თურქეთის კულტურული საგანძური 3/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის მნიშვნელოვანი ტურიზმის ცენტრებიდან თოფკაფის სასახლეს

423787
თურქეთის კულტურული საგანძური 3/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის მნიშვნელოვანი ტურიზმის ცენტრებიდან თოფკაფის სასახლეს.

სტამბოლის აღებისთანავე ფათიჰ სულთან მეჰმედმა დედაქალაქად გაიხადა ის ადგილი. გადაწყვიტა, ანტიკური აკროპოლის და რელიგიური ცენტრის გამო, სარაიბურნადაც წოდებულ რეგიონში, გააშენოს 700.000 კვადრატული მეტრის სასახლე, რომლის მშენებლობაც დასრულდა 1460-1478 წლებს შორის. მომსახურებაში კი გადავიდა ფათიჰ სულთანისვე პერიოდში.

ფათიჰის შემდეგ, სულთან აბდულმეჯიდის პერიოდამდე, 400 წლის განმავლობაში სასახლე იყო ოსმანეთის საიმპერატოროს ადმინისტრაციული, განათლების, კულტურის და ხელოვნების ცენტრი.

დოლმაბაჰჩის სასახლის გაშენების შემდეგ, დინასტიის იქ გადასვლის და თოფკაფის სასახლის ჩრდილში მოქცევის მიუხედავად, მას, მაინც არ დაუკარგავს თავის მნიშვნელობა.

რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1924 წელში იგი მუზეუმად იქნა გადაკეთებული. იმავე სახით განაგრძობს დღეს მომსახურებას ერთმანეთზე ლამაზი ოთახებით ბაღჩებით, მოედნებით, რომელსაც შემოვლებული აქვს სასახლის მაღალი კედლები. თოფკაფის სასახლის მთავარი შესასვლელი გახლავთ Bab-ı Hümayun–ად წოდებული იმპერიის კარიბჭე. იქიდან პირდაპირ ხდება Alay-ის მოედნად წოდებულ 1 ეზოში გადასვლა, სადაც გაშენებულია ბიზანტიის პერიოდის აია ირნის ეკლესია და ფულის გამომჭრელი საამქრო.

დღევანდელი კულტურის სამინისტროს იუველირების მაღაზიის ადგილზე იყო კოშკი, სადაც გუმბათის ერთ-ერთი ვეზირი ისმენდა ხალხის საჩივრებს, განცხადებებს და საჭიროების შემთხვევაში გაჰქონდა იმ პერიოდის მინისტრთა საბჭოს დანიშნულების, დივანის სხდომაზე.

იქ ხდებოდა სიკვდილის სასჯელის სისრულეში მოყვანაც.

სასახლის მეორე ეზოს დაწესებულებები სახელმწიფო საქმეებისთვის იყო განკუთვნილი და მას სამართალის მოედანსაც უწოდებდნენ.

მრავალი ქარტეხილის და ისტორიული ამბის მომსწრეა ეს ადგილი. „გუბბე ალთად“ წოდებული შენობის უკან, არის სულთანის სამართალის წარმომადგენელი იუსტიციის კოშკი.

როცა, ფადიშაჰი მონაწილეობას ვერ მიიღებდა მინისტრთა საბჭოს, ე.ი დივანის სხდომაზე, მიდიოდა იუსტიციის კოშკში და ერთ-ერთი მყუდრო ადგილიდან უსმენდა სხდომას. თუ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სხვანაირი მოსაზრება გააჩნდა, მოადგილეების მეშვეობით ხდებოდა გადაწყვეტილების სადრაზამისთვის, იგივე პრემიერისთვის გაცნობა.

ერთგან გაშენებული იყო ბაკები სადაც ხდებოდა ცხენების მოშენება. გუმბათის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა სასახლის სამზარეულო და მოსამსახურეთა დამატებითი შენობები.

სამზარეულოები, სხვადასხვა ექსპონატების გამოფენით, დღეს მუზეუმად არის გადაკეთებული.

იუსტიციის მოედნიდან ჩრდილოეთის მიმართულებით არის ტახტზე ასვლის, საჩუქრების, ბაირამობის, დაკრძალვის ცერემონიების, ომში წამსვლელი მეომრისთვის წმინდა სანჯაყის ბოძების მოედანი, რომელსაც მეორენაირად Babüs Saade-ს ე.ი ბედნიერების მოედანს უწოდებდნენ.

მესამე, არის ენდერუნად წოდებული ეზო, რომელიც განკუთვნილი ყოფილა სახელმწიფო თანამდებობის პირების საგანმანათლებლო ორგანიზაცია-დაწესებულებებისთვის. სასწავლებლის კურსდამთავრებულები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მმართველად ინიშნებოდნენ.

ამ ეზოში, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია Arz Oda-დ წოდებულ შენობას, სადაც ხდებოდა უცხოელი ელჩების მიღება. ენდერუნის, სახელმწიფო სკოლისთვის მიცემული მნიშვნელობის დამადასტურებელი გახლავთ, მისთვის ჰუნქარის მეჩეთის და ენდერუნის ბიბლიოთეკის ჩუქება. შესასვლელიდან ხდება მეოთხე ეზოში გადასვლა, სადაც ფადიშაჰის კოშკები და დაკიდული ბაღებია. ოსმანური კოშკებიდან ყველაზე გამორჩეულია სუნნეთის ოთახი, ბაღდადის და რევანის კოშკები.

თოფკაფის სასახლის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება Hırka-i Saadet-ი, რომელიც გაშენებულია, იავუზ სულთან სელიმის ეგვიპტის ლაჟქრობიდან ხალიფას წოდებით დაბრუნების და თან წმინდა მოციქულის და მისი ახლობლებისთვის განკუთვნილი ამანათების მოტანის შემდეგ.აქ არის ხანჯლები, ყურანის პირველი ნიმუშები, წმინდა მოციქულის მოსაცმელი, რომელიც, როგორც სწამთ, ვეისელ ქარანიესთვის არის გამოგზავნილი და აშ.

თოფკაფის სასახლის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება ფადიშაფის კერძო სახლი ჰარამხანა, რომელიც მნახველების დიდ დაინტერესებას იწვევს. ყველას აქვს დიდი სურვილი მოინახულოს ჰურრემ სულთანის და ქოსემ სულთანის საცხოვრებელი ადგილები.

ფადიშაჰი და მისი ოჯახი ასევე ზრუნავდა იქ მცხოვრები ხარჭების გამოზრდის და მათთვის განათლების მიცემისთვის. შემდეგ მათ ათხოვებდნენ სახელმწიფო ბიუროკრატიის მოხელეებზე. ისე, რომ სასახლის არისტოკრატია, იქმნებოდა სულ დაბალი ფენებისთვისაც სასახლის კულტურის, წესრიგის და ტრადიციების გაცნობით.

400 წლის განმავლობაში ოსმანეთის საიმპერატოროში მიმდინარე ტახტისთვის ბრძოლების, უთვალავი აჯანყებების, სახელმწიფოს მოპოვებული გამარჯვებების და პრობლემების ამსახველი სასახლის ნახვა, ეს ნიშნავს ისტორიისთვის მოწმედ დადგომას.

თოფკაფის სასახლე გამხდარა ლიტერატურის და კინოს შთაგონების წყაროც. 1964 წელს ჰოლივუდის თოფკაფის ფილმმა, მსოფლიო მასშტაბით გაზარდა სასახლით დაინტერესება.

დღესაც, ისტორიული თემის ამსახველი სერიალების გადაღება, კიდევ უფრო ხელს უწყობენ სასახლის აღიარებას. ყოველწლიურად იზრდება მისი მნახველების რაოდენობა.



მსგავსი ინფორმაციები