10 აგვისტო ისტორიაში

10 აგვისტო

319768
 10 აგვისტო ისტორიაში


1675 წლის 10 აგვისტოს გრინვიჩის ობსერვატორიამ დაიწყო მუშაობა. ამ ობსერვატორიის შექმნაში და მის ექსპლოატაციაში გადაცემაში დიდი წვლილი შეიტანა ინგლისის მეფე ჩარლზ მეორემ

1915 წლის 10 აგვისტოს პირველი მსოფლიო ომის ფარგლებში თურქეთის არმიამ პირველი გამარჯვება მოიპოვა ე.წ. ანაფარტების ომში. ამ ბრძოლას მეთაურობდა ახალგაზრდა მაიორი მუსტაფა ქემალ ფაშა და მოულოდნელი თავდასხმით მან გააქცია კბილებამდე შეიარაღებული მტრის, ანტანტის ჯარები. თავიდან მტრის ჯარები იყვნენ თავდასხმაზე და სწორედ მაშინ ქემალ ფაშამ თავის ჯარისკაცებს ასე მიმართათ: მე თავდაცვას კი არა სიკვდილამდე ბრძოლას გიბრძანებთ. და მართლაც ათათურქის ჯარებმა ჯერ მოწინააღმდეგის თავდასხმა შეაჩერეს, შემდეგ თავდასხმაზე გადავიდნენ და პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს

ამ გამარჯვებიდან 5 წლისთავზე, კონკრეტულად კი 1920 წლის 10 აგვისტოს ხელი მოეწერა სევრის შეთანხმებას, რომელიც მძიმე პირობებს შეიცავდა ოსმანეთისათვის. ამ შეთანხმებას, რომლის წინააღმდეგი იყო უკვე პოლკოვნიკი მუსტაფა ქემალ ფაშა, მაგრამ მაინც ხელი მოაწერეს სულთანმა ვაჰდეტტინმა და მთავრობამ, ოსმანეთის დამონებას ითვალისწინებდა, ამიტომაც მომდევნო წლებში მის ხელისმომწერებს ქვეყნის ღალატში დასდეს ბრალი. სევრის პირობები არ მიიღო ათათურქმა და მის მაგივრად სამი წლის შემდეგ ლოზანის შეთანხმებას მოეწერა ხელი

1945 წლის 10 აგვისტოს იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და ამით დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. იაპონიას კაპიტულაცია აიძულებინა 6 და 9 აგვისტოს ხიროსიმაში და ნაგასაკში ჩამოგდებულმა ატომურმა ბომბებმა, რასაც 10 ათასობით იაპონელი ემსხვერპლა

 

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები