თურქეთის ქველმოქმედება - 11/ 19.03.16

თურქი მესხები დედასამშობლოს უბრუნდებიან

453248
თურქეთის ქველმოქმედება - 11/ 19.03.16

თურქეთის ქველმოქმედება - 11/ 19.03.16

თურქი მესხები დედასამშობლოს უბრუნდებიან

თურქი მესხების გადასახლებაში გატარებული რთული ცხოვრება მთავრდება. დაბადების ადგილიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლებული მესხებს დედასამშობლო, თურქეთი დაეპატრონა. ახლა კი ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მიერ მონათხრობს გთავაზობთ.

კავკასიაში ერთი კეთილი ხალხი ცხოვრობდა. საუკუნეების მანძილზე სამშობლოდ მიჩნეულ ტერიტორიებზე მშვიდად ცხოვრობდნენ. მათი რაოდენობა 350-400 ათასს შეადგენდა, რომლებიც რწმენით მუსლიმანები იყვნენ. ოსმალეთის იმპერიის მფარველობაში მცხოვრებმა ამ ხალხმა ბოლო ასი წლის ფარგლებში მრავალი ტრავმა გადაიტანა. ადამიანს ყველაზე დიდი ტრამვა, საკუთარი მიწა-წყლიდან გადასახლებით შეიძლება მიაყენო.

თურქი მესხების ტრაგედია 1829 წელს დაიწყო. ოსმალეთის იმპერიის დასუსტების პერიოდში მან რუსეთთან ომი წააგო და იძულებული გახდა ახალციხის ტერიტორია დაეტოვებინა. რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს თურქი მესხების მამაკაცები ომში გაიწვია. ხოლო მათი ოჯახის წევრებიდან ქალები, ბავშვები და მოხუცები სტალინის ბრძანებით ორი საათის განმავლობაში მატარებლებში ჩასვეს და შუა აზიაში გადაასახლეს. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სახლებში დაბრუნებულმა მებრძოლმა მესხებმა მათ კარმიდამოში ჩასახლებული სხვა ხალხი ნახეს და როდესაც თავიანთი ოჯახის წევრები მოიკითხეს, ასეთი პასუხი მიიღეს ”ისინი გადასახლდნენ.” ომში გმირულად მებრძოლმა მესხებმა ახლა სხვადასხვა ქვეყნებში ოჯახის წევრების ძებნა დაიწყეს. თურქი მესხების ტრაგედია ამითაც არ დასრულებულა, უზბეკეთში ჩასახლებულ მესხებზე 1989 წელს სერიული თავდასხმები დაიწყო, რის გამოც ისენი იძულებული გახდნენ კიდევ ერთხელ გადასახლებაში წასულიყვნენ. მათგან ნაწილი აზერბაიჯანში, ნაწილი კი უკრაინის ტერიტორიაზე ჩასახლდნენ. 15 ათასამდე მესხი კი ამერიკაშია გადასახლებული.

თურქეთს კი თურქი მესხები არასდროს დავიწყებია. მათი თურქეთში ჩამოსახლების ინიციატივით ყოველთვის გამოდიოდა. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ თურქი მესხებისათვის ყოველთვის იჩენდა და იჩენს დიდ ყურადღებას. თურქეთმა გადასახლებული მესხების ერთი ნაწილი თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში ჩაასახლა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ მიერ ნალაპარაკები თურქული ენა სწორედ ამ კუთხის კილოს ჰგავს.

რუსეთ უკრაინას შორის მიმდინარე შეტაკებებმა თურქი მესხები კიდევ ერთხელ აიძულა, რომ მიგრაციაში წასულიყვნენ, მაგრამ ამჯერად მათი მიგრაციის გზა დედასამშობლოსკენ გაიხსნა. თურქეთის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები ახლა ვოცეპრემიერ იალჩინ აქდოღანისგან მოვისმინოთ: ”ჩვენი მთავრობა თურქი მესხების საქმეს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და სამომავლოდაც ყოველთვის დავიცავთ მათ უფლებებს.” სწორედ ამის ფარგლებში თურქეთმა უკრაინაში მცხოვრები თურქი მესხები თურქეთში ჩამოასახლა და მათ ასე დახვდა ”კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სამშობლოში.” იალჩინ აქდოღანმა ასევე განაცხადა, რომ 2003 წლამდე 4842, ხოლო მას შემდეგ მათი მმართველობის პერიოდში 23 ათას 546-მა თურქმა მესხმა მიიღო თურქეთის მოქალაქეობა. თურქი მესხების პირველი ჯგუფი თურქეთში 2015 წლის 25 დეკემბერს იქნა ჩამოყვანილი, რომლებიც ქალაქ ერზინჯანში ჩაასახლეს. თურქეთმა ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვილ სახლებში შეასახლეს. ასე დასრულდა თურქი მესხების მრავალათეულ წლიანი მიგრაციის საკითხი მათი სამშობლოში დაბრუნებით.

დღევანდელ პროგრამასაც აქ დავასრულებთ, მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები