17 აგვისტო ისტორიაში

17 აგვისტო

328773
17 აგვისტო ისტორიაში

 

1999 წლის 17 აგვისტოს თურქეთის მარმარას რეგიონში რიხტერის შკალით 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც 20 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრა შუაღამის 03:02 საათზე მოხდა, როცა ყველას ეძინა და ამან გამოიწვია დაღუპულთა სიმრავლე. ამ მიწისძვრის შედეგად მთლიანობაში 245 ათასი ბინა დაზარალდა

 

1978 წლის 17 აგვისტოს ირანში შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ მძლავრი რევოლუცია დაიწყო. 1970 წლიდან მოყოლებული ირანი ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, რაც შაჰის საწინააღმდეგო მღელვარებას ზრდიდა. თავდაპირველად გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ იყო, მაგრამ, შემდგომში იგი რეჟიმის საწინააღმდეგო მოძრაობაში გადაიზარდა. ოპოზიცია პარიზში მყოფი შიიტი ლიდერის აიათულლაჰ ჰომენეის გარშემო შეიკრიბა, რომელმაც რეფორმების გატარება აღუთქვა ხალხს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. რევოლუციის შედეგად შახი ქვეყნიდან გაიქცა და ახალმა ლიდერმა აიათულლაჰმა ირანში ისლამური რეჟიმი შექმნა

 

1987 წლის 17 აგვისტოს გერმანელი ნაცისტების ერთ ერთი ლიდერთაგანი რუდოლფ ჰესი მოკვდა. იგი მონაწილეობდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. 1945 წელს იგი შეიპყრეს ინგლისელებმა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სიცოცხლის ბოლო წლებში ჰესსი ფსიქიურად დაავადდა და 1987 წლის 17 აგვისტოს სპანდაუს საპატიმროში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა


2000 წლის 17 აგვისტოს თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ შანლიურფაში პოლიციამ ცნობილი ესპანელი მხატვრის პიკასოს “ახალგაზრდა ქალის პორტრეტის“ სახელწოდების ნახატი იგდო ხელთ. ეს ნახატი კუვეიტში მოუპარავთ და ერაყის გამოვლით არალეგალურად შემოუტანიათ თურქეთში. 17 მილიონი დოლარის ღირებულების ეს ნახატი პიკასოს 1903 წელს ბარსელონაში ყოფნისას დაუხატია. სხვადასხვა წლებში თურქეთში პიკასოს კიდევ 2 ნახატი აღმოუჩენიათ

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები