უმაღლესი განათლება თურქეთში - 46

ქალაქ კონიაში მდებარე მევლანა ჯელალედინ რუმის სახელობის უნივერსიტეტი

208021
უმაღლესი განათლება თურქეთში - 46


გამარჯობათ. დღევანდელ პროგრამაში კონიაში მდებარე მევლანა ჯელალედინ რუმის სახელობის უნივერსიტეტს გაგაცნობთ.

მევლანას სახელობის უნივერსიტეტის უკეთესად გასაცნობად მის რექტორს, პროფესორ თანქუთ იალჩინოზს გავესაუბრეთ. პროფესორმა განაცხადა: „მევლანას სახელობის უნივერსიტეტი 2009 წელში ამოქმედდა. ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის განათლების, სამეცნიერო კვლევების, გამოცემების, კულტურული საქმიანობის კუთხით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რიგში მოხვედრა. აფიონის გზაზე ტრამვაის ხაზზე მდებარე ჩვენი კამპუსი Rixos-ი 100.000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, რომლის 30.000 კვადრატული მეტრიც დახურულია და აქ სტუდენტთა ყველა საჭიროება კმაყოფილდება. ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს საინჟინრო, სამედიცინო, პედაგოგიური, სამართლის და ბიზნესის ფაკულტეტები“.

რექტორს შემდეგი შეკითხვა მევლანას სახელობის უნივერსიტეტში არსებული სოციალური შესაძლებლობების შესახებ დავუსვით, რაზეც მან აღნიშნა: „ ჩვენს უნივერსიტეტს ქალთა და ვაჟთა ანუ ორი საერთო საცხოვრებელი აქვს, რომლებიც ძალზედ თანამედროვედაა აღჭურვილი. სტუდენტებისათვის მზადდება საუზმე, ფუნქციონირებს კერძო ავტოპარკი, დასუფთავების სამსახური, ინტერნეტი, 24 საათიანი დაცვა, სამრეცხაო, საშრობი და საუთაო ოთახები. სტიპენდიის საკითში სტუდენტებს საკმაოდ ფართო სპექტრის მხარდაჭერას ვუწევთ. მიღებული ქულების შესაბამისად სტუდენტებს ვაძლევთ 100, 50 და 25%-იან სტიპენდიებს. წლის ბოლოს აკადემიური მოსწრების შესაბამის სტიპენდიებს გავცემთ. წარმატებულ სპორტსმენებს სპორტულ სტიპენდიებს ვაძლევთ. შენობების გარეთა სპორტულ და გასართობ ადგილებთან ერთად დახურული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრებიც გვაქვს. აქ არსებობს სპორტული დარბაზები, სპორტული და სამედიცინო ცენტრები, 1250 კვადრატული მეტრის ბიბლიოთეკა, აუდიტორიები და თანამედროვე ინფრასტუქტურის მქონე ლაბორატორიები და სხვა, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებითაა შესაძლებელი განათლების მიღება“.

-რა სახის შესაძლებლობებს სთავაზობს მევლანას სახელობის უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს?

თანქუთ იალჩინოზი -„ჩვენთან მსოფლიოს 68 ქვეყნიდან 260 უცხოელი სტუდენტი იღებს განათლებას. ჩვენი უცხოელ სტუდენტთა ოფისი მათ ყველა საკითხში დახმარებას უწევს. ჩვენი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის საავადმყოფო მათთვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს. მათ ასევე ვეხმარებით ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის შემთხვევაშიც“.

-რატომ უნდა ჩამოვიდნენ უცხოელი სტუდენტები კონიაში?

თანქუთ იალჩინოზი - „კონიაში უცხოელი სტუდენტებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა. ხელსაყრელია საცხოვრებლის ფასებიც. კონია ახლოსაა სტამბოლთან, იზმირთან, ანკარასთან, ასევე ტურისტულ ქალაქ ანტალიასთანაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ჩვენი ადამიანები თავიანთი მომღიმარი სახით უცხოელ სტუდენტებს აქ ცხოვრებას უადვილებენ.

კიდევ ერთი შეკითხვა, რატომ უნდა მიანიჭონ უპირატესობა უცხოელმა სტუდენტებმა მევლანას სახელობის უნივერსიტეტს?

თანქუთ იალჩინოზი - „საინჟინრო ფაკულტეტზე განსაკუთრებით სამრეწველო თანამშრომლობების ქონა სტუდენტებისათვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს. ისინი თან სწავლობენ და თან სტაჟირებას გადიან. ასევე ვიღებთ სტუდენტებს სამედიცინო ფაკულტეტზე. თურქული ენის პრობლემის მქონე სტუდენტებისათვის თურქული ენის შესწავლის, პრაქტიკისა და კვლევის ცენტრი ფუნქციონირებს. ეს სტუდენტები უმოკლეს დორში სწავლობენ ჩვენთან თურქულ ენას“.

და ბოლო რექტორმა უცხოელ სტუდენტებს მიმართა: „საზღვარგარეთიდან ჩვენთან ჩამოსვლის მსურველი სტუდენტების მიზნები ძალიან მნიშვნელოვანია. რისი გაკეთება სურთ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ეს კითხვაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სურთ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობა ამ კუთხით მათთვის ყველანაირ შესაძლებლობას უზრუნველვყოფთ. სტუდენტების მომავლისათვის საუკეთესოდ მომზადებას ვისახავთ მიზნად. ასევე აკადემიურ მუშაობაში მათ ყველა სახის დახმარება ვუწევთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტის წარმატების მიღწევის სურვილი“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები