11 აგვისტო ისტორიაში

11 აგვისტო

321387
11 აგვისტო ისტორიაში

 

1480 წლის 11 აგვისტოს სტამბოლის დამპყრობი სულთნის, მეჰმეტ მეორის არმიის საზღვაო ფლოტის სარდალმა აჰმეტ ფაშამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ოსმანურმა ფლოტმა იტალიის ნავსადგური ოტრანტო დაიპყრო. ამ ქალაქზე შეტევა მართალია 1480 წლის 28 ივლისს დაიწყო, მაგრამ, მისი აღება მხოლოდ 2 კვირის შემდეგ, იმავე წლის 11 აგვისტოს მოხდა. ეს ქალაქი თურქების ხელში მხოლოდ 13 თვე დარჩა და ამიტომ ოსმანეთის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მოკლე ვადიანი ოკუპაცია

1969 წლის 11 აგვისტოს პირველად გამოვიდა სცენაზე ცნობილი ამერიკელი პოპ მომღერალის, მაიკლ ჯექსონის ჯგუფი, რომელშიც მხოლოდ მისი ოჯახის წევრები შედიოდნენ, ე.ი. ეს ჯგუფი ჯექსონთა ოჯახის 5 წევრისგან შესდგებოდა. ეს პირველი კონცერტი მათ ჰარლემის აპოლოს სახელობის თეატრის სცენაზე ჩაატარეს. ამ დროს თეატრში მხოლოდ 350 მაყურებელი იყო და მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება 11 წლის მაიკლმა მოახდინა. ამ გამოსვლის შემდეგ მაიკლი სცენებს აღარ მოჰკლებია და მსოფლიოს ყველაზე განთქმულ მომღერლად გადაიქცა, რომლის ალბომები და კასეტები მილიონიანი ტირაჟებით გაიყიდა. მაიკლ ჯექსონი 2009 წელს გარდაიცვალა

1980 წლის 11 აგვისტოს ჩინეთში მაო ძედუნის ეპოქა დაიხურა. სწორედ იგი ითვლებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის შემქმნელად და დიდ ბელადად. აღსანიშნავია რომ იგი ისტორიას ჩამოაშორა სწორედ ამ ქვეყნის კომუნისტურმა პარტიამ, რომლის გენერალურ მდივანს წარმოადგენდა კარგა ხნის განმავლობაში. მას სჭირდა პარკინსონის დაავადება და სიგარეტის წევის შედეგად ფილტვებისა და გულის დაავადებები. იგი 1976 წლის 2 სექტემბერს გულის შეტევით დაიღუპა.

2005 წლის 11 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ოფტერდიგენში, თავის საკუთარ სახლში გარდაიცვალა ცნობილი გერმანელი არქეოლოგი, პროფესორი მანფრედ კორფმანი. მისი ხელმძღვანელობით 1986 წელს ანტიკურ ქალაქ ტროას გათხრები ახლიდან დაიწო და ახალი ექსპონატები აღმოაჩინეს. 1992-95 წლებს შორის წარმოებული გათხრების დროს მისმა ექსპედიციამ ანატოლიაში უძველესი დასახლება აღმოაჩინა. კუმთეფეს ეს დასახლება ბრინჯაოს ეპოქიდან იყო შემორჩენილი. კორფმანმა ტროა არა ბერძნების, არამედ ანატოლიურ ცივილიზაციად გამოაცხადა და ამით თავდაყირა დააყენა აქამდე არსებული ჰიპოთეზა ტროას ბერძნულობის შესახებ. მანვე შეაყვანინა ტროა UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები