ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების გამო ყოველდღიურად 37 დედა იღუპება

ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების გამო ყოველდღიურად 37 დედა იღუპება

2118496
ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების გამო ყოველდღიურად 37 დედა იღუპება

გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების გამო ყოველდღიურად 37 დედა იღუპება.

21 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა ღაზას სექტორში დაღუპულ დედებზე, სადაც ისრაელი გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული აგრძელებს თავდასხმებს.

არაბულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებულ პოსტში ნათქვამია: „ღაზას სექტორში ყოველდღიურად 37 დედა იღუპება“.

ცნობისათვის, ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში, მათ შორის პალესტინასა და ეგვიპტეში, 21 მარტი „დედის დღედ“ აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 31 ათას 923 პალესტინელი, მათ შორის მინიმუმ 14 ათასი ბავშვი და 9 ათას 220 ქალი, ხოლო 74 ათას 96 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ ათასობით დაღუპულია.



მსგავსი ინფორმაციები