თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან

416085
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან

დაახლოებით ოთხ წელზე მეტია რაც სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ეს კი მხოლოდ სირიის პრობლემას არ წარმოადგენს. სირიაში ასადის რეჟიმის არსებობის გაგრძელების მსურველები და მისი წასვლით სტატუს კვოს შეცვლის მსურველი ძალები ყოველთვის ახლო აღმოსავლეთის ცვლილებებთან დაკავშირებით გეგმებსაც ისახავენ. შეიძლება ითქვას, რომ სირიაში სამოქალაქო ომი ამიტომაც არ სრულდება ვინაიდან სირიის საკითხი არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთის, არამედ გლობალურ პრობლემად არის გადაქცეული. უფრო სხვაგვარად რომ ვთქვათ, სირიის სამოქალაქო ომი მსოფლიო ძალების წარმოჩენის ცენტრად არის გადაქცეული. ამის კონკრეტული მტკიცებულება შეიძლება ითქვას, რომ 6 ნოემბერს ვენაში ჩატარებულ მშვიდობის კონფერენციაში მონაწილეების ვინაობაა. სირიის სამოქალაქო ომის საკითხის განხილვა რომ ყოფილიყო მთავარი თემა, ქვემოთ მოქემული ქვეყნები სამშვიდობო მაგიდას არ მიუსხდებოდნენ. აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, კატარი, იორდანია, ლიბია, ერაყი. ირანი, ომანი და არაბეთის გაერთიანებული საემირო. აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლების დასწრებით ჩატარებული ვენის ორ დღიან კონფერენციაზე შედეგის მიუღწევლობა და მომდევნო შეხვედრის 15 დღის შემდეგ დანიშვნა, ნათლად გვიჩვენებს თუ სიტუაცია რაოდენ რთულია.

ახლა კი გთავაზობთ მარმარას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორის პროფესორ რამაზან გოზენის საკითხის შესახებ მოკლე ანალიტიკურ სტატიას რომელშიც იგი წერს:  ვენის კონფერენციის შესახებ საუბარი კიდევ ერთხელ გვახსენებს გასულ საუკუნეში ახლო აღმოსავლეთის შესახებ გამართულ ორ ფართო მასშტაბიან კონფერენციას. პირველი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 1919-1920 წელს პარიზში ჩატარებული კონფერენცია და მიღწეული შეთანხმება. მეორე კი 1990-1991 წლებში ერაყ-ქუვეითის ბრძოლის შემდეგ 1991 წლის 30 ოქტომბერს მადრიდში ჩატარებული კონფერენცია. პარიზის კონფერენცია ოსმალეთის დანაწევრებას და ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბებით ახლო აღმოსავლეთის ახალი რუკის შექმნას ითვალისწინებდა. მადრიდის კონფერენციაზე კი პალესტინის პრობლემის მოგვარება და ისრაელსა და არაბეთის სამშვიდობო პროცესის შექმნით ახალი სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. აღნიშნული კონფერენციების შემდგომ პერიოდს თუ გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ ვერც პარიზის და ვერც მადრიდის კონფერენციებმა ახლო აღმოსავლეთსა და პალესტინაში ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილორობა ვერ მოიტანა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ იმ ორი კონფერანციის არასტაბილურმა შედეგებმა დღეს სირიის სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა. ნათლად ჩანს, რომ პარიზის კონფერენციამ სირიაში უმცირესობა დატოვა მმართველობაში, ხოლო მადრიდის კონფერენციის უშედეგობაც ისრაელის მიერ პალესტინის მიმართ გატარებული პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ისაა, რომ ახალი სირიის ჩამოყალიბებაში ეს ორი ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ვენაში შეკრებილი გლობალური უფლობამოსილთა და რეგიონალური აქტივობების მთავარი მიზანი სირიაში სამოქალაქო ომის დასრულება და მშვიდობის დამყარებაა. ამ მიზნით ქვეყანაში მხარეებმა იარაღის გამოყენებას თავი უნდა დაანებონ და რეგიონი DEAŞ-ის მსგავსი ტერორგანიზაციებისგან უნდა იქნას გაწმენდილი, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაა საჭირო. ახალი სირიის მომავალი შეიძლება მედიაში ისე ჩანდეს, რომ ასადს რა ბედი უნდა ეწიოს, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, არამედ მთავარი პრობლემაა გლობალური და რეგიონალური ძალები როგორ სირიას და ახლო აღმოსავლეთს მოისურვებენ. ამ შეთანხმების ერთ მხარეს აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და საუდის არაბეთი დგას, ხოლო მეორე მხარეს რუსეთი, ჩინეთი და ერაყი. ამ განხეთქილების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ირან-საუდის არაბეთს შორის არსებული კონფენსიური კონფლიქტი გახლავთ.

ბოლოს კი შეიძლება ითქვას, რომ ვენის კონფერენციაზე არა მხოლოდ სირიის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ბედი განიხილება. ისტორიულად თუ გადავხედავთ როგორც ზემოთ ხსენებული პარიზის და მადრიდის კონფერენციები, ვენის კონფერენციაც იგივე მნიშვნელობისაა, ანუ 20-ე საუკუნის დასაწყისში გადადგმული არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები 21-ე საუკუნეშიც მეორდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები