თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 79

რამაზანი და მისი მნიშვნელობა

117742
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 79

ივნისი ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება მუსლიმანურ სამყაროში ერთთვიანი რამაზანი, ე.ი. მარხვა, რის დასრულების შემდეგ სამ დღიანი რამაზან ბაირამობა აღინიშნება. უნდა ითქვას რომ, რამაზანის თვეში მორწმუნეები მარტო მარხვას კი არ ინახავენ, არამედ, მასიურად კითხულობენ წმინდა ყურანს და ჰადისებს, ასრულებენ ნამაზს, ზექათს გასცემენ და ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობებს, მოკლედ ერიდებიან ყოველგვარ ბოროტებს და შურს, ე.ი. რამაზანს დიდი ეკონომიკური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტებიც გააჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რამაზანს სერიოზული ზეგავლენა და შედეგები აქვს როგორც თვით მორწმუნეებზე და საზოგადოებაზე, ასევე ზოგადად ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საერთოდ მთელს მსოფლიოზეც. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის, ილდირიმ ბეაზითის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის ლექტორის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

რამაზანის ატმოსფეროს მთავარი დამახასიათებელი თვისება ის არის რომ, უპირველეს ყოვლისა ინდივიდებს ეხმარება და ფართო შესაძლებლობებს აძლევთ როგორც მორალურ-ზნეობრივად, ასევე მატერიალურად მომწიფებაში. მართლაც და ამ გაგანია ზაფხულში, როცა ჩრდილშიც კი თერმომეტრი პლიუს 35 გრადუსს აჩვენებს, 17-18 საათის განმავლობაში მარხულები ჯერ ერთი რომ არაფერს ჭამენ და არაფერს სვამენ, ხოლო ამის პარალელურად მოკლებულნი არიან და შორს დგანან ყოველგვარი სიამოვნებისა და ვნებისგან. აქ კი ყველაზე მთავარი ის არის რომ, მარხულები ამ ყველაფერზე თავიანთი ნებით, ვინმეს ზეწოლის გარეშე მიდიან და ამით სწავლობენ სულიერ და ფიზიკურ მოთმინებას, საკვებისა და წყლის მნიშვნელობას, ყოველგვარი სირთულეებისადმი გაძლებას, პატიოსნებას, სამართალს, სიკეთეს, იოკებენ და კონტროლის ქვეშ იყვანენ ყოველგვარ სურვილს და ნეტარებას, იძენენ გამოცდილებას, ერთი სიტყვით ნამდვილ ადამიანად მწიფდებიან და უფრო ახლოს უახლოვდებიან მის გამჩენ ალაჰს რა, ამაში თავისი წვლილი შეაქვს წმინდა ყურანის ინტენსიურ კითხვასაც. ცნობილია რომ, ღმერთმა ეს წიგნი შუამავალ მუჰამედს სწორედ რამაზანის თვეში არსებულ და კადირად წოდებულ ღამეს უბოძა, ამიტომაც ზოგიერთები რამაზანს ყურანის თვედაც მოიხსენიებენ

როგორც ზემოთაც ვთქვით რამაზანის თვეში ქმედებებს დადებითი სოციალ-ეკონომიკური ზეგავლენა და შედეგებიც აქვს, რადგან, ზექათი და მოწყალება სოლიდარობას და სოციალურ დახმარებას აძლიერებს საზოგადოებაში, აფართოებს თანაგრძნობას, დიალოგს და სიმპათიას საზოგადოების ყველა წევრისადმი და მათ შორის ღარიბ ღატაკებისადმი და უსუსურებისადმიც. როგორც ცნობილა მარხულები 24 საათში მხოლოდ ორჯერ, დილის სისხამზე საჰურზე, ე.ი. საუზმეზე და მეოთხე აზანზე იფთარზე, ე.ი. ვახშამზე ჭამენ და ამ დროს ზოგან მთელი უბანი, ქუჩა, სანათესაო, სამეზობლო, სამეგობრო ერთად იკრიბებიან, ერთად ჭამენ და ესეც აუმჯობესებს და ავითარებს სოციალ-ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ კავშირებს და ურთიერთობებს

მაგრამ, რა სამწუხაროა რომ ზოგიერთი ისლამური რადიკალური დაჯგუფებები ერაყში, სირიაში, ლიბანში, ლიბიაში, ეგვიპტეში და სხვა არაბულ ქვეყნებში უვიცობის გამო არ ემორჩილებიან ისლამის კანონებს და პრინციპებს, არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ წმინდა ყურანის შინაარსსაც და სჩადიან ყოველგვარ ბოროტებს და ძალმომრეობას, თანაც ამ რამაზანის თვეშიც კი, როცა ყოველგვარ ძალმომრეობას და კაცთაკვლას ისლამიც კრძალავს და უდიდეს ცოდვად მიიჩნევს მას. ამის მაგალითად კი გამოდგება ის ფაქტი რომ, წმინდა შუამავალ მუჰამედის დროს რამაზანის თვეში იარაღებს ქარქაშში ინახავდნენ და ბრძოლებიც წყდებოდა. არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ ისლამურ ქვეყნებს შორის 1970 წლიდან უთანხმოება სუფევს რამაზანის დაწყებისა და დასრულების თარიღშიც და ზოგიერთებმა მაგალითად თუ წელს 28 ივნისს დაიწყეს მარხვა, ზოგიერთებმა 29 ივნისს და დადგა დრო ამ პრობლემის აღმოფხვრისა. კიდევ ერთ დიდ პრობლემას ისლამში კონფესიური განსხვავებები წარმოადგენს და მთავარ ორ მიმდინარეობა-სუნიტურსა და შიიტურს გარდა კიდევ მრავალი სხვა პატარ-პატარა კონფესიები და სექტები მოქმედებენ და ყველა მათგანს მხოლოდ თავისი გზა ჰგონია რა მართალი, სხვებს არასწორი გზით სიარულში ადანაშაულებენ და ხშირად მათ შორის ამ ნიადაგზე კონფლიქტები და შეტაკებებიც ხდება. ამის მაგალითია ამჟამად სირია ერაყში მიმდინარე მოვლენები, როცა რადიკალური ერაყ-სირიის ისლამური სახელმწიფო ორგანიზაცია IŞID-ის ბოევიკები არ ინდობენ სუნიტებს გარდა არავის და სირიაში და ერაყში დაპყრობილ ადგილებში უმოწყალოდ ხოცავენ შიიტებს და სხვა მიმდინარეობების წარმომადგენლებს. ისლამურ სამყაროში არსებულ ასეთ დაპირისპირებულ მდგომარეობას კარგად იყენებენ დასავლელები და მათი ადგილობრივი აგენტები და რომ იტყვიან ცეცხლზე ნავთს ასხამენ და უფრო ამწვავებენ ვითარებას. როცა ყველაფერი პირიქით უნდა მოხდეს, ამ რამაზანობის პერიოდი კარგად უნდა გამოიყენოს ისლამურმა სამყარომ და რამაზანობის სულისკვეთებით, ე.ი. ძმობის, მეგობრობის და მშვიდობის ატმოსფეროში უნდა მოაგვარონ ყველანაირი პრობლემები, რასაც მათგან მოითხოვს ისლამური პრინციპები და კანონები, წერს პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები: #რამაზანი

მსგავსი ინფორმაციები