თურქეთის კულტურული საგანძური 9/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის კულტურულ საგანძურებს შორის, ანადოლიის, მსოფლიოში აღიარებული ადგილებიდან კაბადოკიას

442658
თურქეთის კულტურული საგანძური 9/2016

თურქეთის კულტურული საგანძური 9/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის კულტურულ საგანძურებს შორის, ანადოლიის, მსოფლიოში აღიარებული ადგილებიდან კაბადოკიას.

კაბადოკია სპარსულად ნიშნავს ლამაზი ცხენების ქვეყანას. სპარსელები, ჩვწ.აღ-დე მეშვიდე საუკუნეში მისულან ამ საუცხოო რეგიონში, რომელიც გამოირჩევა საუცხოო რელიეფით, ბუნებით, ვულკანურილანდშაფტებით, კლდეებში გამოკვეთილი უთვალავი ეკლესიებით და მეჩეთებით.

1985 წლიდან, რეგიონი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. კაბადოკია მდებარეობს კიზილირმაკის აუზის ფართო გეოგრაფიულ არეალზე და მოიცავს კაისერის, ნევშეჰირის, ურგუპის, გორემეს, იჰლარას ხეობებსაც.

რომის პერიოდში, სამხრეთში, თორ ოსის მთებიდან დაწყებული ჩრდილოეთით შავ ზღვის მომცველ უფრო ფართო ტერიტორიებს მოიცავდა კაბადოკია, რომლის წარმოთქმისას გვახსენდება, მე-16- საუკუნის ევროპელი მოგზაურების, რეგიონის მონახულების შემდეგ შერქმეული სახელწოდება „ფერიების სამშობლო“.

კაბადოკიის ისტორია, რამდენიმე მილიონი წლის წინ, სამი ვულკანის ამოფრქვევით, ასი კმ-ის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესის ლანდშაფტის წარმოშობით დაიწყო. თუმცა, წვიმების, ეროზიის, სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანებმაც შეიტანეს სათანადო წვლილი და კაბადოკია ბუნების და ადამიანების ერთობლივად შექმნილ ალბათ ყველაზე ბრწყინველე ჰარმონიად გადააქციეს დედამიწაზე. ისტორიის მანძილზე იგი ყოფილა ჩრდილოეთიდან სამხრეთში, აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადასასვლელი გზების გადამკვეთი ადგილი და სხვადასხვა კულტურათა კონფლიქტების შუაში მოქცეული.

თავდასხმების და ძარცვებისგან დაცვის მიზნით, ვულკანური ქანებით შესაძლებელი ყოფილა მიწისქვეშა ქალაქების გაშენება. იმის გამო, რომ მიწისქვეშა ქალაქების შესასვლელები დიდი კლდეებით არის დაფარული, მეტად ხელსაყრელია თავდამსხმელებისგან დასაცავად.

საკმაო საკვები პროდუქტის შენახვით შესაძლებელი ყოფილა ათასობით ადამიანის უსაფრთხოების დაცვა. დღეს კი, მსგავსი ქვის სახლები საცავის სახით არის გამოყენებული და უზრუნველყოფილია სასოფლო სამეურნეო პროდუქციების უცვლელად შენახვა.

კაბადოკია, ბუნებრივი სილამაზეების გარდა, მნახველს აჯადოებს საუცხოო კლდოვანი ეკლესიებით. რეგიონი, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ითვლებოდა რომის პერიოდში, როცა ქრისტიანები ზეწოლების ქვეშ იმყოფებოდნენ.

აკრძალული მონოთეისტური სარწმუნოების გასავრცელებლად, ქრისტიან ლიდერებს, პირველად აქ მოუხდენიათ კლდეების გათხრით სამონასტრო არქიტექტურის მშენებლობა. უსარგებლიათ, რეგიონის ბუნებრივი პირობების შესაძლებლობებით.

იმ პერიოდში მძიმე ზეწოლების ქვეშ უხდებოდა ქრისტიანებს ცხოვრება. ორმოცი ჯარისკაცის ცივ ტბაში ჩავარდნით თავის განწირვა და გვამების დაწვა, არის ქრისტიანობის პირველი მოწამეობრივი ფაქტის ამსახველი მაგალითი. ამ ამბებს უკავშირდება რიგ რეგიონებში დაფიქსირებული ორმოცთა მთა, ორმოცთა ეკლესია. ამ ადგილზე მომხდარა ხალხებს შორის, ქრისტიანული დოქტრინის გავრცელებაც. იმპერატორის, კონსტანტინეს მხრიდან ქრისტიანობის მიღებამ, კიდევ უფრო შეუწყო ხელი რეგიონში დიდი მონასტრების გაშენებას. ირანელების და არაბების შემოსევებმა კი, შეამცირა რეგიონის მოსახლეობა. მალაზგირთის ომის შემდეგ, რეგიონში მებატონე სელჯუკების და ოსმანელების პერიოდიდან დაწყებული, კაბადოკიაში დღემდე გაგრძელდა მშვიდობის ატმოსფერო.

ქრისტიანული მოსახლეობის თვითმყოფადობა კი, ამ ადგილებში გაგრძელდა 1924 წელში მიღებულ გაცვლით ხელშეკრულებამდე, რომლის შემდეგაც საბერძნეთის თურქული მოსახლეობა ანადოლიაში, რეგიონის ბერძენი მოსახლეობა კი, საბერძნეთში იქნა გადასახლებული.

1.600 წლის მანძილზე, გაშენებული ასობით ეკლესიის ნახვა ამ ადგილებში ყოველთვის არის შესაძლებელი.

კაბადოკიის ტურიზმის, ერთ-ერთ თვალსაჩინო სახეობად ითვლება საჰაერო ბუშტით მოგზაურობა. შესაძლებელია ციდან გარემოს საუცხოო სილამაზის დათვალიერება და სურათების გადაღება.

კაბადოკია, დღეს ითვლება იმ შესანიშნავ ადგილად, რომელსაც მრავალი მნახველი ჰყავს და რომლითაც დიდ დაინტერესებას გამოხატავენ ტურისტები. კლდოვანი გამოქვაბულის რესტორნებში შესაძლებელია საუცხოო თურქული კერძების და სასმელების გემოს გასინჯვა. უქმ დღეებში ეწყობა თურქული საღამოები, თურქული ფოლკლორის შესანიშნავი ნიმუშების, ცეკვების და სიმღერების წარმოდგენა.

კაბადოკიის სილამაზეების და დამსვენებლებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობების დანახვა შეგძლიათ ინტერნეტის მეშვეობითაც. ყველას ველით თურქეთსა და კაბადოკიაში.



მსგავსი ინფორმაციები