საუბარი ისლამზე 7 / 19.02.16

საუბარი ისლამზე 7 / 19.02.16

435523
საუბარი ისლამზე 7 / 19.02.16

საუბარი ისლამზე 7 / 19.02.16

შუამავლების რწმენის ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით მნიშვნელობა

ღმერთს ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში მიტოვებულად არ გაუჩენია, მას ელჩის სახით შუამავლები გამოუგზანა. შუამავლების მეშვეობით კი მათ წიგნები გამოუგზავნათ და ნეტარების მოპოვების საშუალება მისცათ. მანვე ადამიანი რაციონალურ არსებად გააჩინა და მრავალი შესაძლებლობა მისცა. მაგრამ ღმერთზე მორჩილების და ღვთისმსახურების შესახებ ინფორმაცია რომ ჰქონოდათ, ამისათვის წიგნები და შუამავლები ესაჭიროებოდათ და სწორედ ამიტომაა, რომ ღმერთმა შუამავლები ადამიანებისგან შეარჩია და ეს მოთხოვნილება დაკმაყოფილდა. წმ. ყურანში სურა ნაჰლის 36-ე აიათში შუამავლების რწმენასთან დაკავშირებით ასეა მოხსენიებული: ”და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისათვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს”. ამ აიათში ალლაჰი ნათლად ასახავს შუამავლების წარმოგზავნის მიზეზს და შეიძლება ითქვას, რომ ღმერთის მიერ ადამიანებისათვის წარმოგზავნილი შუამავლები მრავალ მოწყალებათაგან ერთ-ერთია. ამის შესახებ კი წმ. ყურანში სურა ალი იმრანის 164-ე აიათში ასეა აღწერილი: ”მოჰმადლა ალლაჰმა მოწყალება მორწმუნეებს, როცა მოუვლინა მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე ისინი ცხად გზააბნევაში იყვნენ.” შუამავლობის მოპოვება პირადი გარჯის შედეგად მოსაპოვებელი ტიტული არ არის, არამდეგ ღმერთის წყალობაა. ღმერთი ამ თანამდებობისთვის შერჩეულ პირს ყოველგვარი ცუდისა და ბოროტებისგან იცავს რა, თვით ალლაჰი ღზრდის შესაბამისად. უზენაესი ალლაჰი ყოველ თავის გაჩენილებს მოუწოდებს, რათა შუამავლები იწამონ. ამიტომაა, რომ შუამავლებზე რწმენა, რწმენის პირობათაგან ერთ-ერთია. შუამავლებზე რწმენაც ასევე მათზე ზეგარდმოვლენილზე რწმენის აუცილებლობას და მის მიხედვით ცხოვრებას გვავალდებულებს. შუამავლის უარყოფა მასზე ზეგარდმოვლენილის უარყოფაცაა. შუამავალთაგან ზოგიერთებზე რწმენა და ზოგოერთების უარჰყოფა ურწმუნოების ტოლფასია, რადგან ყურანი ასე გვაფრთხილებს. წმ. მუჰამმედ შუამავალის მოსვლამდე ადამიანის გაჩენის დღიდან დღემდე მრავალი შუამავალი იქნა მოვლენილი. ყურანი კი მათი ნაწილის შესახებ მოგვითხრობს, მაგრამ ყოველი შუამავალი, მის წინ მომავლის რწმენას ამტკიცებდა და მას შემდეგ მომავალი შუამავლის შესახებაც ინფორმაციას ტოვებდა. დღემდე მოსული შუამავლების ”ისლამი”, ანუ ღმერთისადმი მირჩილება და მისი კანონების მიხედვით ცხოვრება გახლდათ. ადამიანები ღმერთის რწმენისკენ მომწოდებელი შუამავლების მთავარი მოვალეობა ადამიანების ჯოჯოხეთისგან ხსნაა. ამის შესახებ შუამავალი მუჰამმედი ერთ-ერთ ხადისში ასეთ მსგავსებას აკეთებს: ”ჩემსა და თქვენს შორის ურთიერთობა ხანძარში ჩავარდნის მცდელობაში მყოფის გადამრჩენს ჰგავს. ვინც მე ხელში ჩამეჭიდება ჯოჯოხეთის ცეცხლისგანაც გადარჩება, მაგრამ ვინც პირიქით მოიქცევა, ჯოჯოხეთში მოხვდება.” შუამავლების სხვა ადმიანებისაგან განმამასხვავებელი თვისება, ღვთიური ეთიკაც გახლავთ. იგი ასევე ნებისმიერ მდგომარეობაში სიმართლის მომხრეა და ღმერთისგან მიღებულ ბრძანებას ჯერ თვითონ ასრულებენ, შემდეგ კი მათ თანამიმდევრებს ყოველგვარი ცვლილების გარეშე აწვდიან. ისლამის მიხედვით შუამავალი ღმერთის მიერ ზეგარდმოვლენილ აიათების ადამიანებთან მიმწოდებელი და ღმერთის ყულია-მონაა, ამიტომ არ შეიძლება, რომ ისინი ღვთის დონეზე დავაყენოთ. მათ მხოლოდ ღმერთის ნებართვით გარკვეული საოცრებების გაკეთება შეეძლოთ და ისინი ამას შუამავლობის დასამტკიცებლად იყენებდნენ. ასეთია მაგალითად მოსეს მიერ ყავარჯენის ზღვაზე დარტყმა და ზღვაში გზის გახსნა. მან ეს საოცრება მისი თანამიმდევრების თვალწინ განახორციელა, მაგრამ მაინც აღმოჩნდენ ისეთი ადამიანები, რომლებმას ეს საოცრება არ დაიჯერეს და მისი არ იწამეს. როგორც მოსეს, ასევე სხვა შუამავლების პერიოდშიც ხდებოდა მსგავსი მოვლენები, ადამიანების ნაწილი არ წამობდა და პირიქით შუამავლების წინააღმდეგ მრავალ ცუდსაც ჩადიოდნენ. შუამავლები გავრცელებული რწმენით, ყოველთვის პროფესიების გამავრცელებლის როლსაც ასრულებდნენ. მათგან ასეთები გახლდათ წმ. იდრისი, რომელიც თერძობით იყო დაკავებული, წმ. ნოე, რომელმაც გემი ააგო. წმ. დავითი, რომელმაც რკინის დამუშავება მოიგონა, წმ. ლუყმანი, რომელმაც ადამიანთა ისტორიაში მედიცინა გაავრცელა.

ის რომ შუამავლები ადამიანებისგან არიან გაჩენილები, ეს მორწმუნეებს ღვთისმსახურების პრაქტიკულ ცხოვრებაში განხორციელებას უადვილებს. შუამავლების საერთო თვისება ასევე სამართლიანობა და სანდო პირობაც გახლდათ, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებდნენ. ისინი ამ ყველაფრის შესრულების დროს არანაირ გასამსჯელოს არ ითხოვდნენ, არამედ მხოლოდ ღმერთის კმაყოფილებისთვის ასრულებდნენ. შუამავალთაგან ზოგიერთი ასეთი თვისებებით გამოირჩეოდა, მაგალითად წმ. იაკობი იმედით, წმ. იოსები მტკიცედ დგომით, წმ. მოსე სამართლიანობით, ხოლო წმ. ეიუბი მოთმინებით.

დღევანდელ პროგრამასაც აქ დავასრულებთ მომდევნო პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები: #ისლამი , #საუბრები

მსგავსი ინფორმაციები