სხვათა შორის ასეთ სასწავლებლებს პირადად ანატოლიის პირველი სელჩუკი სულთანი ალფ არსლანი ხსნიდა და მასში ევროპელებიც კი სწავლობდნენ. ასე მაგალითად, ესპანეთიდან, სიცილიიდან, აფრიკიდან და ანატოლიის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეები თურქებთან ერთად ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ რა, მათ სპეციალური სერტიფიკატები ეძლეოდათ. სამხედრო სასწავლებლების გახსნაში დიდი წვლილი მიუძღოდა ალფ არსლანის დიდ ვეზირ ნიზამიმულქს და ამიტომ თურქები ასეთ სასწავლებელს ნიზამიეს მედრესეს, ანდა უბრალოდ ნიზამიეს ეძახოდნენ. ახლა ამ სელჩუკური სამხედრო სასწავლებლების შესახებ  მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს…

            შეიძლება ითქვას, რომ დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს მიერ მსოფლიო განათლების ისტორიაში დატოვებულ ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ნიზამიეს მედრესეები, ე.ი. სამხედრო სასწავლებლები წარმოადგენდნენ. პირველი ასეტი საწავლებელი 1063 წელს ქალაქ ნიშაპურში გაიხსნა და ამ დროს ეს ქალაქი სელჩუკთა იმპერიაში შედიოდა, შემდეგ ასეთივე საწავლებლები გაიხსნა ბაღდადში, ალეპოში და სხვა სელჩუკურ ქალაქებში. ნიზამიეს მედრესეებმა დიდი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ თურქული და ისლამური, არამედ მსოფლიო სამხედრო განათლების განვითარებაშიც. სამხედრო სასწავლებლები სელჩუკებში წინასწარ დაგეგმილად და სისტემატურად იხსნებოდა. ასეთი სასწავლებლებით ამასთან ერთად მედრესეებში უკმარისი განათლების შევსებას ცდილობდნენ და ამიტომ სამხედრო დისციპლინების გარდა საბუნებისმეტყველო, მათემატიკურ, ჰუმანიტარულ და ფილოსოფიურ გაკვეთილებსაც გადიოდნენ. მოკლედ, ნიზამიეს სკოლები თურქი საზოგადოების სწავლა-განათლების ამაღლებას, გაღრმავებას და გაფართოებას ითვალისწინებდნენ და ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი სახსრები გამოიყოფოდა   

         მე-11 საუკუნეში სელჩუკთა სახელმწიფოს ტერიტორია ყველაზე მეტად შუა და ცენტრალურ აზიაში და ირან-ერაყ-სირიის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, ამიტომაც ასეთი სასწავლებლებიც სწორედ მათ ქალებში, ნიშაპურში, ისპაჰანში, ბელჰში, ჰარგირდში, ბაღდადში, მოსულში, ბასრაში, მერვში, ჰერათში, რეიში, ზაჰირში, ჰარუნიეში მოქმედებდა. ამათგან დღემდე მხოლოდ ჰარგირდის სასწავლებლის ნანგრევებია დღემდე შემორჩენილი. როცა სელჩუკებმა ანატოლიაში, პალესტინაში და ეგვიპტეში დაიწყეს დამკვიდრება, აქაურ ქალაქებშიც დაიწყეს სამხედრო სასწავლებლების გახსნა რა, ისინი თანამედროვე უნივერსიტეტების როლს ასრულებდნენ. ანატოლიაში ასეთი სასწავლებლები მედრესეების ფონდების სისტემაში შედიოდნენ და ამიტომ მასწავლებლებსაც კარგი ხელფასი ეძლეოდათ და წარჩინებულ მოსწავლეებს კი სტიპენდიებს აძლევდნენ. ამ სამხედრო სასწავლებლებმა გრძელ ვადაში მეტად დადებითი პოლიტიკური და კულტურული შედეგები გამოიღეს რა, ერთის მხრივ თურქულ-ისლამური კულტურის აყვავება და რენესანსი, ხოლო მეორეს მხრივ ვადა გადასული და ძირმომპალი აღმოსავლეთ რომის იმპერიის გაქრობა გამოიწვიეს   

           როგორც ზემოთაც ვთქვით ნიზამიეში ჰუმანიტარულთან ერთად მათემატიკურ და პოლიტიკურ დისციპლინებსაც ასწავლიდნენ და ყურანსაც, ხოლო რაც შეეხება უცხო ენებს, არაბულ და სპარსულთან ერთად ლათინურსაც ეუფლებოდნენ. ცალკე დისციპლინად ითვლებოდა მეთოდური გაკვეთილები, რომელზედაც სხვადასხვა გაკვეთილების შესწავლის სხვადასხვა მეთოდებს აცნობდნენ. იმ დროს ყველა სასწავლებელში აუცილებლად ასწავლიდნენ მანერების გაკვეთილებს, რომელზედაც სოციალური ეთიკისა და ქცევის ნორმებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, თუმცა ხელოვნების და კულტურის მეცნიერებებსაც ეუფლებოდნენ. სწორედ ასეთი სასწავლებელი დაასრულეს ისეთმა ცნობილმა თურქმა მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ გუვეინი, გაზზალი, ებუ ისჰაკ შირაზი, ებუ საიდ ელ ჰერევი, ებულ კასიმ სემანი და სხვები. ნიზამიეს კურსდამთავრებულებს მივლინებით აგზავნიდნენ ანატოლიის სხვადასხვა რეგიონებში, ბალკანეთში, ეგვიპტეში და ისინიც თავის მხრივ ახალ მოსწავლეებს ამზადებდნენ. ასე რომ, ნიზამიეს სამხედრო სასწავლებელი სელჩუკთა ეპოქის და კულტურის ერთ ერთ ყველაზე უდიდეს და მნიშვნელოვან მემკვიდრეობას წარმოადგენს, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი   

        



მსგავსი ინფორმაციები