თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 93

ISIS წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების კრიტერიუმები

163601
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 93

 

ცნობილია, რომ მსოფლიო პოლიტიკას სხვადასხვა ეპოქებში სხვადასხვა პროცესები წარმართავენ. ასე მაგალითად, მე-19 საუკუნე ნაციონალიზმის და განათლების ეპოქა იყო, მე -20 საუკუნის პირველი ნახევარი ავტორიტარული და ფაშისტური რეჟიმების ეპოქა იყო, ხოლო მეორე ნახევარში ცივი ომების და კიდევ იდეოლოგიათა ბრძოლა დომინირებდა. რაც შეეხება ახალ საუკუნეს, აქ უკვე ტერ ორგანიზაციები და მათთან ბრძოლა გამოდის პირველ პლანზე და მსოფლიოს ყველაზე დიდ ტერ ორგანიზაციათა სიაში შედიან ელ-ქაიდე, ირა, ეტა, პკკ, ბოკო ჰარამი, ალ ნუსრა და ამ ბოლო ხანებში ამ ყველას გადაასწრო ისლამურმა სახელმწიფომ, ე.ი. ISIS-მა, რომელიც ერთდროულდა სირიაში და ერაყში იბრძვის და ამ ორივე სახელმწიფოში დაპყრობილი ტერიტორიები გააერთიანა რა, მათზე ხალიფატის შექმნაც გამოაცხადა. ანტიტერორისტული ბრძოლა გლობალურ ფორმაში ამერიკამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიწყო, როცა იმ დროინდელი პრეზიდენტის უმცროსი ბუშის ბრძანებით ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში შევიდნენ, სადაც თავს აფარებდნენ ელ ქაიდელები. ანტიტერორისტულ ბრძოლას გრძელდება ობამას ეპოქაშიც, მაგრამ, იმ განსხვავებით, რომ ბუში თუ მარტო ებრძოდა ტერორისტებს, ახლა ობამა კოალიციით ებრძვის იშიდელებს. ამ ბრძოლაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ისლამური სახელმწიფოს წარმომქმნელი მიზეზების დადგენას, რაც გაადვილებს მის წინააღმდეგ ბრძოლას. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ისლამურ სახელმწიფოს არავითარი კავშირი არ აქვს არც ისლამთან და არც მის დოგმებთან თუ პრინციპებთან, არამედ წარმოადგენს ჩვეულებრივ ტერ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ისლამით სპეკულირებს და მის სახელწოდებაში შემავალი ისლამური სახელმწიფო კი მხოლოდ პროპაგანდას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე არასწორს და უსამართლოს წარმოადგენს ზოგ ზოგების მხრიდან ISIS, ელ ქაიდეს და მსგავსი ტერ ორგანიზაციების გაიგივება ისლამთან

სამაგიეროდ დასამალი არაფერია იმაში რომ ეს ტერ ორგანიზაციები წარმოიშვნენ და მოქმედებენ ისლამურ ქვეყნებში. ე.ი. სწორედ ისევე, როგორც ეტა თუ ირა წარმოიშვნენ და მოქმედებენ ქრისტიანულ ქვეყნებში. მოკლედ, რომელიმე რელიგიის გაიგივება რომელიმე ტერორთან, ულოგიკოს წარმოადგენს

ასეთი ორგანიზაციების წარმოქმნის ფაქტორებია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გლობალური და რეგიონალური გეოპოლიტიკური პროცესები, კონკურენციები და კონფლიქტები, სამოქალაქო ომების შედეგად წარმოქმნილი სახელისუფლებო ვაკუუმები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობები, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფა, უსამართლობა, რელიგიის სათანადო დონეზე არ ცოდნა და ა.შ.

ამ ფაქტორში შედის ასევე ახლო აღმოსავლეთში უკვე ქრონიკულად გადაქცეული შეტაკებები, 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირან ამერიკას შორის წარმოქმნილი ცივი ომი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის მიერ ჯერ ავღანეთის და შემდეგ ერაყის ოკუპაცია, წარუმატებელი ე.წ. არაბული გაზაფხულები და ა.შ. ისლამური სახელმწიფო მართალია ერაყული წარმოშობისაა, მაგრამ, იგი სირიაში შეიქმნა, რასაც ხელი შეუწყო უკვე ჩამოთვლილმა ფაქტორებმა

სირიაში მალე ოთხი წელი გახდება რაც სამოქალაქო ომი დაიწყო და მან მხოლოდ ნგრევა და ცრემლები გამოიწვია, უსაფრთხო გახდა ქვეყნის ყველა დასახლება, საგრძნობლად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სიღატაკე და სიდუხჭირე ყველა მათგანის ცხოვრების უცილობელი თანამგზავრი გახდა, ადამიანის უფლებებზე საუბარი კი ზედმეტია. აი ასეთ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების რელიგიურ გრძნობებზე თამაშით და მათზე იდეოლოგიური ზეწოლით კი ძალიან ადვილად ხდება მათი გადაბირება, რაც დადასტურებულ იქნა მრავალი ქრისტიანი თუ მუსლიმანი ტერორისტის ცხოვრების გამოკვლევით ასე შეიქმნა ისლამური სახელმწიფოც, რომელიც ისლამური ჯიჰადის დაცვით უბნევს თავს ყველანაირად უვიც ახალგაზრდებს და მათაც რელიგიის სახელით ბრძოლა და თუნდაც განსხვავებული სექტისა თუ კონფესიის წარმომადგენლების თავის მოჭრა წმინდა საქმედ და რელიგიისათვის თავდადებად მიაჩნიათ, როცა იგივე რელიგია ადამიანის კი არა და ყოველგვარი სულიერის მოკვლასაც კი კრძალავს და ცოდვად მიიჩნევს. თუ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში დაკავებული იქნება სწორი პოზიცია და ეს ბრძოლა მიზანმიმართულად და მიზეზების გათვალისწინებით მოხდება, მაშინ წარმატება გარდაუვალი იქნება და შესაძლებელი გახდება მისი ფესვების გახმობაც, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები