სტამბოლის დაპყრობის 562-ე წლისთავი

სტამბოლი 1453 წლის 29 მაისს დაეცა

297025
სტამბოლის დაპყრობის 562-ე წლისთავი

 

სტამბოლი წინა საუკუნეებშიც და დღესაც მსოფლიოს ერთ ერთ ულამაზეს ქალაქთაგანს წარმოადგენდა და წარმოადგენს. ამავე დროს იგი მსოფლიოში ერთადერთი ქალაქია, რომელიც ერთდროულად 2 კონტინენტზე, ევროპასა და აზიაში მდებარეობს და მას ორ ნაწილად ბოსფორის სრუტე ჰყოფს. ეს მეგა ქალაქი ყურადღებას იპყრობს უძველესი ისტორიული, არქიტექტურული და კულტურული ძეგლებით და ნაგებობებით, ამიტომაც წლითიწლობით იზრდება აქ ჩამოსულ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტთა რაოდენობა

დღევანდელ სტამბოლს ჩ.წ.-ის 330 წელს საძირკველი ჩაუყარა რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ქალაქ ბიზანტიონში და მას ახალი რომი უწოდა, თუმცა მომდევნო წლებში კონსტანტინეს საპატივსაცემოთ მას კონსტანტინოპოლი უწოდეს რა, იგი გახდა რომის ახალი დედაქალაქი. რომიდან ჩამოყვანილმა არქიტექტორებმა ეს ახალი დედაქალაქიც ფეშენებელური სრა-სასახლეებით რომს დაამსგავსეს. ეს ის პერიოდია, როცა ახლო აღმოსავლეთში, ანატოლიაში და სამხრეთ ევროპაში სწრაფი ტემპით ვრცელდება ქრისტიანობა. სავაჭრო გზაჯვარედინზე და ბოსფორის სრუტეზე მდებარე კონსტანტინოპოლი მალე გაიზრდება და რეგიონის უდიდეს სავაჭრო და კულტურულ ქალაქად გადაიქცევა. თვით კონსტანტინე მართალია წარმართულ რწმენას მისდევდა, მაგრამ, ქრისტიანობაც დაუშვა. სწორედ მისი ნებართვით გაიმართა 325 წელს ქალაქ იზნიქში ნიკეას საეკლესიო საბჭო, რომელზედაც ოთხი სახარება იქნა აღიარებული. ზოგიერთი ცნობით კონსტანტინე სიკვდილის წინ მოინათლა და როგორც ქრისტიანი ისე გარდაიცვალა

როგორც ისტორიიდან ცნობილია, 395 წელს რომის იმპერია ორად გაიყო და დასავლეთი ნაწილი რომის, ხოლო აღმოსავლეთი კი კონსტანტინოპოლის მფარველობის ქვეშ დარჩა. იმპერატორ იუსტინეს დროს ეს ორივე ნაწილი ახლიდან გაერთიანდა ბიზანტიის იმპერიის ქვეშ და ასე გაგრძელდა მე-16 საუკუნის შუა წლებამდე, ე.ი. თურქების მიერ მის დაპყრობამდის

თურქებმა ბიზანტიელები პირველად 1071 წელს მალაზგირთის ბრძოლაში დაამარცხეს. ამ დროს თურქები ანატოლიას რუმთა ქვეყანას ეძახოდნენ და მალაზგირთში გამარჯვების შემდეგ მთელ მცირე აზიას, ე.ი. ანატოლიას მოედვნენ. მცირე ხანში ანატოლიის აღმოსავლეთი და ცენტრალური ნაწილი, უკვე თურქების კონტროლ ქვეშ იყო. მალე თურქები სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში გადავიდნენ და ედირნეც დაიპყრეს. ბიზანტიის აზიურ ნაწილს თუ რუმის ქვეყანას უწოდებდნენ თურქები, ევროპულს რუმელის ეძახოდნენ

ანატოლიაში შექმნილ პირველ თურქულ სახელმწიფოს სელჯუკთა იმპერია ერქვა, ხოლო 1299 წელს მის ადგილზე ოსმანეთი შეიქმნა და ასეც შეარქვეს მას მისი შემქნელი ოსმანის საპატივსაცემოთ. ოსმანეთმა ცენტრალური ანატოლიიდან დასავლეთიკენ დაიწყო დინება და რიგ რიგობით ართმევდა ბიზანტიას დასავლურ დასახლებებს. ქალაქ ბურსას დაპყრობის შემდეგ ეს ქალაქი ოსმანეთის ახალი დედაქალაქი გახდა. თურქებს კონსტანტინოპოლი აუღებელ ქალაქდ მიაჩნდათ და ამიტომ ევროპაში დარდანელის სრუტის მეშვეობით გადადოდნენ. როცა ქალაქი ედირნე დაიპყრეს, ახლა ახალ დედაქალაქად ედირნე გამოცხადდა. 1551 წელს ოსმანეთის ტახტზე ავიდა მეჰმეტ მეორე, რომლის ყველაზე დიდ ოცნებას კონსტანტინოპოლის დაპყრობა წარმოადგენდა. ამიტომაც იგი ყოველთვის ამბობდა, "ან მე დავიპყრობ ამ ქალაქს, ანდა ეს ქალაქი გადამიყოლებს მეო“

კონსტანტინოპოლს, რომ იტყვიან, აუღებელი ციხე-გალავანი ჰქონდა შემორტყმული და ამიტომ მართალია, მე-15 საუკუნემდის მრავალჯერ შემოერტყა მას ალყა, მაგრამ, ვერა და ვერ იქნა იგი აღებული. მეჰმეტ მეორემ 1453 წლის აპრილში ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს. ქალაქის ციხე-გალავნების შტურმის და დანგრევის მიზნით მეჰმეტ მეორემ უნგრელი ზარბაზნის ჩამომსხმელი ურბანი მოიწვია და მას იმ დროისათვის ყველაზე უდიდესი ქვემეხი ჩამოასხმევინა, რომლის 1 ჭურვის სიმძიმე ნახევარ ტონას აღემატებოდა. აპრილსა და მაისში თურქებმა რამდენიმე იერიში განახორციელეს, მაგრამ, ვერ გატეხეს ბიზანტიელთა წინააღმდეგობა. თურქები რომ ზღვიდან არ შესულიყვნენ, ამიტომაც ბიზანტიელებმა ჰალიჩის უბეში, ე.ი. ოქროს რქაზე სქელი ჯაჭვები გაავლეს, რათა ამ უბეში ვერ შესულიყვნენ თურქული სამხედრო გემები. მაგრამ, მეჰმეტ მეორემ ასეთ ხერხს მიმართა, მან დიდ დიდ მორებს ქონი და ფისი წაასმევინა და გემები ხმელეთის გზით ასე გადააყვანინა ჰალიჩის უბეში. ამ ტაქტიკამ გაჭრა და ბიზანტიელები მორალურად გატყდნენ რა, 29 მაისს თურქების მხრიდან დაწყებულ დიდ შტურმს ვეღარ გაუძლეს და კონსტანტინოპოლი თურქებს ჩააბარეს. ქალაქის დაცვისას დაიღუპა ბიზანტიის ბოლო იმპერატორი კონსტანტინე მე-9. აიასოფიაში თავშეფარებულ ბიზანტიელ ქალებს მეჰმეტ მეორემ სრული თავისუფლება მისცათ. მისივე ბრძნებით არც ერთი ეკლესია მონასტერი არ დაინგრა და ქრისტიანებს რელიგიის და სხვა უფლებების ავტონომია მიეცათ

თურქებმა კონსტანტინოპოლს სახელი შეუცვალეს და მას სტამბოლი შეარქვეს. მეჰმეტ მეორემ თავი კეისრად გამოაცხადა. თურქებმა ამის პარალელურად ხმელთაშუაზღვაში დომინანტობაც ხელთ იგდეს და ამით ისტორიული აბრეშუმის გზა მთლიანად მათ კონტროლ ქვეშ გადავიდა. თურქების აღზევებით დაშინებულმა ევროპელებმა ინდოეთისაკენ მიმავალი ახალი გზების ძიება დაიწყეს და ასე აღმოაჩინეს ამერიკა. სტამბოლის დაპყრობის შემდეგ ოსმანეთი კიდევ უფრო გაძლიერდა და მეჰმეტ მეორის მემკვიდრეებმა უფრო განავრცეს იმპერიის ტერიტორიები და მომდევნო საუკუნეში ოსმანეთი უკვე სამ კონტინენტზე, ევროპაში, აზიაში და აფრიკაში ფლობდა მიწებს. ამას კი ხელი შეუწყო მეჰმეტ მეორის მხრიდან საფუძველ დადებულმა ტოლერანტიზმმა და მართლაც, თურქები დაკავებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხებს ეთნიკურ და რელიგიურ თავისუფლებებს აძლევდნენ, ე.ი. ოსმანეთის მფარველობის ქვეშ მყოფ ყველა ხალხებს შეეძლოთ თავიანთ ენაზე საუბარი და თავიანთი რელიგიური რიტუალების შესრულება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ოსმანეთი დაპყრობილ ქვეყნებს სრულ ავტონომიას აძლევდათ, ამიტომაც ზოგიერთი ევროპული ქვეყნები და ხალხები თავიანთი სურვილით შედიოდნენ ოსმანეთის მფარველობაში. დღევანდელი სტამბოლიც აგრძელებს ამ ტრადიციას და ქალაქის ერთ უბანში მეჩეთის გვერდით მოქმედებენ მართლმადიდებლური, კათოლიკური, გრიგორიანული ეკლესიები და სინაგოგები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები