18 აგვისტო ისტორიაში

18 აგვისტო

331473
18 აგვისტო ისტორიაში



1227 წლის 18 აგვისტოს დიდი მონგოლი ყაენი, ჩინგიზ ხანი გარდაიცვალა. იგი ითვლება როგორც უდიდეს სახელმწიფო მოღვაწედ და სარდლად, ასევე მონგოლეთის იმპერიის დამაარსებლადაც, რომლის საზღვრები დასავლეთში ევროპის ცენტრამდეც კი აღწევდა და იმ დროის მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს წარმოადგენდა. სანამ იგი დიდი ყაენი გახდებოდა, მან მონგოლურ ტომებს დაუმორჩილა აღმოსავლეთი და შუა აზიის ტომები და შემდეგ დაიწყო დიდი ლაშქრობები

1648 წლის 18 აგვისტოს ოსმანი სულთანი იბრაჰიმ პირველი ჩამოახრჩვეს. მართალია იმ დროს ოსმანეთში ამბოხებები ჰაზერფარე აჰმეტ ფასას წინააღმდეგ დაიწყო, მაგრამ, მან სულთანი იბრაჰიმიც იმსხვერპლა და მის მაგივრად ტახტზე ავიდა იბრაჰიმის მემკვიდრე, უფროსი ვაჟი მეჰმეტ მეოთხე. აჯანყებას სოფუ მეჰმეტ ფაშა ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი ბრძანებით ჩამოახრჩვეს იბრაჰიმი, რომლის თურბე აიასოფიის ტაძარში საკურთხევლად გამოიყენება

1868 წლის 18 აგვისტოს ცნობილმა ფრანგმა ასტრონომმა მეცნიერმა პიერ ჟიულ ცეზარ ჯანსენმა ჰელიუმის ელემენტი აღმოაჩინა. მას ნაშრომები გააჩნია ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის დარგებშიც. მას 1865 წელს საფრანგეთის აკადემიამ მზისა და მისი სტრუქტურის შესახებ კვლევა გამოუგზავნა და მანაც დეტალური ექსპერიმენტები ჩაატარა იტალიასა და შვეიცარიაში. იგი შეუერთდა იმ მეცნიერების ჯგუფს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მზეზე აფეთქების მიუხედავადაც ხდება გაზების აფეთქებები. ჯანსენმა 1904 წელს 6 ატასი ფოტოსურათის სემცველი ატლასი გამოაქვეყნა

1917 წლის 18 აგვისტოს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დიდი ხანძარი წარმოიშვა, რომელიც 3 დღეს გაგრძელდა და შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის 30% გადაიწვა, უსახლ-კაროდ დარჩა 70 ათასი კაცი. სალონიკი საუკუნეების განმავლობაში ოსმანეთის საიმპერატოროში შედიოდა და 1912 წელს ხელმოწერილი ბუქარესტის ზავით ეს ქალაქი საბერძნეთს გადაეცა. ხანძრის დროს მრავალი ოსმანური ძეგლი განადგურდა, ხოლო დარჩენილი ოსმანური ძეგლები კი რესტავრაციის დროს სპეციალურად გაანადგურეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები