თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 113

ოპერაცია “შაჰ ფირატი“

243992
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 113


როგორც ჩვენი გადაცემებიდან მოგეხსენებათ, 22 თებერვალს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში მდებარე სულეიმან შახის თურბესთან, ე.ი. მავზოლეუმთან მომსახურე საპატიო პოლიციის განყოფილების ევაკუაციის მიზნით სპეც ოპერაცია ჩაატარა. სულემან შახის თურბესთან მდებარე საპატიო პოლიციის განყოფილება თურქეთის საზღვრებს გარეთ მდებარე თურქეთის კუთვნილი ერთადერთი ტერიტორიაა. ეს სპეც ოპერაცია ჩატარდა სულეიმან შახის სახელობის მავზოლეუმის საპატიო პოლიციის განყოფილებაში მომსახურე 40-ზე მეტი სამხედროს ევაკუაციისათვის. მოკლედ, შუა ღამით ხმელეთიდან გაგზავნილმა თურქმა ფორმირებამ სირიის საზღვარი გადალახა და პოლიციის განყოფილებისაკენ გაემართა. თურქმა ჯარებმა მავზოლეუმში არსებული ყველანაირი ისტორიული დოკუმენტები და ნივთ-საგნები, ასევე თვით სულეიმან შახის ნეშტი თურქეთის საზღვრებთან მახლობელ სირიულ ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ხსენებულ თურბეს, რომელიც თურქეთის საზღვრებიდან 37 კმ-ის იყო დაშორებული, როგორც გითხარით ათეულობით თურქი ჯარისკაცი იცავდა და დღე დღეზე ელოდებოდნენ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების მხრიდან მათზე თავდასხმას, მაგრამ, ხსენებული სპეცოპერაციით ისინიც სამშვიდობოზე გაიყვანეს.

სულეიმან შახის ნეშტის გადასასვენებელი ახალი ადგილი ისევ სირიის ეშმესის რეგიონშია, რომელიც თურქეთს ესაზღვრება და ახალი მავზოლეუმი მხოლოდ 150-იოდე მეტრით არის დაშორებული თურქეთის საზღვარს. ეს ოპერაცია თურქეთის და საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში ჩატარდა და მის შესახებ ანკარამ წინასწარ აცნობა სირიის ხელისუფლებასაც და სირიაში მებრძოლ სამხედრო ფორმირებებსაც, რათა რაიმე ძალადობა და სისხლისღვრა გამორიცხულიყო. ანკარის ამ მოქმედებას საერთაშორისო პლატფორმაზეც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველი და ერთადერთი უარყოფითი რეაქცია კი, რომელსაც ანკარა არ ელოდებოდა, თეირანიდან მოვიდა, თუმცა ანკარას ირანის ეს ქმედება არ გაჰკვირვებია, რადგან სირიაში ესადის რეჟიმს ხომ ეს ქვეყანა იცავს. სამაგიეროდ სხვა არავისგან, არც გაეროსგან, არც აშშ-გან და საერთოდ არც დასავლეთისგან ანკარას რაიმე რეაგირება არ მიუღია. ახლა შეიძლება ლოგიკური კითხვა დაისვას, თურქეთმა რატომ და რისთვის განახორციელა ეს სპეც ოპერაცია? ახლა ამ საკითხზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ხსენებული ოპერაცია ანკარას აიძულებინა სირიაში შექმნილმა მდგომარეობამ, რადგან აქ სამოქალაქო ომი გრძელდება და შაჰ ფირატის თურბეს და მის საპატიო ყარაულს, რომელშიც ოთხი ათეული ჯარისკაცი მსახურობდა, საფრთხე ემუქრებოდა ისლამური სახელმწიფოსგანაც და ესადის რეჟიმისგანაც. ბოლო ხანებში ფრონტის ხაზი ძალიან მიუახლოვდა მავზოლეუმს და ამიტომ მისი სამხედრო და ლოჯისტიკური დახმარებებიც გართულდა.

აქედან გამომდინარე ანკარა უკვე კარგა ხანია რაც ფიქრობდა შესაბამისი ოპერაციის განხორციელებას. ანკარას ამ თემაზე სამი ძირითადი ვარიანტი გააჩნდა. ამათგან პირველი ის იყო რომ ანკარას თავის სირიული ტერიტორიის დასაცავად ან სამხედრო დაცვის პერიმეტრი უნდა შეექმნა და პერმანენტულად დაეცვა მავზოლეუმის კომპლექსიც და მისი დამცველებიც, მეორე-თურქეთს ამ კომპლექსის დაცვის მიზნით ან უნდა ეთანამშრომლა რეგიონში მოქმედ შეიარაღებულ ფორმირებებთან, მესამე-ანდა სპეცოპერაცია უნდა მოეწყო და სხვა, უფრო უსაფრთხო ადგილზე გადაეტანა ეს კომპლექსი. ანკარამ ეს ბოლო ალტერნატივა აირჩია და რაც მთავარია ამ ოპერაციის დროს ერთი გასროლაც კი არ მომხდარა და არც სისხლი დაღვრილა

თუ ანკარა პირველ ვარიანტს აირჩევდა და თურბეს დასაცავად სირიაში ჯარებს შეაგზავნიდა, მაშინ, იგი აგრესორი როლში აღმოჩნდებოდა. თურქეთმა მეორე ვარიანტზეც უარი თქვა და ამით კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ანკარას ისლამურ სახელმწიფოსთან ან სხვა რადიკალისტურ დაჯგუფებებთან კავშირში სდებდნენ ბრალს.

ანკარამ მესამე ვარიანტი, ე.ი. სწორი სტრატეგია აირჩია და იგი წარმატებით დაასრულა
რაც შეეხება ოპერაციის თარიღს, ეს ალბათ იმიტომ მოხდა 22 თებერვალს, რომ 19 თებერვალს ანკარამ და ვაშინგტონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ისინი ერთობლივ წვრთნებს ჩაუტარებენ და ერთობლივად აღჭურვავენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ დაჯგუფებებს და აქედან გამომდინარე ყოველ წუთს მოსალოდნელი იყი ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მავზოლეუმზე თავდასხმა, და თუ ეს თავდასხმა მოხდებოდა, მაშინ, არჩევნების სტადიისათვის მომზადებულ თურქეთში დიდი დაძაბულობა წარმოიქმნებოდა. მოკლედ, ანკარამ ისეთივე სიმწიფე და შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა მავზოლეუმის საკითხში, როგორც ეს გამოიჩინა ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ერაყის ქალაქ მოსულში გატაცებული თურქი დიპლომატების გამოხსნისას, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები