თურქეთის ახალი ხედვა: 13 / 2016

ცნობილი მოაზროვნე კარლ იუნგ გასსეტი თავის ერთ-ერთ მონოგრაფიაში წერს, თუ როგორ ხდება, ერთი და იგივე მოვლენის, ადამიანების მხრიდან აღქმა და გადმოცემა

458017
თურქეთის ახალი ხედვა: 13 / 2016

ცნობილი მოაზროვნე კარლ იუნგ გასსეტი თავის ერთ-ერთ მონოგრაფიაში წერს, თუ როგორ ხდება, ერთი და იგივე მოვლენის, ადამიანების მხრიდან აღქმა და გადმოცემა.

აი, როგორ გადმოსცემს საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას მწერალი. ერთ-ერთი აღიარებული პიროვნება სიკვდილისსარეცელზეა მიჯაჭვული. მეუღლე თავზე ადგას. ექიმი წნევას უზომავს. ცოტა მოშორებით დგანან და მოვლენის მოწმეა კიდევ ორი პიროვნება. ერთია, იქ ყოფნით უფლებამოსილი კორესპონდენტი და მეორეა, შემთხვევით იქ მოხვედრილი მხატვარი. ასე, რომ ერთსა და იმავე მოვლენის მხილველები არიან ავადმყოფის მეუღლე, კორესპონდენტი, მხატვარი და ექიმი. მოვლენა ერთია, მაგრამ მოვლენის ამ ოთხი ადამიანის მხრიდან აღქმა სხვადასხვანაირია. ასეთივე განსხვავებულია მოვლენისადმი მათი მიდგომა.

იმდენად შესამჩნევია დამწუხრებულ მეუღლეს და მოვლენისთვის შორიდან, უგრძნობლად, შემყურე მხატვარს შორის განსხვავება, რომ მეტად ძნელია იმის თქმა, რომ ორივე, ერთნაირი მოვლენის მხილველები არიან. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია აშკარად ვთქვათ, რომ ერთნაირი სინამდვილე, მისი სხვადასხვანაირი აღქმით, შეიძლება გაიყოს რამდენიმე პერსპექტივად. ამ დროს, ადამიანში იბადება კითხვა: ამ სინამდვილეს შორის რომელია რეალური?

კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებაზე. მათგან ერთ-ერთზე არჩევანის შეჩერება კი, ჩვენი ახირების შედეგი იქნება. ყველა ჭეშმარიტება თანაბარია და თითოეული თვალსაზრისი მხილველი პიროვნების აღქმას შეესაბამება.

ამიტომაც დაგვრჩენია მხოლოდ ერთი რამ. მოვახდინოთ მოსაზრებების კლასიფიკაცია და მათგან ყველაზე ნორმალურის და სპონტანურის განსაზღვრა.

ამგვარი მოვლენების წინაშე სხვადასხვაგვარი რეფლექსების და რეაქციების გამოწვევაც ნორმალურია.

ყველა თავის იდეოლოგიის და რწმენის კონტექსტით მიუდგება საკითხს და ამაშიც არაფერია უცნაური.

მაგრამ აქ, საკითხის ჩიხში მოქცევა ხდება პიროვნების, თავის აღქმული შეხედულების სხვებისთვის ჩაგონებით და პიროვნული არჩევანის აბსოლუტურ „სინამდვილედ“ გადაქცევის დაჟინებით.

დღეს, თავის შეხედულებებს და მოსაზრებებს, ევროპა ახვევს თავს მსოფლიოს.

უნივერსალური ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მონაპოვრებით ბოძებული შესაძლებლობების მოტანილი თვით დამაჯერებლობა აშკარაა.

მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ხდება საქმეების სწორედ ანდა არა სწორად წარმართვა.

მაგალითად ამ კონტექსტში შეგვიძლია შევაფასოთ ბელგიაში მომხდარი აფეთქება. ტერორი არ არჩევს ადამიანებს რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, იდეოლოგიის მიხედვით. ან კიდევ, უდანაშაულო ადამიანების მკვლელებს განა შეიძლება გააჩნდეთ რაიმე იდეოლოგია? რომელი სარწმუნოება დაეთანხმება უდანაშაულო ადამიანების მოკვლას. რომელ ეთნიკურ წარმომავლობას შეუძლია თავისი თვითმყოფადობის, სხვის სიკვდილზე დაფუძნებით გაშენებას?

დღეს, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არის ქცეული ტერორიზმი. მის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი საკითხია აუცილებელი. ერთია საერთაშორისო თანამშრომლობა, მეორეა, ტერორიზმთან ბრძოლა.

რა თქმა უნდა თითოეული ტერორისტის წინააღმდეგ შესაფერისი სანქციის დაწესებაა საჭირო, მაგრამ არ უნდა იქნეს დავიწყებული ტერორისთვის წყაროს შემქმნელი აზროვნებაც.

არ შეიძლება რაიმე ადამიანური ღირებულების შეძენა სასტიკი და ველური ხოცვა-ჟლეტის განხორციელებით.

დღევანდელ მსოფლიოში ამ კუთხით, ყველაზე მტკივნეული გამოცდილება გააჩნია დასავლეთს.

მათ დაინახეს, როგორ გადაიქცნენ ფაშიზმად პიროვნული გაგების ჩაგონებით და დაჟინებით ადმინისტრაციები და იდეოლოგები.

დღეს ცხოვრება გვიხდება ისეთ მსოფლიოში, რომელიც საჭიროებს ტერორის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას, ტერორის მიყენებული ჭრილობების ერთობლივად მოშუშებას.

ეს იმიტომ, რომ ყოველგვარი ტერიტორული საზღვრების გარეშე, მსოფლიო დღეს ერთმანეთთან არის ინტეგრირებული.

ანკარის ტერ-აქტი იგივე ბრიუსელისაა, ბრიუსელის ტერ-აქტი კი, ანკარისაა.

ეს გახლდათ, ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები