თურქული კულტურის ისტორიიდან 14

დიდი თურქი სუფისტი და განმანათლებელი აჰი ევრენი

468954
თურქული კულტურის ისტორიიდან 14

ცნობილი თურქი სუფისტი, მეცნიერი, ეკონომისტი, განმანათლებელი და ხელოსანთა ამქრების დამაარსებელი აჰი ევრენი ირანის აზერბაიჯანის ქალაქ ჰოიში 1172 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ნასირეტტინ ებულ ჰაქაიქ მაჰმუდ ბინ აჰმეტია. დაწყებითი განათლება აქვე ჰიოში მიიღო, ხოლო უმაღლესი განათლების მიღების მიზნით ირანის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარე კულტურის და განათლების ცენტრ ხორასანში წავა, სადაც იგი შეგირდი გახდება იმ დროის უდიდესი ისლამი მეცნიერის ფაჰრედდინ რაზისა და მისგან ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან ერთად ფილოსოფიას, ასტრონომიას და რაც მთავარია მუსლიმანების წმინდა წიგნ ყურანს და მის სამართალს დეტალურად შეისწავლის. რაც შეეხება სუფიზმის მეცნიერებას, აჰი ევრენი მას ჰოჯა აჰმედ იასევისგან შეისწავლის, რომლის შესახებაც გესაუბრეთ ამ ციკლური პროგრამის მეშვიდე ნომერში. ახლა აჰი ევრენის შესახებმომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს…

აჰი ევრენი შთამომავლობას განსაკუთრებით იმით დაამახსოვრდა, რომ სწორედ პირველმა ანატოლიაში მან შექმნა ხელოსნური ამქარი, ე.ი. პროფესიული გაერთიანება და ისინი ძალზედ პოპულარული გახადა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელოსნური ამქრები თურქული ხალხის ისტორიაში პირველი არა სამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ანატოლიაში და სწორედ მათ მისცეს საუკუნეების განმავლობაში მიმართულებები ყველანაირ ხელოსნურ თუ სხვა სახის სახალხო რეწვის ოსტატებს. სხვათაშორის აჰი ევრენის მეუღლე ფატიმა ბაჯიმ კი ასეთი ამქრული გაერთიანებები ანატოლიელ ქალებს შორის შექმნა და მათ ბაჯიანი რუმს, ე.ი. ანატოლიელ დებს ეძახოდნენ. მათ შესახებ კი ამ ციკლური პროგრამის მე-11 ნომერში გესაუბრეთ. აჰი ევრენი თვით მეწაღე იყო და მან მეწაღეთა გაერთიანების პარალელურად ხელი შეუწყო კიდევ 32 სხვა ხელოსნური ამქრის შექმნასაც. ასეთი გაერთიანებების ქმედება ძირითადად 4 მთავარ პრინციპს ეფუძნებოდა და ესენი იყვნენ; ზნეობრიობა, გონება, სწავლულობა და სინდისიერი მუშაობა

აჰი ევრენი თავის მოძღვრებთან, ევჰადუდდინ ქირმათან და მუჰიდდინ არაბისთან ერთად 1205 წელს ანატოლიაში ჩამოვა და ერთად მოივლიან ანატოლიის მრავალ ქალაქს და დასახლებას. ისინი ქადაგებებში ხელოსნებს ერთის მხრივ ამ ქვეყნიურ და იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ ესაუბრებოდნენ, მეორეს მხრივ მათთან ერთად ადგილობრივ თურქებს მონღოლური უღლის წინააღმდეგ ამხედრებისკენ და ორგანიზებისკენ მოუწოდებდნენ. აჰი ევრანი ბოლოს ქალაქ ქაისერიში დაფუძნდება, სადაც მცირე საწარმოს, ტყავის გადამმუშავებელ ცეხს გახსნის და ამით არჩენს ოჯახს. მისი წინამძღოლობით შექმნილი ხელოსანთა გაერთიანება მალე მთელს ანატოლიას მოედება რა, მთლიანობაში 32 პროფესიული ამქარი შეიქმნება.

სელჩუკთა სულთნის, ალაედდინ ქეიქუბადის მოთხოვნით აჰი ევრენი 1227 წელს ანატოლიის ცენტრში მდებარე ქალაქ კონიაში დასახლდება, სადაც მეწაღეობასაც გააგრძელებს, ხოლო ამის პარალელურად მედრესეშიც ასწავლის. რაც შეეხება თავის ნაწარმოებებს, იგი ერთ წიგნად შეკრავს და მას ხსენებულ სულთანს მიართმევს. როცა ქეიქუბადი მოწამვლის შედეგად დაიღუპება, აჰი ევრენი კონიიდან ქალაქ ქირშეჰირში გადავა, სადაც გარდაცვალებამდე, ე.ი. კიდევ 5 წელი იცხოვრებს. აქ იგი ხელოსნებს ხელოსნებს და საერთოდ მთელ მოსახლეობას მონგოლების წინააღდეგ აამხედრებს. ეს აჯანყება მარცხით დასრულდება და აჰი ევრენსმის ვაჟიშვილ ალაადდინ ჩელებისთან ერთად სიკვდილით დასჯიან

აჰი ევრენის მიერ შექმნილმა ხელოსნურმა გაერთიანებებმა ოსმანეთის ეპოქაშიც გააგრძელეს არსებობა და დიდი წვლილი შეიტანეს საქველმოქმედო საქმიანობებში, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი



მსგავსი ინფორმაციები