თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 106

ახლო აღმოსავლეთის ბოლო მოვლენების შეფასება

185552
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 106

 

ამ ბოლო ხანებში ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში წინა პლანზე გამოვიდა 4 პრობლემა და ესენია: 1-არაბული გაზაფხულის წარუმატებლობა, 2-ისრაელ-პალესტინას შორის შეტაკების გაგრძელება, 3-ირანის ბირთვულ პროგრამის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და 4- ანკარის მხრიდან ქურთებთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესი. ახლო აღმოსავლეთი გეოგრაფიულად ვრცელ ტერიტორიას მოიცავს, რომელზედაც განსხვავებული რწმენის და ერის ადამიანები ცხოვრობენ, ამიტომ, მისი თეორიული თუ პრაქტიკული განვითარების შესახებ სხვადასხვანაირი შეფასებები კეთდება, თუმცა, საბოლოო ჯამში ყველანაირი კამათები და დისკუსიები ამ რეგიონის შესახებ ხსენებულ ამ ოთხ პრობლემამდე მიდის, რის გამოც არ შეიძლება რეგიონის მთავარი მოთამაშეების უგულველჰყოფა. გლობალური თვალსაზრისით ამ რეგიონის მთავარ მოთამაშეებს აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენენ, ხოლო რეგიონალური თვალსაზრისით თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ისრაელი და კატარი და სწორედ ეს ქვეყნები ცდილობენ ამ რეგიონის ფორმირებას. თუმცა ამავე რეგიონში მეორე ხარისხოვანი მოთამაშეებიც არიან და ამ სიაში შედიან ტერ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო, მუსლიმანი ძმები, ჰამასი, ქურთული რეგიონი, ისრაელური ლობი და ა.შ. აი ამ მოთამაშეების გათვალისწინებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ისე შეიძლება გავაანალიზოთ, როგორც წერს ამ საკითხზე მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომელი, პროფესორი რამაზან გოზენი

ახლო აღმოსავლეთის დღევანდელ პოლიტიკაში მთავარი ადგილი იმ მოვლენებს უკავიათ, რომლებიც განვითარდა 2003 წლის, ე.ი. ამერიკის მხრიდან ერაყის ოკუპაციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. როგორც ცნობილია ამერიკის პოლიტიკამ ერაყში ვერ მიაღწია დასახულ მიზანს და წარმატებას, პირიქით, რეგიონში გაიზარდა ანტი ამერიკული და საერთოდ დასავლეთისადმი უარყოფითი მიდგომა და რეაქციები. ეს კი ნაწილობრივ გამოჩნდა როგორც ამ რეგიონის ქვეყნებისა თუ მთავრობების, ასევე ადგილობრივი ხალხების მიდგომაშიც

ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს როგორც ირანის ბირთვული მოცულობისა და ეფექტურობის გაზრდის ინიციატივები და მცდელობები, ასევე არაბულ ქვეყნებში არსებული რეჟიმების მიმართ სახალხო აჯანყების მცდელობები, რომელებიც ისტორიაში არაბული გაზაფხულის სახელით შევიდა. ამათ შეიძლება დაემატოს ერაყის დაყოფა, ქურთული მოძრაობების გააქტიურება, პკკ-ას ტერაქტების გახშირება, ჰამასის გაძლიერებას და ა.შ. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის მთავარ პრობლემებს წარმოადგენდა ირანის ყველანაირი ზეგავლენის გაზრდა-გავრცელება ერაყზე, ლიბანზე და პალესტინაზე, ქურთული პოლიტიკისა და ქურთული ტერორის მიმართ ერაყისა და თურქეთის შეშფოთება, პალესტინის პრობლემის მოუგვარებლობა, ელ-ქაიდეს ზეგავლენის გაძლიერება ერაყსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. 2010 წლიდან დაწყებული კი რეგიონში იზრდება ამერიკის, ირანის, რუსეთის და ჩინეთის როლი და ზეგავლენა
ამ რეგიონის ახლიდან ფორმირებას ბარაკ ობამა 2009 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეუდგა და ამ გზაზე ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მან ანკარასთან პარტნიორული პროგრამის ფარგლებში მთელი რეგიონის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით აქტიური ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო და რიგ წარმატებებსაც მიაღწიეს.

ობამას მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ე.წ. არაბული გაზაფხულისადმი დიდი მხარდაჭერის აღმოჩენა. როგორც ცნობილია არაბული გაზაფხული, ე.ი. არაბი დიქტატორების წინააღმდეგ საერთო სახალხო აჯანყება ჯერ ტუნისში დაიწყო და შემდეგ ეგვიპტესაც მოედო. ამ აჯანყების მთავარი მოთხოვნა იყო დემოკრატიული უფლებები და სამართალი, მშვიდობა და სტაბილურობა, მოდერნიზაცია და განათლება

თუმცა არაბულმა გაზაფხულმა იმედები არ გაამართლა ლიბიაში და სირიაში იგი მრავალწლიან სამოქალაქო ომებში გადაიზარდა და 10 ათასობით უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ მას. თანაც ლიბიაში კადდაფის რეჟიმი მხოლოდ საერთაშორისო ძალების ჩარევის შედეგად დაემხო და დღემდე არ დამყარებულა აქ სტაბილურობა და მთავრობაც ხშირად იცვლება. ამის ყველაზე მთავარ მიზეზს კი ქვეყნის არმიაში არსებული პოლარიზაცია და შეიარაღებულ ფორმირებებს შორის ხშირი კონფლიქტები შეადგენენ. რაც შეეხება სირიას, რეჟიმის შეცვლის მცდელობა აქ უფრო დამანგრეველ ფორმაში წარიმართა და სამოქალაქო ომი დღესაც გრძელდება. უფრო მეტიც, აქაური ქაოსი მეზობელ ქვეყნებზეც უარყოფითად მოქმედებს. სულ სხვაგვარად წარიმართა არაბული გაზაფხული ეგვიპტეში, სადაც აჯანყების შემდეგ გამართულ პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე გამარჯვებული მურსი რამდენიმე ხნის შემდეგ ჩამოგდებულ იქნა სამხედრო ხუნტის მხრიდან

საბოლოო ჯამში 2014-2015 წლების ახლო აღმოსავლეთში ჯერ ჯერობით მხოლოდ ორ დადებით მოვლენაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ამათგან პირველია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირან-დასავლეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში თუნდაც მცირედი წინსვლა, ხოლო მეორეა ანკარის მხრიდან ქურთ ტერორისტებთან დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები. იმედია ეს ორივე მოლაპარაკებები კარგად დასრულდება, რაც დადებითათ აისახება ახლო აღმოსავლეთის სხვა პრობლემების გადაჭრაზეც, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები