თურქეთის ქველმოქმედება - 9/ 05.03.16

თურქეთის ქველმოქმედება

443921
თურქეთის ქველმოქმედება - 9/ 05.03.16

სირიის მთავრობამ რუსეთის, ირანის და ჰეზბოლას მხარდაჭერით ქალაქ ალეპოში თავდასხმა განახორციელა. მხარეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად გამოქცეული ათი ათასობით სირიელი თურქეთის საზღვართან არიან შეკრებილნი. ახლა კი მათი მდგომარეობის შესახებ თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მიერ მონათხრობს გთავაზობთ.

სირიაში დაწყებული სამოქალაო ომიდან დღემდეს ხუთი წელი გავიდა. ამ ხუთი წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანმა საკუთარი სამშობლო და მიწა-წყალი მიატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. მხოლოდ თურქეთში სამ მილიონამდე სირიელი მიგრანტი ცხოვრობს, ხოლო ლიბიას, ეგვიპტეს, იორდანიას და ერაყსაც თუ ჩავთვლით საკუთარი ქვეყნის გარეთ მცხოვრები სირიელების რაოდენობამ შეიძლება ხუთ მილიონს გადააჭარბოს. ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო ასევე ქვეყნის შიგნით 10 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით ადგილნაცვალი გახდა. აი ამ ყველაფრის რიცხვებს კი არა, თუ მომხდარ მოვლენებს გადავხედავთ, დავინახავთ რომ სიტუაცია მართლაც და სავალალოა. დღეისათვის თურქეთი ევროკავშირის ქვეყნებში შესული ლტოლვილების მიმართ აღმკვეთი სამუშაოების არ გატარების გამო, ხშირად კრიტიკის საგანი ხდება. ამჟამად 500 მილიონიან ევროპაში დაახლოებით 1 მილიონამდე სირიელი მიგრანტია შესული. აი სწორედ ამ ერთი მილიონი მიგრანტის გამო აქვთ პრეტენზიები ევროპელებს რა, აცხადებენ, რომ მათ მიგრანტების შეფარვის საშუალება არ აქვთ, როცა თურქეთს სამ მილიონამდე სირიელი მიგრანტი აფარებს თავს და თურქეთი საკუთარი ხარჯებით ინახავს და რაიმე სახის პრეტენზიასაც არ გამოთქვამს. ახლა ციფრებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას და საკითხს უფრო დეტალურად გადავხედავთ, მაშინ, ასეთი კითხვა შეიძლება დაგვებადოს: შეუძლია თუ არა გერმანიას ყოველდღე ორ მილიონიანი სლოვენიის, 500 ათასიანი ლუქსემბურგის და 400 ათასიანი მალტის ყველანაირი მოთხოვნილების დაკმაყოფილება? სხვანაირად რომ ვთქვათ, ზემოთხსენებულ სამ ქვეყანას გერმანიამ ყოველგვარი მოთხოვნილება უნდა დაუკმაყოფილოს და ეს ხუთი წელი ასე უნდა გაგრძელდეს, ზუსტად ისევე, როგორც თურქეთი ინახავს ამ ხუთი წლის განმავლობაში სირიელებს და განა გერმანიას აქვს ამის შესაძლებლობა? ასეთი კითხვა ნებისმიერ გერმანიის მოქალაქეს რომ დაუსვათ, რა თქმა უნდა გვიპასუხებს ”არა, ეს როგორ შეიძლებაო, ევროკავშირის ქვეყნებს ასეთი ტვირთის ზიდვა არ შეუძლია”. შეიძლება ზოგიერთებს ამის დაჯერება არ სურდეს, მაგრამ თურქეთი ზუსტად ხუთი წელია ამ მდგომარეობაშია, ანუ ხუთი წელია სლოვენიის, ლუქსემბურგის და მალტის მოსახლეობის ოდენა სირიელ ხალხს მასპინძლობს. მათ ყველანაირ საყოფაცხოვრებო პირობებს უქმნის. სირიელი მიგრანტები, რომლებიც თურქეთს აფარებენ თავს, ნაწილი მათთვის აშენებულ ბანაკებში, ნაწილი კი ქალაქებში არიან განთავსებულნი. თურქეთი სირიელი მიგრანტებისათვის ბავშვების განათლებას, ქალებისთვის სპეციალობის და პროფესიის დაუფლების სხვადასხვა კურსებს მართავს, რითაც ცდილობს, მათი ადაფტაცია მოახდინოს თურქულ გარემოსთან. დიახ, ზემოთ ხსენებული სამი ევროპული ქვეყნის მოსახლეობის ოდენა სირიელი ყოველდღიურად თურქი ქველმოქმედი ხალხის შემოწირულობებით იკვებება. ამდენი მიგრანტის თავშეფარვის შესახებ ევროპელებისადმი ზემოთ დასმული ანალოგიური კითხვა თურქს რომ დაუსვათ, უმრავლესობა ასეთ პასუხს გაგცემთ ”ღმერთის წყალობით უფრო მეტსაც გავაკეთებთ”. ამის მთავარი ფაქტორი კი ისაა, რომ თურქები შუამავალ მუჰამმედის ხადისში ხსენებული პირობით, ”თუ მეზობელი მშიერია და თვითონ მაძღარი, მაშინ ის ჩვენგან არ არის”- მიხედვით ცხოვრობენ. ახლაც, სირიის რეჟიმის, რუსეთის, ირანის და ჰეზბოლას მიერ ალეპოს ჩრდილოეთით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ათასობით ადამიანი თურქეთისკენ დაიძრა თავშესაფრისათვის. თურქეთის ქალაქ ქილისთან სირიის საზღვარზე ამჟამად დაახლოებით 50 ათასი ადამიანი თავშესაფარს ელოდება და სურს რომ თურქეთს შეაფაროს თავი. თურქეთი კი მათ მიმართ შესაბამის ნაბიჯს დგამს და როგორც ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, მიგრანტების მიღების დროს მათ რწმენას და ეთნიკურობას არ აქცევს ყურადღებას. ე.ი. თურქეთი ევროპასავით არ იქცევა, განურჩევლად რწმენისა და ეთნიკური წარმომავლობისა, ყველას იღებს. თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაცია, თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტო და სხვა ორგანიზაციები საზღვრის გასწვრივ კარვების მშენებლობას აგრძელებენ. ასევე მათ გამზადებული აქვთ საჭირო ნივთსაგნები, ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები. იქ მომუშავე თურქები ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ მიგრანტებს შორის არსებულ ბავშვებს და მოხუცებს. მათ ვისაც ზამთრის ტანსაცმელი არ აქვთ, ეძლევათ კიდეც და მათ ასევე ყოველდღიურად საკვებიც გადაეცემათ. სირიელების ამ მდგომარეობას ყველაზე მეტად თურქეთი ითვალისწინებს და მის მსგავსად სხვა ქვეყნებიც რომ იზიარებდნენ მათ მდგომარეობას, მაშინ, შეიძლება ის ტრაგედიები, რომელიც ზღვებში ხდება აღარ მოხდებოდა.

დღევანდელ პროგრამასაც აქ დავასრულებთ, მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები