თურქეთის ქველმოქმედება - 7/ 20.02.16

თურქეთის ქველმოქმედება - 7/ 20.02.16

435558
თურქეთის ქველმოქმედება - 7/ 20.02.16

ლონდონში ჩატარებული სირიის კონფერენციის დროს შეგროვილი შემოწირულობები სირიელი ლტოლვილების იარას რამდენად მოაშუშებს? ასეთი კითხვა დაიბადა ლონდონის კონფერენციის დროს. ახლა ამ კონფერენციის შესახებ განსხვავებულ შეხედულებებს თურქეთის წითელი მთვარის ორგანიზაციის პრესმდივნის, სელაჰათთინ ბოსტანის მიერ მონათხრობს გთავაზობთ.

ინგლისის დედაქალაქმა ლონდონმა გასულ კვირას მნიშვნელოვან შეხვედრას უმასპინძლა. კონფერენციის სახელწოდება ”სირიის დონორთა კონფერენცია” გახლდათ. კონფერენციიდან სასიხარულო და სამწუხარო ამბავი მოვიდა. სასიხარულო ამბავი ისაა, რომ კონფერენციაზე დამსწრეებმა სირიელი მიგრანტებისათვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის მატერიალური დახმარების პირობა დადეს. ამ დახმარებიდან 5,6 მილიარდი დოლარი მიმდინარე წელს უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო დანარჩენი თანხა 2017-2020 წლებში უნდა იქნეს შეგროვილი და გამოყენებული. ინგლისის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი ლონდონში გამართული ღონისძიებით კმაყოფილი გახლდათ. კონფერენციის დროს ასევე სხვადასხვა ბანკებმა და საქველმოქმედო ორგანიზაციებმა 40 მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყოფას დაჰპირდნენ. კამერონმა ისიც განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა ერთი ქვეყნისთვის ერთ დღეში შეგროვლილი დახმარება იყო და იგი ამით ერთგვარ კმაყოფილებასაც გამოთქვამდა.

კონფერენციის სამწუხარო ამბავის შესახებ სანამ გიამბობთ, კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ შესაგროვებელი თანხის 1,7 მილიარდი დოლარი სირიელი მოსწავლეეებითვის უნდა იქნეს გამოყენებული 1,1 მილიარდი კი სირიელი სხვა მიგრანტების დასაქმებისთვის უნდა გამოიყენონ.

რაც შეეხება კონფერენციის სამწუხარო ამბავს. მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ სირიის პრობლემა ფულით ვერ მოგვარდება. აღნიშნულ კონფერენციას თურქეთის სახელით პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ესწრებოდა და მან იქ სიტყვით გამოსვლისას მიგრანტებზე გაამახვილა ყურადღება, რითაც სირიაში მიმდინარე პროცესების ადამიანურ და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე სურდა გაემახვილებინა ყურადღება. სირიაში სამოქალაქო ომი უკვე მეექვსე წელია გრძელდება და ზოგიერთი წყაროების მიხედვით ამ ხნის განმავლობაში 250 ათასი, ზოგიერთის მიხედვით კი 400 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4,6 მილიონი ადამიანი იძულებითი ადგილნაცვალი გახდა, ასე რომ ქვეყნის შიგნით 13 მილიონი ადამიანი დახმარებას ითხოვს. გასულ თვეში ქალაქ მადაიში შიმშილის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების მდგომარეობა ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია.

თურქეთი ამ ხნის განმავლობაში როგორც მის ტერიტორიაზე, ასევე საზღვრის მეორე მხარეს, ალეპოში დაბანაკებულ სირიელებსაც უწევს დახმარებას. ბოლო დღეებში კი ასადის რეჟიმმა რუსეთის, ირანის და ჰეზბოლას დახმარებით ალეპოზეც დაამყარა კონტროლი, რამაც თურქეთის ქველმოქმედებას შეიძლება ხელი შეუშალოს. ეს კი ახალი ტრაგედიის საწინდარია, რადგან ალეპოში თურქეთის საზღვართან, 60-70 ათასი მიგრანტი ელოდება თავშესაფარს. მადაიას ბანაკი წლებია ასადის რეჟიმის კონტროლის ქვეშაა და იქ შიმშილისაგან ასობით ადამიანი დაიღუპა. თუ ალეპოს პრობლემა არ მოგვარდება, შეიძლება მათაც იგივე ბედი ეწიოთ. ლონდონში გამართულ კონფერენციაზე ყურადღებას იქ მიმდინარე მოვლენებზე კი არ ამახვილებენ, არამედ მათ ჰგონიათ, რომ შეგროვილი თანხით პრობლემას მოაგვარებენ. თურქეთის პრემიერმინისტრმა დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთში სირიელი ლტოლვილებისათვის განთავსებულ ბანაკებში დღემდე 10 მილიარდი, ხოლო ბანაკებს გარეთ მათთვის 20 მილიარდი დოლარი დახარჯეს. თურქეთის მხრიდან გაწეული დახმარება ლონდონში შეკრებილი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ შეგროვილ თანხაზე მეტია. თურქეთის მიერ გაწეული ქველმოქმედება სირიელების საკვების, სამედიცინო და ნაწილობრივ საგანმანათლებლო მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. სიმართლე კი ერთია, რომ რამდენი თანხაც არ უნდა შეგროვდეს, სირიელების წარსულის დაბრუნება მაინც შეუძლებელია, მანამ, სანამ მათ ქვეყანაში სამოქალაქო ომი არ დასრულდება და სანამ თურქეთში, ერაყში, იორდანიაში, ეგვიპტეში და ლიბიაში მყოფი სირიელი ლტოლვილები საკუთარ სახლკარს არ დაუბრუნდებიან. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ სირიელების მომავლისათვის მხარდაჭერა კიდევ უნდა გაგრძელდეს, რათა იქაურ ხალხს სამომავლო ცხოვრება გაუადვილდეს. თურქეთის სირიელი მიგრანტების მიმართ ხედვა პრემიერმინისტრ დავუთოღლუს სიტყვებით შეიძლება შევაჯამოთ: ”ისინი ჩვენი თანამემამულეები არ არიან, მაგრამ ჩვენი ძმები და მეგობრები არიან.”

დღევანდელ პროგრამასაც აქ დავასრულებთ, მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქველმოქმედება

მსგავსი ინფორმაციები