თურქეთის კულტურული საგანძური 16/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის საამაყო კულტურული საგანძურიდან, მნიშვნელოვან, სივასის დივრიგის ულუ მეჩეთს

475457
თურქეთის კულტურული საგანძური 16/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის საამაყო კულტურული საგანძურიდან, მნიშვნელოვან, სივასის დივრიღის ულუ მეჩეთს.

თურქეთის ისლამური არქიტექტურის და ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითად ითვლება სივასის დივრიგის ულუ მეჩეთი და მის გარშემო გაშენებული კომპლექსი.

ანადოლუს სელჯუკებთან დაკავშირებული, ადგილობრივი საბეგოს მენგუჩუკუქ ოღულლარების პერიოდში, დივრიღი იყო ისტორიული აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე.

აბრეშუმის გზის შეტანილმა სიმდიდრემ გაზარდა რეგიონის კეთილდღეობა.

ანადოლუელ სელჯუკებთან დაკავშირებული ადგილობრივი საბეგოს მენგუჩუქების ლიდერის სულეიმან შაჰის ვაჟიშვილი აჰმედ შაჰი, 1228 წელში დაიწყებს ამ კომპლექსის გაშენებას. მშენებლობა დასრულდება 1248 წელს და საზეიმო ცერემონიით გადავა მომსახურებაში. აჰმედ შაჰი, ერთ ადგილზე გამოკვეთილ წარწერაში აღნიშნავს, რომ „პარასკევის მეჩეთის მშენებლობა მოახდინა იმ მიზნით, რომ სიამოვნება მიანიჭოს ალაჰს“.

მეჩეთის სამხრეთის კედელზე მიშენებულია დარუუშიფად წოდებული სამკურნალო შენობა, რომელსაც იმ პერიოდისთვის უნივერსიტეტის საავადმყოფოს მოვალეობა შეუსრულებია და მომსახურება გაუწევია ხალხისთვის.

შენობა გაშენდა აჰმედ შაჰის მეუღლის მელიქე თურან მელექის მხრიდან.

თურქეთის კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილის მქონე ულუ მეჩეთის და საავადმყოფოს კომპლექსში, ასევე შედიოდა სამზარეულო, რომელიც ავადმყოფებს უფასო საჭმელებით უზრუნველყოფდა. კომპლექსის ხარჯები თავიანთ თავზე ჰქონდათ აღებული კომპლექსის დამფინანსებელ პატრონებს.

კომპლექსის უცილო კომპონენტებად ითვლებოდა აბანო, წყარო, სასტუმრო, რომლებიც, საყურადღებოს წარმოადგენდნენ უცილო მშენებლობით და არქიტექტურით. ისლამური ხელოვნების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, მნახველების გაოცებას იწვევს მეჩეთის ჩრდილოეთის კარი.

1985 წლიდან, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული დივრიღის ულუ მეჩეთი და კომპლექსი, ხელოვნების და ისტორიკოსების მხრიდან, ანადოლიის მნიშვნელოვან ნაგებობებს შორის პირველ ადგილზე მოიხსენიებიან. ამის შესახებ წერს დიდი მოგზაური ევლიე ჩელებიც.

მეჩეთში შესვლა ხდება ჩრდილოეთი მხარეს გაშენებული მონუმენტური კარიდან.

ადამიანი ვერ ძღება მაქმანისებური, გათლილი ქვებით გაშენებული კარის სილამაზით. მშენებლობაში მსგავსი ტექნიკის გამოყენება, შესაძლებელია მხოლოდ შუა საუკუნეებში განვითარებული ხელოვნების შედეგით.

შენობაში გამოყენებულია საუცხოო გეომეტრიული, მცენარეული ფიგურები და კალიგრაფიები. შიგნით შესვლისას წინ შემოგხვდებათ, ხუთ ნაწილად გაყოფილი ოთხკუთხედი სამლოცველო. ცენტრალურ ადგილზეა წყარო და განათების მქონე გუმბათი. მეჩეთის ყველაზე ამაღლებულ ადგილზეა საკურთხეველი, რომლის გარეთა ნაწილი კონუსისებურია. შიგნითა ნაწილში კი გუმბათში იგრძნობთ თავს. მეჩეთში გამოყენებულია 20-ზე მეტი სხვადასხვა არქიტექტურული მეთოდის მშენებლობა. სამხრეთით არის მონუმენტური საკურთხეველი. მნახველები აღტაცებაში მოჰყავს მეჩეთის ორიგინალური ხის სამლოცველო, სიდანაც იმამი ახდენს ხალხის წინაშე ლოცვას. საყურადღებოა მეჩეთში არსებული სელჯუკების დროინდელი ხალიჩა, ფარდაგები, სელჯუკების დროინდელი ქვის კვეთის უნიკალური ნიმუშები.

დივრიღის ულუ მეჩეთის კომპლექსი, ქალაქის ცენტრის გადაადგილების შედეგად, შენობებზე უფრო ამაღლებულ ადგილზე აღმოჩნდა. მიმდებარე ადგილებში, წინა წლებში გათვალისწინებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მოსალოდნელია უფრო მეტი ისტორიული ღირსშესანიშნაობის გამომზეურება. გამოჩენილი ძალისხმევით ცდილობენ კაცობრიობის საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში შესული ამ უნიკალური ტაძრის, მომავალი თაობებისთვის მისაწვდომად გახდომას.

თუ როდისმე მოგიწევთ იმ ადგილებში მისვლა, ნუ დაივიწყებთ, თურქეთის სიამაყედ წოდებული დივრიღის მეჩეთის მონახულებას.



მსგავსი ინფორმაციები