საფრანგეთმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განგაშის დონე აწია
საფრანგეთმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განგაშის დონე აწია
საფრანგეთმა, 22 მარტს რუსეთში, საკონცერტო დარბაზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, უსაფრთხოების უმაღლესი დონე გამოცხადდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალიმ სოციალური ქსელის პლატფორმა X-დან გაავრცელა.
„იმის გათვალისწინებით, რომ დაეშმა აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე მოსკოვში, ჩვენ გადავწყვიტეთ ეროვნული უსაფრთხოების განგაშის სისტემა უმაღლეს დონეზე აგვემაღლებინა: თავდასხმის საგანგებო მდგომარეობით“, აცხადებს პრემიერ-მინისტრი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაეშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. ამ ფაქტის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს