ითო-ს სამიტის დასრულების შემდეგ: მაგალითის გარეშე როგორ შეიძლება ვიყოთ კავშირი

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ: მაგალითის გარეშე როგორ შეიძლება ვიყოთ კავშირი

472764
ითო-ს სამიტის დასრულების შემდეგ: მაგალითის გარეშე როგორ შეიძლება ვიყოთ კავშირი

სლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ: მაგალითის გარეშე როგორ შეიძლება ვიყოთ კავშირი.

1969 წელში შექმნილი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია გაეროს შემდეგ ყველაზე ფართო მთავრობათა შორისი ორგანიზაციაა. იგი არის პლატფორმა, სადაც მუსლიმური ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებს განიხილავენ. მისი როტაციული თავმჯდომარე მომდევნო ორი წლის მანძილზე თურქეთი იქნება. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-13 ლიდერთა სამიტი 14-15 აპრილს სტამბოლში გაიმართა და მისი თემა გახლდათ „სამართლიანობისა და მშვიდობისათვის ერთობა და თანადგომა.“

ეს სათაური მუსლიმური სამყაროს პრობლემების შესახებ მრავლისმთქმელია. ამასთანვე იძლევა მინიშნებს წევრი ქვეყნების წინაშე არსებული შესაძლებლობების შესახებ. სამიტის დღის წესრიგი მარტივი, მაგრამ საკვანძო მნიშვნელობის იდეაზე იყო კონცენტრირებული. ერებს შორის ერთობისა და თანადგომის გარეშე მშვიდობა და სამართლიანობა ვერ იქნება. არსებული პრობლემის გადასალახად და ჭეშმარიტი პოტენციალის გამოსავლენად მუსლიმურმა ქვეყნებმა ცალ-ცალკე და ამავდროულად ერთდროულად საერთო ინტერესების გათვალისწინებით უნდა შექმნან დღის წესრიგი. ამის თქმა განხორციელებაზე ადვილია.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში წარმოქმნილი პრობლემა სინამდვილეში ისეთივეა როგორიც გაეროსა და ევროკავშირის მსგავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში შექმნილი პრობლემა. ყველა წევრს თუ ჯგუფს საკუთარი საკითხის წინა პლანზე წამოწევა სურს.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის მიზანი გახლდათ პალესტინის პრობლემა და მუსლიმი უმცირესობები, წევრებს შორის სავაჭრო კავშირების და ისლამოფობიის მსგავსი ერთობლივი ინტერესები. მაგრამ ამის მიუხედავად, ამ საკითხების განსაზღვრისა და მოგვარების საკითხზეც კი სხვადასხვაგვარი მოსაზრებები გვქვს. წევრი ქვეყნების მიერ საკუთარი საკითხების მოგვარებისათვის ლობისტური საქმიანობა ბუნებრივია. აქ ერთობა და თანადგომა დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

მშვიდობა და სამართლიანობა ამჟამინდელი მუსლიმური სამყაროსათვის მთავარი საკითხებია. ამავდროულად ისინი ისლამის რწმენისა და ტრადიციის ძირეული ნაწილია. ღმერთის სახელებიდან ორი „მშვიდობა“(as-salam) და „სამართალი“-ა (al-adil). სიტყვა „ისლამის“ ძირიც ამავე ფუძიდანაა “slim" მშვიდობას მნიშნავს. რელიგიის, რომლის სახელწოდებაც მშვიდობას ნიშნავს, თანამედროვე სამყაროში ძალადობასა და ტერორთან გაიგივება ძალიან ირონიულია. უფრო მეტიც, რელიგიის სახელით თვითმკვლელები ძალადობისა და ტერორის შემცველი ქმედებების ლეგალიზაციისათვის აცხადებენ, რომ სამართლიანობისათვის იბრძვიან.

ჭეშმარიტება ის არის, რომ სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არსებობს. მშვიდობა სწორი და სამართლიანი საძირკვლის გარეშე ნამდვილი და მდგრადი ვერ ხდება. სამშვიდობო მცდელობების უმრავლესობა წარუმატებლად სრულდება რადგანაც სამართლიანობის ელემენტებსაა მოკლებული. ამის მაგალითია პალესტინისა და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი.

ერთობა და თანადგომა შესაფერისი ფორმით უნდა განვსაზღვროთ. ერთობისათვის არ ვართ ვალდებულები ერთნაირი ვიყოთ. პირიქით, ერთობა საკუთარ თავში განსხვავებულ ელემენტებს გულისხმობს.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სტამბოლის სამიტის პრობლემების გრძელ სიაში ძალიან აქტუალური საკითხებია, თუმცა ყველა პრობლემის „ერთობა მრავალფეროვნებაში“ გაგებით განხილვის შემთხევაში გაგება და მოგვარება შესაძლებელია.

დაიში, ალ ქაიდა, ელ შებაბი, პკკ და სხვა ტერორგანიზაციები სხვებზე მეტად მიზანში მუსლიმებს იღებენ და მუსლიმური ქვეყნებისათვის საჭიროა ერთმანეთში უკეთესი თანამშრომლობა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაა.

მაგრამ, ტერორისტების მკვლელობა საკმარისი არ არის. მუსლიმი სასულიერო და პოლიტიკური ლიდერები ვალდებულები არიან რადიკალიზაციის ტალღის შესაჩერებლად უფრო მეტი გააკეთონ. ლიდერებმა ახალგაზრდების გონება და გული უნდა მოინადირონ.

სექტანტობა, მუსლიმურ სამყაროში სამართლიანობისა და ერთობის ძირის გამომთხრელი კიდევ ერთი სამწუხარო პრობლემაა. სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული დაძაბულობა სინამდვილეში მარტო რელიგიას არ უკავშირდება, უფრო მეტად ერისა და სახელმწიფოს კონკურენციასა და ძალაუფლების ომს უკავშირდება.

ირანში, ერაყში, ლიბანში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა თუ პაკისტანში ყველა მუსლიმურ ქვეყანში ამ ჩიხიდან გამოსვლის გზების მოსაძებნად უნდა მივხვდეთ, რომ სუნიტობამდე და შიიტობამდე ჯერ ყველა მუსლიმები ვართ.

სტამბოლში გამართულ სამიტზე განხილული იქნა წარუმატებელი სახელმწიფოებისა და სუსტი მთავრობების, სიღარიბის, ახალგაზრდების უმუშევრობის, ცუდი ურბანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის, განათლების, ჰუმანიტარული დახმარების, მიკრო დაფინანსების მსგავსი საკითხები.

ესენი სათუთი თემებია და არ არსებობს ჯადოსნური ფორმულები, რომლითაც ეს პრობლემები ერთ ღამეში მოგვარდება. მაგრამ ყველაფერზე ერთნაირი მოსაზრების ქონისა და შეთანხმების ვალდებულების გარეშე შესაძლებელია ძლიერი კავშირის და თანადგომის შექმნა, რომლის ერთგულებიც ვიქნებით და რომითაც შესაძლებელი იქნება მუსლიმური სამყაროსათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

უპირველ ყოვლისა, ჩვენს სულებში, შემდეგ ჩვენს საზოგადოებებში და შემდეგ კი ჩვენს რეგიონებში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარება დღესდღეობით არსებული მრავალი პრობლემის მოგვარებაში შესაძლოა დაგვეხმაროს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაიმ კალინის Daily Saba-ში გამოქვეყნებული სტატია​



მსგავსი ინფორმაციები