ისრაელის ღაზას 183 დღეა ბომბავს

ისრაელის ღაზას 183 დღეა ბომბავს

2125843
ისრაელის ღაზას 183 დღეა ბომბავს

ისრაელი პალესტინელების მკვლელობას აგრძელებს. გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მოკლულ პალესტინელთა რიცხვმა 33 ათას 200-ს მიაღწია.

ხან-იუნისი, სადაც ისრაელის არმიამ მისი განადგურების შემდეგ უკან დაიხია, ნანგრევებისა და ფერფლის გროვად იქცა.

ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ  ხან-იუნისიდან გავიდა, იმ მოტივით, რომ, „რაფაჰზე თავდასხმისთვის მომზადებულიყო“.

თავის მხრივ, პალესტინელები, რომლებიც დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, სადაც ისრაელის თავდასხმებამდე ცხოვრობდნენ, შოკირებული იყვნენ ნანახით.

მეორეს მხრივ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.

Al Cairo News-ის არხმა ეგვიპტურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მხარეებს შორის ძირითადი პუნქტების შესახებ შეთანხმება მიღწეულია.



მსგავსი ინფორმაციები