29.04.2016 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

480724
29.04.2016 თურქული პრესა

 

გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით გასულ წელს, გადაწყვეტის პროცესზე განხორციელებული საბოტაჟის შემდეგ, ტერ-ორგანიზაცია  PKK-მ მძიმე დარტყმა განიცადა. კანდილის მთაზე F-16 ტიპის თვითმფრინავების თავდასხმებით განადგურებულ იქნა ორგანიზაციის ბანაკებში არსებული თავშესაფრები, იარაღის საწყობები, სასიცოცხლო მნიშვნელობის ატელიეები.

უსაფრთხოების წყაროს ინფორმაციით, მთლიანად განადგურდა ტერორისტების ტექსტილის სახელოსნოსთან არსებული კვების და  ტანსაცმლის პროდუქციის სათავსოები. ეს ინფორმაცია დამოწმებულ იქნა ტერორისტების მხრიდანაც.

ტერორისტების ჩვენებაში აღინიშნა, რომ ქსოვილები, მთაზე აიტანეს სირიის ჩრდილოეთიდან სახედრების მეშვეობით.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ სირიის შიდა ომის მთავარ საბრძოლო ფრონტად ითვლება ჰალეპი.  დამასკო, სამოქალაქოების ქალაქიდან განდევნის მიზნით, ინტენსიურ საჰაერო დაბომბვებს აწყობს. გაეროს, სირიის სპეციალური წარმომადგენლის სტეფან მისტურას ცნობით, უკანასკნელ 48 საათში, ყოველ 25 წუთში მოკლულ იქნა ერთი სირიელი.  ყოველ 13 წუთში კი დაიჭრა ერთი. აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სრულ განადგურებამდეა მისული, რის გამოც მოწოდებით მიმართა აშშ-ს და რუსეთს, უმაღლეს დონეზე გამოიჩინონ ცეცხლის შეწყვეტის გამოხსნის ინიციატივა.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, სამოგზაურო ტურის მნიშვნელოვანი ცენტრებიდან მარმარისის სრუტეში გამოჩნდნენ და დაიწყეს ტურისტებისთვის მომსახურება ე.წ. „მცურავმა ბუტიკმა სასტუმროებმა“. ამინდების გათბობის და სეზონის დაწყებისთანავე ტურისტებიშეუერთდნენ კომფორტული გემებით მოგზაურობას, გემები, ისეთ ლუქს მომსახურებას სთავაზობენ ტურისტებს, როგორიცაა ჯაკუზი, ტელევიზორი, ინტერნეტი, ტელეფონი.  გარდა ამისა, იგი დამსვენებლებს აძლევს, წყლის სპორტის, თხილამურებით სრიალის შესაძლებლობას.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გასულ კვირას სამ დღიანი ვიზიტით ჩავიდა ინგლისში. ვიზიტის ფარგლებში მეუღლესთან ერთად მოინახულა სამეფო ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე გამბრიდკე დუქუ ვილიამსი და მის მეუღლე კატე.   კესინგტონის სასახლის ვახშამზე, ობამას პატარა პრინც გეორგთან გაცნობა, იყო ვიზიტის ყველაზე საინტერესო მომენტი. სააბაზანო კოსტუმით გამოსულმა პრინცის სურათმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მასმედიაში და სალაპარაკო თემა გახდა. ამავე დროს, დენიზლიში, საბავშვო ტანსაცმლის და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ, ვიზიტის პროცესში გადაღებული სურათების მასმედიაში გავრცელების შემდეგ,  ინგლისელი მომხმარებლებისგან, ახალი შეკვეთები მიიღო.

 ფირმის, ყოველწლიური ექსპორტი 5 მილიონ ევროს შეადგენს.

  გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, ZACH  Condon-ის ფუძემდებლის და სხვადასხვა კულტურების მუსიკოსთა შემადგენლობის, მაღალი ხარისხის მუსიკით გამორჩეული  Indie-ს ანსამბლი Beirut-ი, ახალი ალბომის ტურნეს ფარგლებში, თურქეთში ჩამოდის. ალბომის, რომლის გამოცემაც 11 სექტემბრისთვის არის გათვალისწინებული, სახელწოდებაა   “No No No“. ანსამბლი, თავისებურ იმპრეტაციას უწევს დასავლურ და ბალკანურ მუსიკას. დაუვიწყარ კონცერტს ჩაატარებს 28 მაისს სტამბოლის ქუჩუქ ჩიფტლიღის პარკში.

 



მსგავსი ინფორმაციები