თურქეთის ახალი ხედვა: 11/2016

გეზის პარკის მოვლენებთან ერთად ქვეყნის სტაბილურობამ და ნდობამ დიდი ტრავმა განიცადა

448279
თურქეთის ახალი ხედვა: 11/2016


გეზის პარკის მოვლენებთან ერთად ქვეყნის სტაბილურობამ და ნდობამ დიდი ტრავმა განიცადა.

ჯერ ისევ გრძელდება პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის დარღვევისადმი მიმართული მცდელობის შედეგები.

ქვეყნის მომავლის საშიშროების ქვეშ მოქცევის მიზნით, მოწინავე ტექნიკით, სპეციალური და მგრძნობიარე საოპერაციო სამუშაოები ისევ გრძელდება.

ხდება გავლენიან და დიდ ძალებთან ბინძური ალიანსების შექმნა. მზადდება ბნელი სცენარები. მსგავსი მექანიზმის წინაშე ცალკეული ინდივიდების დგომა ფიზიკურად შეუძლებელია. საჭიროა ინტენსიური და მრავალმხრივი სამუშაოს წარმართვა.

თურქეთის მომავლისადმი ჩირქის მომცხობი კომპანიის წინააღმდეგ ერთი მუჭა ხალხით ბრძოლა შეუძლებელია. დღეს, რასაც ვხედავთ, ეს არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ოპოზიცია.

პირიქით, ეს არის სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა და მის წინააღმდეგ გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ საერთო ერის ერთობლივი ძალისხმევით.

ჩვენმა ხალხმა ქვეყნის მომავლის გათვალისწინებით, აქამდე ტოლერანტობა გამოიჩინა სახელმწიფოს და ერის მოღალატე, ტერ-ორგანიზაციასთან ორგანულად დაკავშირებული ზოგიერთი პოლიტიკურ მოძრაობისადმი, მაგრამ ამის შემდეგ არ მოხდება ეს.

PKK ტერ-ორგანიზაცია, „İŞİD-თან თანამშრომლობის“ მომიზეზებით ახრჩობს თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის ინიციატივას.

ფეთულაჰისტური ტერორისტული ორგანიზაცია (FETÖ), რომელიც წარმართავს პროპაგანდას, რომ ტერორის წინააღმდეგ არ ხდება საჭირო ბრძოლა და ქვეყანა ქაოსისკენ მიემართება, უსაფრთხოების ორგანიზაციებსა და დაზვერვაში შეჟონილი თავისი ჯაშუშებით, სპეციალური ოპერაციების შესახებ ინფორმაციებს უშუალოდ გადასცემს ორგანიზაციებს.

მიუხედავად ამისა, ისინი ვერ აღწევენ თავიანთ მიზანს, იმიტომ, რომ ჩვენი ერი გონიერია იმიტომ, რომ ჩვენს ერს იცავს საზღვრის მიღმა რეგიონებში მცხოვრები ხალხების ლოცვა.

ვინ იბრძვის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შემქმნელების წინააღმდეგ, რომელი ორგანიზაცია უდგას სათავეში ამ არა რეგულარულ, უწესრიგო მოძრაობას.

მოკლედ რომ ვთქვათ დღეს სახელმწიფოში ორგვარი ტერორისტული თავდასხმები მიმდინარეობს. ერთია შეიარაღებული, მეორე სამოქალაქო. ჩემის აზრით შეიარღებულ თავდასხმებთან გამკლავება ბევრად ადვილია პოლიტიკურზე. შეიარღებულის წინააღმდეგ ბრძოლა, თავდაცვა და მისი განეიტრალების გზები აშკარა და ნათელია. მაგრამ, სამოქალაქო ტერორთან ბრძოლა არც თუ ისე ადვილია. ამ სფეროში გონებებში ჩარჩენილი ხელშეუხებლობა ახდენს მიდგომის განსაზღვრას და საკითხის ჩიხში მოქცევას.

სწორედ ეს გახლავთ ტერორის საზოგადოებისთვის მიყენებული ზარალი.

PKK-ს ტერ-ორგანიზაციის მხრიდან, საზოგადოების გამოცვლისადმი მიმართული ძალა, ბევრად ძლიერია შეიარაღებულ ძალაზე. ტერორის იდეოლოგია მეტად სახიფათოა საზოგადოების მომავლისთვის და საზოგადოების თვითმყოფადობისთვის. დღემდე, იარაღზე მეტად საშიში აღმოჩნდა PKK-ს საზოგადოების გამოცვლის იდეოლოგია. ამიტომაც საჭიროა მთავარი ბრძოლის წარმართვა ამ სფეროში.

ეს გახლდათ, ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები