თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 110

რომელი დასავლეთი, რომელი ევროპა?

216314
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 110

 

როგორც ცნობილია ადამიანები სამყაროს ცნებებით აღიქვამენ და განმარტავენ, ამიტომაც ეს აღქმაც და განმარტებაც დადებითიც შეიძლება იყოს და უარყოფითიც. თუმცა მათი საბოლოო შეფასებით მიღებული შედეგი შეიძლება ან რეალობას არ გამოხატავდეს, ანდაც უსამართლოც იყოს. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეგვიძლია, თუმცა ჩვე აჯობებს შევჩერდეთ ამ წლებში რომ იტყვიან მოდაში შემოსულ ისეთ ცნებებზე, როგორებიცაა დასავლეთი, ევროპა, ისლამი, ისლამოფობია და ა.შ. რა თქმა უნდა ამ ცნებების ცალ ცალკე განხილვაც შეიძლება, მაგრამ, მოდით მათ შორის მხოლოდ დასავლეთზე შევჩერდეთ და მისი განხილვა მოვაწყოთ, რადგან სიტყვა დასავლეთი და ევროპა საფრანგეთის სატირულ გამოცემა Charlie Hebdo-ზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ისეთივე პოპულარულნი გახდნენ, როგორც დავუშვათ სიტყვა ისლამი ან მუსლიმანი. ახლა ამ საკითხზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

ზოგადად, დასავლეთის შეფასებისას ვხმარობთ ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა კოლონიზატორული, იმპერიალისტური, აგრესიული და დესტრუქციული ისტორიის და პოლიტიკის მატარებელი. ასეთი შეფასება ნაწილობრივ სწორიც არის, რადგან, მე-20 საუკუნემდის ევროპელები ხომ აზიაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში სწორედ რომ კოლონიალურ და ექსპლუატატორულ პოლიტიკას ატარებდნენ და ამ ექსპლუატაციის შედეგად მრავალი სახელმწიფო ეკონომიკურად და პოლიტიკურად განადგურდა. კოლონიალიზმის დასრულების შემდეგ იმავე მე-20 საუკუნეში ევროპაში ახლა ისეთი ახალი ტერმინები გაჩნდა, როგორებიცაა რასიზმი, ფაშიზმი, ნაციზმი, კომუნიზმი, შოვინიზმი და ა.შ. ხოლო თვით მსოფლიო კი ბანაკებად გაიყო და მათ შორის ცივი ომი დაიწყო. 21-ე საუკუნე სისხლით დაიწყებ, რადგან 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მომიზეზებით ამერიკა ჯერ ავღანეთში, შემდეგ კი ერაყში შევა და ორივეგან ცოდვის კალოს დაატრიალებს, რასაც ასი ათასობით ადამიანები შეეწირებიან. რაც შეეხება ამ ბოლო წლებს, ევროპაში ძლიერ მოიკიდებს ფეხს ისლამოფობია, რაც ახალი ტიპის ევროპულ "სოციოლოგიურ", სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შეიძლება განვიხილოთ, როგორც რასიზმის და დისკრიმინაციის პრობლემად.

აქ ისიც უნდა დავამატოთ, რომ ცნება დასავლეთში ევროპის გარდა ამერიკაც შედის, ე.ი. ორ კონტინენტს მოიცავს. ეს კი მარტო გეოგრაფიულად კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ისინი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფაქტიურად ერთნაირ საგარეო პოლიტიკას მისდევენ და მრავალი მიზანიც ერთნაირი აქვთ. მოკლედ, დასავლეთი ერთის მხრივ უხეშ ძალაზე, სამხედრო მეთოდებზე და ოკუპაციაზე დაფუძნებულ ე.წ. "იმპერიულ მოდელს", ხოლო მეორეს მხრივ დიპლომატიურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დაფუძნებულ ე.წ. “ინტეგრაციის მოდელს“ მისდევს. პირველი მოდელის მიმდევრები დავუშვათ როგორც ამერიკის მხრიდან ავღანეთ-ერაყის ოკუპაციის მსგავსად ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ოკუპაციასაც უჭერენ მხარს, ხოლო მეორე მოდელის მიმდევრები, დავუშვათ როგორც ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური და ეკონომიკური მეთოდებით სხვა ქვეყნების ინტეგრაციას უჭერენ მხარს, ე.ი. პირველი მოდელი ცალმხრივი და ავტორიტარული მიდგომაა, მეორე მოდელი კი დიალოგსა და კონსენსუსს ეფუძნება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ პირველები მოწინააღმდეგის აზრებს და შეხედულებებს არ აქცევენ ყურადღებას, როცა მეორენი აქცევენ

ინტეგრაციის მოდელის მიზანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არახელსაყრელი პირობების უკეთესობისკენ გარდაქმნა და მის მეთოდებში შედის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, უმრავლესობის აზრი, სამართალი, როცა იმპერიული მოდელის მიზანია მოწინააღმდეგის აზრების იგნორირება, მისი არაფრად ჩაგდება და ძალადობრივი მეთოდებით მისი კონტროლზე აყვანა

აქ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ევროკავშირი და ევროპის სახელმწიფოები, რადგან ამათგან პირველი ორგანიზაციულ სტრუქტურას, ე.ი. იურიდიულ პირს წარმოადგენს, ხოლო მეორე კი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ევროკავშირში მრავალი სხვადასხვა კულტურის მქონე ეროვნული სახელმწიფო შედის და ერთგვარად იმპერიალისტურ მოდელს მიაგავს, მაგრამ, აქ ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და მისი ყველა წევრი მშვიდობა-სტაბილურობისათვის, სამართლისათვის, დემოკრატიისათვის, ეკონომიკური აყვავებისათვის, თითოეული ადამიანის მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებისათვის ერთობლივად იბრძვის. ერთგვარად სწორედ ამ ორგანიზაციის დამსახურებაც არის რომ, ევროპაში, თუ არ ჩავთვლით ბალკანეთის 90-იანი წლების ომს, კარგა ხანია რაც მშვიდობა სუფევს.

ევროკავშირს ისლამურ სამყაროსთან დაახლოების მიზანიც აქვს და ამის მკაფიო მაგალითია თურქეთის კანდიდატობა, რომელთანაც უკვე განხილვებიც მიმდინარეობს და ხშირად ეს ორგანიზაცია სხვა მუსლიმანურ ქვეყნებთან ურთიერთობებში სწორედ თურქეთს იყენებს შუამავლად, უფრო მეტიც, კულტურათა შორისო დიალოგიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხომ სწორედ ანკარის წინამძღოლობით მიმდინარეობს. ეს კი საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ დასავლეთს და ისლამური ცივილიზაციას შორის არსებული პრობლემები და დავები შეიძლება გადაწყდეს დიალოგის და თანამშრომლობის გზით. მოკლედ, ამჟამად ევროკავშირის უპირველესი მიზანი და მოვალეობა უნდა გახდეს ისლამოფობიისგან თავის დაღწევა და თუ ამას შესძლებს იგი ახალ წარმატებებს მიაღწევს და თუ არა, მაშინ, ახალი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები