თურქეთის ქველმოქმედება - 17/ 30.04.16

თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაციების მხრიდან ობლებისთვის გაწეული დახმარება

480279
თურქეთის ქველმოქმედება - 17/ 30.04.16

„ობოლი თუ გაღიმებული იქნება მაშინ მსოფლიოც გაიცინებს“... ამ კეთილი სიტყვით მოქმედებენ სწორედ თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაციები. ახლა  ამ საკითხთან დაკავშირებით  თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მონაყოლს გთავაზობთ, რომელშიც იგი ამბობს: ერთ დღეს ჩემი ერთი ახლობელი დამწუხრებული დავინახე, რომელსაც ხანდაზმული მამა გარდაეცვალა. მე კი ჩემთვის გავიფიქრე, გარდაცვლილი საკმაოდ ხანდაზმული ყოფილა და ნეტა რატომაა ასე დამწუხრებული მეთქი. მაგრამ მეორე ჩემმა ახლობელმა, რომელსაც ასევე მამა ჰყავდა ადრე გარდაცვლილი მითხრა: ადამიანი, რა ასაკშიც არ უნდა იყოს, მშობლის გარდაცვალების შემდეგ იგი ობლად რჩება. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოვიარე, სადაც მრავალი ობოლი ადამიანი დავინახე, მათ შორის თურქეთის ირგვლივ მყოფი ქვეყნებიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინაში ვიყავი, სადაც 1993-95 წლების სამოქალაქო ომში ათასობით ბავშვი ობლად დარჩა. დღეისათვის ის ობლები საკმაოდ გაიზარდნენ, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ გვერდზე დგომა. დღეისათვის ასევე  სირიაში, აფრიკის ქვეყნებში, რუსეთის მხრიდან უკრაინასა და კავკასიის რეგიონში განხორციელებული ქმედებების გამო ათასობით ობოლია დარჩენილი, რომლებსაც ისევ თურქეთი უწევს დახმარებას.   თურქეთში ამჟამად ათობით საქველმოქმედო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც სწორედ რომ ამ ობლებს ეხმარებიან და სადაც საჭიროებაა, იქ დახმარების მიზნით ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნიან. მე კი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთს ვისურვებდი,  ნეტა ამ ორგანიზაციებიდან ერთმა საკვებით, მეორემ ფსიქოლოგიურად, მესამემ კი  სხვა სფეროში გაუწიოს ობლებს დახმარება. თურქეთში მოქმედი ჰუმანიტარული საქველმოქმედო ორგანიზაცია İHH ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არამხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ობლებისთვის საქველმოქმედო ღონისძიებებს ახორციელებს.  İHH მიმდინარე წელს „ობოლთა თანადგომის დღეები“ სახელწოდების ღონისძიებას მეექვსედ ატარებს, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს  45 ქვეყანაში შესაბამისი დახმარების აქციები იქნება  ჩატარებული. ობოლთა თანადგომის დღეები მიმდინარე წლის  1 მარტს დაიწყო და 31 მაისამდე  გაგრძელდება. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში თურქეთში თავშეფარებულ სირიელ ობოლთათვის ერთი, ბანგლადეშში სამი და  ტაილანდში  ერთი, მთლიანობაში  ხუთი ობოლთა თავშესაფარი იქნა აშენებული.   საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან İHH  56  ქვეყანაში 80 ათასამდე ბავშვს სისტემატიურ, ხოლო 100 ქვეყანაში 800 ათასამდე ობოლს პერიოდულ დახმარებას უწევს. ამ ახლო ხანებში İHH-ს წარმომადგენლებმა ყაზახეთის ქალაქ ალმაატში ერთ-ერთი ობოლთა თავშესაფარი მოინახულეს და იქ მყოფ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრები ჩაუტანეს. იქ მცხოვრებ ბავშვებთაგან აიშანას სახელის გოგონას ნათქვამი სიტყვები ამ ორგანიზაციის ქველმოქმედების აღსაწერად საკმარისი შეიძლება იყოს, იგი ამბობს: „აქ ჩემთან ერთად მცხოვრებ 70 ბავშვის სახელით ყველას დიდ მადლობას გიხდით, ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენს მიერ ჩამოტანილი საჩუქრები კი არა, არამედ ისაა, რომ თქვენ ჩვენ გაგვიხსენეთ და მოგვინახულეთ, ძალიან გთხოვთ ნუ დაგვივიწყებთ.“  მსგავსი სიტუაციებია ასევე სხვა ქვეყნებშიც.   

დღევანდელ პროგრამაში თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაციების ობლებისთვის გაწეული დახმარების შესახებ შესახებ თურქეთის წითელი ნახევარ მთვარის ორგანიზაციის პრესმდივანის, სელაჰათთინ ბოსტანის მონათხრობი შემოგთავაზეთ, მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება , #İHH

მსგავსი ინფორმაციები