თურქეთის ქველმოქმედება - 10/ 12.03.16

ორ ქალაქს შორის განსხვავება სტუმართმოყვარეობაში

446240
თურქეთის ქველმოქმედება - 10/ 12.03.16

რომელიმე ქვეყანაში ცივილიზაციის დონის შესახებ როგორ შეიძლება გავიგოთ? თუ საფრანგეთის ქალაქ კალეს და თურქეთის ქალაქ ქილისს შევადარებთ, მაშინ შეიძლება ამ ქვეყნების ცივილიზაციაც გავიგოთ. ახლა კი ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მიერ მონათხრობს გთავაზობთ.

ერთი ქვეყნის, ან კიდევ ხალხის ცივილიზაციის დონის შესახებ როგორ შეიძლება, რომ გავიგოთ? ამა თუ იმ ქვეყნის ბიბლიოთეკებში ადამიანის უფლებების შესახებ არსებული ნაწარმოებები განა იმ ქვეყნის ცივილიზაციას ასახავს? ამ კითხვების პასუხებს ჩვენს მიერ მოცემული მაგალითების მოყოლის შემდეგ (მსმენელს) თვით მკითხველს ვუტოვებთ. კალესი საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ერთი საპორტო ქალაქია. იგი პარიზიდან 290 კმ-ითაა მოშორებული. კალესში ერთი ლტოლვილთა ბანაკია განთავსებული. ბანაკი ქალაქის საზღვრებში, მაგრამ გარეუბანშია განთავსებული, სადაც ქალაქის საკანალიზაციო სისტემა გადის. ევროპის ცენტრად მიჩნეულ ამ ბანაკში დაახლოებით ხუთი ათასი მიგრანტი ცხოვრობს, რომლების მთავარი ოცნება ინგლისში გადასვლაა. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის და სხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციები საფრანგეთს ხშირად აკრიტიკებენ კალესში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში არსებული არა ადამიანური პირობების გამო. ამ ბანაკში ისეთი ცუდი პირობებია, რომ მიგრანტები გამოქცეულ ქვეყანას სანთლით დაეძებენ. ევროპის ქვეყნებში ცნობილ სამაუწყებლო სააგენტოსთან მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი მიგრანტი აცხადებს: "და-ძმები და მეგობრები დავკარგე. პირველად აქ ჩამოსვლისას ევროპის ქვეყნებზე და ევროპელებზე სულ კეთილი გრძნობებით ვიყავი განწყობილი. სამართლიანობის და ადამიანურობის თვალსაზრისით დიდი იმედები გვქონდა, მაგრამ რა ცხოვრებითაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ასეთი ცხოვრება პირუტყვსაც არ ექნება." მიგრანტები სამაუწყებლო ოპერატორების გამოჩენისას საკუთარ სხეულზე არსებული დაზიანებების ჩვენებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ მათ ეს დაზიანებები ადგილობრივმა პოლიციამ მიაყენათ. შეიძლება ითქვას, რომ კალესის გუბერნატორი ადგილობრივ პოლიციელებს მიგრანტების ცემის და ცუდი მოპყრობის უფლებას აძლევს. მოკლედ, რომ ვთქვათ 66 მილიონიან საფრანგეთში ხუთი ათასამდე მიგრანტს ასე ეპყრობიან. გასული წლის ნოემბრის თვეში მომხდარი პარიზის ტერაქტის შემდეგ სიტუაცია უფრო სავალალო გახდა. დაუდგენელი პირები ხშირად ქალაქ კალესში განთავსებულ ლტოლვილთა ბანაკებს ხანძარს უჩენენ. ინგლისს კი, ის ადგილები სადაც მიგრანტებს გადასვლა სურთ, საზღვრები აქვს ჩაკეტილი. ამის გამო მიგრანტები ტყეებში პოლიციის შიშით ცხოვრებას ცდილობენ. საფრანგეთში განთავსებულ მიგრანტთა ბანაკის შესახებ განცხადება საერთაშორისო მიგრანტთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავჯდომარემ უღურ ილდირიმმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ კალესის მსგავსი ბანაკები აფრიკის ქვეყნებშიც კი არ არის.

ქილისი სირიის საზღვართან განთავსებული 90 ათასიანი თურქული ქალაქია, მაგრამ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო გამოქცეული 130 ათას სირიელ მიგრანტს იფარავს. ანუ თავის მოსახლეობაზე გაცილებით მეტს. სამართალდამცველების ინფორმაციით ქალაქში ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის რაიმე უთანხმოებას ადგილი არ აქვს. იმას, ვისაც ეკონომიური შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი საქმე წამოიწყო. ზოგიერთებს კი სასადილო აქვთ გახსნილი. ქილისში ჩასული სირიელების 30 ათასამდე ბავშვს უკვე სასკოლო ასაკი აქვს. მოსწავლეები, რომლებიც განათლებას ღებულობენ ქილისში, უმრავლესობას სირიის სასკოლო პროგრამის მიხედვით ეძლევა განათლება. ეს კი მათი სამომავლო ცხოვრებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა სამოქალაქო ომის დასრულების, ე.ი. თავიანთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ განათლების თვალსაზრისით რაიმე სახის პრობლემა არ შეექმნათ. სირიელ მოსწავლეებს ასევე თურქულ ენის გაკვეთილებიც უტარდებათ, რაც ასევე ორი ქვეყნის სამომავლო მეგობრული ურთიერთობსი საწინდარი შეიძლება გახდეს. ქილისში ასევე სირიელი ქალებისთვის მრავალმიზნობრივი კულტურის ცენტრებიც არის გახსნილი და მათ სხვადასხვა სფეროში პროფესიული კურსები უტარდებათ. გარდა ამისა, კულტურის ცენტრებში სირიელი ქალების მიერ დამზადებული ნივთები საქველმოქმედო ბაზრობებზე იყიდება.

ახლა კი ქალაქ ქილისს სურს, რომ ეს სამაგალითო სტუმართ მასპინძლობა ბოლომდე დააგვირგვინოს. სულაც რომ არაფერი, სურს, რომ მსოფლიომ დაინახოს მისი ეს ქმედება. სწორედ ამიტომ წარადგინეს იგი ნობელის პრემიაზე. ქილისის მერი ჰასან ქარა ქალაქის მოსახლეობას ასეთი ტოლერანტობისათვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ამ ქალაქში ტოლერანტობის და სტუმართ მასპინძლობის ისტორია იწერება. "მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ხალხთა დიდი მიგრაციების დროს ძლიერი ცივილიზაციის მქონე ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრავმირებები ხდებოდა, მაგრამ ქილისში უკვე ხუთი წელი გავიდა და დიდი ტოლერანტობით და სტუმართ მასპინძლობით სირიელ სტუმრებს მასპინძლობს რა, პატარა რაიმე გაუგებრობასაც კი არ ჰქონია ადგილი. ეს არამხოლოდ თურქეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაში პირველი მოვლენაა. ამიტომ საჭიროა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანი უფლებების დაცვის ორგანიზაციები ჩამოვიდნენ, გაეცნონ აქ არსებულ მდგომარეობას და შემდეგ ეს ყველაფერი თავიანთ ქვეყნებს გააცნონ"- აღნიშნა ქილისის მერმა ჰასან ქარამ. ბოლოს კი, როდესაც ქილისის მერს ვკითხეთ, თქვენის აზრით რა არის ცივილიზაცია, მან ასეთი პასუხი გაგვცა: "ევროპელებს შეიძლება ჰუმანიზმის შესახებ წიგნი დაწერილი ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენ, აქ ქილისში ამ ჰუმანიზმს ცხოვრებაში ვატარებთ. ისტორიის მანძილზე ჩვენ არამხოლოდ სირიელებისთვის, არამედ ვისაც კი ჩვენგან დახმარება უთხოვია, ყველასთვის გაგვიწევია შესაბამისი დახმარება."

დღევანდელ პროგრამასაც აქ დავასრულებთ, მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები