თურქული კულტურის ისტორიიდან 8

მიმარ კოჯა სინან

440939
თურქული კულტურის ისტორიიდან 8


თურქული არქიტექტურის ისტორიის და კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია მიმარ კოჯა სინანი. მისი მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურული ნაგებობების შესახებ მრავალ არქიტექტურულ სასწავლებლებში გაკვეთილები ტარდება და ლექციები იკითხება. მიმარ სინანი 1490 წელს კაისერის ოლქში შემავალ გესის დასახლებაში დაიბადა. ძველ ოსმანური სარეგისტრაციო დავთრის მიხედვით ხსენებულ სოფელში გერბანები, ე.ი. ქრისტიანი თურქები ცხოვრობდნენ. დღემდის არ არის დადგენილი მამამისის სახელი, ხოლო დედამისს ან ქამერ ხათუნი, ანდა ემინე ჰათუნი რქმევია. ახლა მიმარ სინანის შესახებ მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს

მიმარ სინანი 1512 წელს ე.წ. აჯემიოღულლარების სკოლაში შესულა, სადაც კალატოზობა შეუსწავლია. 1521 წელს, სანამ ოსმანეთის არმიასთან ერთად ბელგრადის ლაშქრობაში წავიდოდა, მანამდის იენიჩარი, ე.ი. პრივილეგირებული ქვეითი ჯარისკაცი გახდა. ოსმანეთის არმიაში მსახურობის დროს მან თითქმის ყველა წარმატებულ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა და ასე შემოიარა ირანი, ერაყი, სირია, ეგვიპტე, უნგრეთი, სამხრეთ ავსტრია და ბალკანური ქვეყნები. მან პირველად როგორც კონსტრუქტორმა თავი ირანის ლაშქრობაში გამოიჩინა. იმ დროს ვანის ტბის ერთ მხარეს ოსმანური, ხოლო მეორე მხარეს სპარსელები იდგნენ. სინანმა ოსმან ფადიშაჰს კანონიერ სულეიმანს სადაზვერვო გემების მშენებლობის მიზნით ფიცრის მასალებით უზრუნველყოფა მოსთხოვა, რის შემდეგაც მან სახელდახელოდ ააწყო ბორნის მსგავსი სამი ხიდი და მათით ჩუმად გადავიდნენ რა ვანის ტბის მეორე მხარეს, საკმარისი სადაზვერვო ინფორმაციები მოიპოვეს, რის შემდეგ ოსმანები შეტევაზე გადავიდნენ და დაამარცხეს მტერი.

1538 წელს კი, მოლდავეთის ქალაქ ბოგდანზე ლაშქრობის დროს მათ წინ დახვდათ მდინარე პრუტი და გაუვალი ჭაობი, რომლებთა გადალახვაც შეუძლებელი იყო და აი აქაც გამოჩნდა მიმარ სინანის ნიჭი. მან ხე ტყის მასალისგან 13 დღეში ასაწყობი ხიდი გააკეთა ჭაობზე და მასზე მოულოდნელად გადავიდნენ რა ოსმანური ჯარები, ასე დაიპყრეს ბოგდანი. მიმარ სინანმა ააგო ასევე მდინარე დუნაიზე გადასასვლელი ხიდები და ამით ხელი შეუწყო ოსმანური არმიის წინსვლას ბალკანეთში. ასეთი წარმატებული პროექტების გამო სულთანმა სულეიმანმა მიმარ სინანი ოსმანური ჯარების ლოჯისტიკიკური ნაწილების უფროსად დანიშნა. მშვიდობის პერიოდში მან ინჟინრობა და არქიტექტურა შეისწავლა.

1539 წელს, 49 წლის სინანი ოსმანეთის მთავარი არქიტექტორი გახდა. მომდევნო ათწლეულებში სინანმა ოსმანეთის იმპერიის ოთხივ კუთხეში განუმეორებელი სილამაზის და გამძლეობის სრა სასახლეები, მეჩეთები, მედრესეები, ხიდები, ქარვასლები სხვა ნაგებობები ააგო, რომელთა უმრავლესობა დღემდისაა შემორჩენილი და ისინი ანცვიფრებენ და აჯადოებენ მნახველებს. მის არქიტექტურულ პროექტებში ყველაზე მეტად სჭარბობს ცენტრალურ გუმბათიანი ნაგებობები, რომლებიც იტალიის რენესანსის ეპოქის არქიტექტორების ოცნება იყო. თავის არქიტექტურულ მოღვაწეობას სინანი ორ ნაწილად ჰყოფდა, პირველ ნაწილში აშენებულებს იგი შეგირდობის პერიოდად მიიჩნევდა, მეორე ნაწილში აშენებულებს კი ოსტატობის

მიმარ სინანი რაც ოსმანეთის მთავარი არქიტექტორ გახდა, მას შემდეგ სამი უდიდესი ძეგლი ააგო, რომლებიც ცხადყოფენ მისი არქიტექტურული ნიჭის განვითარების საფეხურებს. ამათგან პირველია სტამბოლში აგებული შაჰზადეს, ე.ი. უფლისწულის სახელობის მეჩეთ კომპლექსი, რომელიც შემდგომ აშენებული მეჩეთებისათვის ნიმუშად გადაიქცა. მეორე იყო ისევ სტამბოლში სულეიმანიეს სახელობის მეჩეთი, რომელიც აია სოფიის მოპირდაპირე მხარეს 1550-1557 წლებში აღიმართა და ამ ორივე ძეგლმა არაჩვეულებრივი არქიტექტურული კოლორიტი შესძინეს ქალაქს და სტამბოლში ჩამოსული ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტები და სტუმრები აუცილებლად ნახულობენ არქიტექტურული ხელოვნების ამ ორივე შედევრს. სინანის მესამე ძეგლს კი ედირნეში 1573 წელს აშენებული სელიმის სახელობის მეჩეთ კომლექსია, რომელიც მან ააგო 86 წლის ასაკში და იგი ქალაქ ედირნეს მარგალიტს წარმოადგენს

მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ძველი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციაშიც. სწორედ მან აღადგინა და გაამაგრა აიასოფიაც, რომლის გუმბათი ხშირად ინგრეოდა. მან 1573 წელს ჯერ ეს გუმბათი არადგინა, შემდეგ საყრდენი კოლონებით მთელი ტაძარი გაამაგრა და მას შემდეგ მისი არც ერთი ნაწილი აღარ ჩამონგრეულა. სინანმა მრავალი სხვა ნაგებობანიც აღადგინა, გააგანიერა და კეთილ მოაწყო სტამბოლის მოედნები და პროსპექტები. იგი 1588 წელს გარდაიცვლა და დაკრძალულ იქნა სულეიმანიეს სახელობის მეჩეთის გვერდით მდებარე აკლდამაში, რომელიც თვით მან ააშენა

მოკლედ, მიმარ სინანის მიერ აშენებულ არქიტექტურულ ნაგებობებში შედის 81 მეჩეთი, 51 მესჯიდი, 55 მედრესე, 26 ყურანის შემსწავლელი კურსი, 17 აკლდამა, 17 სასახლე, 3 საავადმყოფო, 5 წყლის სისტემა, 8 ხიდი, 20 ქარვასლა. 36 დარბაზი, 8 მარანი და 48 აბანო, ე.ი. მთლიანობაში 375 ძეგლი. ამათგან უმრავლესობამ დღემდის მოაღწიეს, ხოლო მისი ედირნეში გაშენებული სელიმიეს მეჩეთი მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობაში შევიდა, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი



მსგავსი ინფორმაციები