თურქეთის ქველმოქმედება - 8/ 27.02.16

თურქეთის ქველმოქმედება - 8/ 27.02.16

440017
თურქეთის ქველმოქმედება - 8/ 27.02.16

ლონდონში ჩატარებული სირიის კონფერენციის დროს შეგროვილი შემოწირულობები სირიელი ლტოლვილების იარას რამდენად მოაშუშებს? ასეთი კითხვა დაიბადა ლონდონის კონფერენციის დროს. ახლა ამ კონფერენციის შესახებ განსხვავებულ შეხედულებებს თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მიერ მონათხრობს გთავაზობთ.

თურქმა ხალხმა იემენი მხოლოდ მის მიმართ მიძღვნილი სიმღერიდან იცის. იემენი ანუ როგორც რომაელი გეოგრაფები უწოდებდნენ ხოლმე, ”ბედნიერი არაბეთი”-ა. ამ ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის ექმნებოდა სხვადასხვა პრობლემები. ასევე მთელი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები შორეულ ზღვებში სწორედ იემენიდან გადიოდნენ, რის გამოც ხშირად ხდებოდა ეს ქვეყანა სხვადასხვა შეტაკებების ცენტრი. გეოგრაფიაში კი იგი ბედნიერ არაბეთად არის მოხსენიებული. იემენი ისტორიის მანძილზე ყველაზე ბედნიერად მხოლოდ ოსმალეთის მმართველობის პერიოდში გახლდათ. ოსმალეთის იმპერიამ იემენზე მმართველობა 1538 წელს დაამყარა და იგი დაახლოებით 300 წელს გაგრძელდა. დროთა განმავლობაში იემენში მოკლე პერიოდებით რამდენიმე ანტიოსმალური აჯანყება მოხდა, მაგრამ 1871 წელს ოსმალეთმა დომინირება ისევ მოახერხა. ამის შემდეგ ოსმალეთის იემენზე დომინირება პირველ მსოფლიო ომამდეს გაგრძელდა. თურქი ხალხისთვის ცნობილი სიმღერა სწორედ ამ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაიწერა, რადგან ის თურქები, რომლებიც იემენის დაცვის მიზნით საბრძოლველად მიდიოდნენ, უკან აღარ ბრუნდებოდნენ. სწორედ ამის შემდეგ დამყარდა თურქ და იემენის მკვიდრ არაბებს შორის ძმური ურთიიერთობები. იემენი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ადენის ყურეში, წითელ ზღვაში საზღვაო ვაჭრობის და სამხედრო კონტროლის თვალსაზრისით ძალზედ მინიშვნელოვან ადგილზეა განთავსებული. 2014 წლის მონაცემებით იემენში 26 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 99,1% მუსლიმანია, ხოლო დამარჩენი იუდეველი, ქრისტიანი და სხვა მრწამსის მიმდევარი. იემენში 2015 წლის მარტის თვეში დაწყებული სამოქალაქო ომი დღემდე გრძელდება. როგორც სხვა ქვეყნის სამოქალაქო ომში, აქაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი ზარალდება. არასრული ინფორმაციით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იემენში სამოქალაქო ომის ფარგლებში 7 ათასი ადამიანი დაიღუპა. 16 ათას 500-ზე მეტი კი დაშავდა. სამოქალაქო ომის გამო ასევე 175 ათასზე მეტი მოქალაქე მეზობელ ქვეყნებში წავიდა მიგრაციაში, ხოლო ქვეყნის შიგნით საცხოვრებელი ადგილი იძულებით 1 მილიონ 440 ათასზე მეტმა ადამიანმა შეიცვალა. როგორც მოგეხსენებათ ნებისმიერი სახის ბრძოლა უპირველეს ყოვლისა ბავშვებზე და ქალებზე უარყოფითად აისახება. ერთ წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად გარდაცვლილებს შორის 600-ზე მეტი ბავშვი, ხოლო 300-ზე მეტი ქალია. იემენში ბრძოლის შედეგად დაზარალებულებს ახლა ყველაზე მეტად საკვები ნივთიერება და სუფთა სასმელი წყალი ესაჭიროებათ. სამოქალაქო ომის გამო იემენში საკვები პროდუქტების ფასი 50%-ით გაძვირდა. 26 მილიონიან ქვეყანაში ამჟამად 13 ათასამდე ადამიანს სასწრაფო წესით საკვები ნივთიერებები, ხოლო ჰუმანიტალური დახმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროებათ. სამოქალაქო ომის ფარგლებში ასევე თითქმის მთლიანად არის გამოუყენებელი სამედიცინო სისტემა, რის გამოც ასევე სასწრაფო წესით 15 მილიონზე მეტ ადამიანს პირველადი ჯანდაცვის საშუალებები ესაჭიროებათ. ასეთ რთულ მდგომარეობაში მოძმე ერი რას აკეთებს? რა თქმა უნდა თავისი ძმობის შესაფერისად იქცევა. თურქმა ხალხმა ამ ბოლო დროს იემენისთვის ძალიან დიდი ქველმოქმედება გასწია. იემენში საქველმოქმედო პროდუქციის შეტანის ყველაზე ხელსაყრელი გზა საზღვაო გზაა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველომ (AFAD) თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად გემი დაიქირავა რომელსაც ”თანაგრძნობის გემი” დაარქვა და მასზე დატვირთული 4.4 ტონა საკვები პროდუქტით, 6 ტონა პირველადი სამედიცინო დახმარების პრეპარატებით და სხვა საჭირო პროდუქციებით დატვირთული გემი ქალაქ მერსინის პორტიდან ლიბიაში გააცილა. როგორც სხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, ამაშიც რა თქმა უნდა ჩართული იყო თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაცია. თურქეთის მხრიდან ლიბიაში გაგზავნილ მხოლოდ ამ ქველმოქმედებაში 27 მილიონზე მეტი თურქული ლირა დაიხარჯა. იემენში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამჟამად არცერთი ქვეყნიდან შესაბამისი განცხადება არ კეთდება, მხოლოდ თურქეთის ვიცეპრემიერმა იალჩინ აქდოღანმა გაამახვილა ყურადღება და მსოფლიო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. არცერთი ძალადობა და სამოქალაქო ომი სამუდამოდ არ გრძელდება. ალბათ ერთ დღეს იემენშიც დასრულდება სამოქალაქო ომი და ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. იემენის მკვიდრ არაბებს კი შეიძლება მხოლოდ თურქეთიდან გაგზავნილი ”თანაგრძნობის გემი” ახსოვდეთ, ზუსტად ისევე, როგორც თურქი სამხედროების მხრიდან იემენის გასანთავისუფლებლად დაღვრილი სისხლი ახსოვთ.

დღევანდელ პროგრამასაც აქ დავასრულებთ, მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები