28.04.2016 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

479990
28.04.2016 თურქული პრესა

 

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა, ხორვატია-თურქეთის მეწარმეთა ფორუმის მოხსენებაში, რომელსაც ხორვატიის პრეზიდენტთან კოლინდე გრაბარ კიტაროვიჩთან შეუერთდა, აღნიშნა რომ ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა, რომელიც 2006 წელში 270 მილიონი დოლარი იყო, კრიზისის მიუხედავად, გაზარდეს 355 მილიონ დოლარამდე. მიზანია მოცულობის მილიარდ დოლარამდე გაზრდა.  

გამოთქვა რწმენა, რომ ორი სახელმწიფოს მომავალი ჯანსაღ საფუძველს ემყარება.

გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, აშშ-ის წინამძღოლობით კოალიციის თვითმფრინავებმა, მიზანში ამოიღეს რა, ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-ის ნაღდი ფულადი სათავსოები, გაანადგურეს მათი 800 მილიონი დოლარი.

ბაღდადში მომსახურე ამერიკელი გენერალ მაიორის პეტერ გერსტენის განცხადებით, მხოლოდ მუსულის სათავსოში ტერორისტებს გააჩნდათ 150 მილიონი დოლარი. განადგურებული თანხის მთლიანი რაოდენობა აღწევდა 800 მილიონ დოლარს.  ბრიტანეთს დაფუძნებული სამაუწყებლო ორგანოს BBC-ითვის მიცემულ ინტერვიუში, პეტერ გერსტენმა  აღნიშნა, რომ ტერ-ორგანიზაციიდან გაქცეულების რაოდენობაში 90 %-იანი ზრდა შეიმჩნევა. ზოგიერთი მილიტანი ქალის ტანსაცმელ გადაცმული, ლტოლვილებში გარევით ახდენს ორგანიზაციიდან გაქცევას.  DAEŞ-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 2000-იდან 200-დე შემცირდა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი წერს, რომ ცნობილი მუსიკოსები ემზადებიან სირიელების ბანაკებში მუსიკის გაკვეთილების ჩატარებისთვის. მუსიკოსებს შორის არიან თარქანი, თეომანი, სეზენ აქსუ, ქანან დოღულუ, გოქსალი, სერდარ ორთაჯი, ათენა, გულშენი და სხვ.

მუსიკალური ნაწარმოების მესაკუთრეთა ასოციაციამ (MSG) სირიელების ბანაკებში მუსიკალური განათლების მისაცემად შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც, შიდა ომს გაქცეული ლტოლვილი სირიელების ბანაკებში შექმნილ კლასებში, ყოველ კვირას ერთი მუსიკოსი ჩაატარებს გაკვეთილს. პირველ ოლქად არჩეულ იქნა ქილისი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში რაკეტების სამიზნე ობიექტი გახდა.

„გალათასარაი ევროპის ჩემპიონია“-ასეთი სათაურით იპყრობს ყურადღებას გაზეთი „იენი შაფაკ“-ი. გაზეთის ცნობით, კალათბურთში, გალათასარაის ოდეობანკმა ULEB-ის ევროპის თასის  ფინალურ მეორე მატჩში, საფრანგეთის სტრასბურგის კლუბს მოუგო 78-67-ი და გახდა ევროპის ჩემპიონი.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ ჰარვარდის ახალგაზრდა აკადემიკოს წევრად არჩეულმა, აშშ-ში მცხოვრებმა თურქეთის სიამაყემ და პირველმა თურქმა ჯანან დაღდევირენმა, ჰარვარდის საზოგადოების ცენტრში უმასპინძლა მსოფლიოს აღიარებულ ფიზიკოს პროფესორს სტეფან ჰავკინგს, რომელიც ავადმყოფობის გამო, ცხოვრებას, სავარძელზე მიმაგრებული განაგრძობს. დაღდევირენმა თავის აღმოჩენა გააცნო აღიარებულ ფიზიკოსს და ერთობლივად გადაღებული ფოტოსურათი გაავრცელა Twitter-ი საშუალებით.

დაღდევირენის ერ-ერთ  ცნობილ აღმოჩენად ითვლება გულის უკმარისობით დაავადებულებისთვის მნიშვნელოვანი, კარდიო სტიმულატორი.

 



მსგავსი ინფორმაციები